პარასკევი, ნოემბერი 7, 2025

დავით მათიკაშვილი – ნაძვის ხის ანთების გადადებით თავიდან ავირიდეთ პროვოკაცია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გუშინ რუსთაველზე გეგმავდა

ნაძვის ხის ანთების გადადებით გავუფრთხილდით ჩვენი ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც, ვინც იქ შეუგნებლად თუ შეგნებით ცდილობს, ამ ვანდალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„როგორი ირონიული წიაღსვლაა. საზოგადოებისთვის რა კარგად დასამახსოვრებელი ფაქტებია. ჩვენ კარგად გვახსოვს 2012 წლის 26 მაისს რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების მიმართ, როგორ დახოცეს ადამიანები, რომ მეორე დღეს აღლუმი ჩაეტარებინათ. ფაქტობრივად, სისხლში გაიარა მაშინდელი ხელისუფლების მცდელობამ, ხალხის პროტესტი ჩაეხშო.

საპირისპიროდ, ვხედავთ მოცემულობას, როდესაც სწორედ ადამიანზე, მის უფლებებზე, სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც 2012 წლიდან აქვს „ქართულ ოცნებას“, კვლავ ცხადად დასანახი გახდა საზოგადოებისთვის, რადგან პროვოკაციას, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გეგმავდა რუსთაველზე გუშინ და ცდილობდა, საზოგადოებისთვის კონფლიქტური და პროვოკაციული სიტუაციით მძიმე შედეგები დაეყენებინა, ეს თავიდან იქნა არიდებული იმით, რომ გადაიდო ნაძვის ხის ანთება. ამით გავუფრთხილდით ჩვენი ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც, ვინც იქ შეუგნებლად თუ შეგნებით ცდილობს ამ ვანდალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს. ტყუილი მიზნების ძიებაში იკარგება ის მოცემულობა, რასაც ჰქვია ახალი წელი და შობა. მაგრამ ეს ასე არ მოხდება, საზოგადოება ძალიან მალე იხილავს ანთებულ მთავარ ნაძვის ხეს და ის საზეიმო განწყობა, რომელიც საზოგადოებაშია, კიდევ უფრო გაღრმავდება“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადების შესახებ განცხადება ქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ გააკეთა. „ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ რადიკალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ერეკლე მეფემ ქვეყანას შეუნარჩუნა ის იდენტობა, რომელიც გეოპოლიტიკური ძვრებით რისკის ქვეშ იყო, მნიშვნელოვანია, მოვუხმოთ იმ სიბრძნეს, გონიერებას, რომელიც ერეკლე მეფეს ჰქონდა

ერეკლე მეფის მთავარი საფიქრალი ქვეყნის გადარჩენა და გამთლიანება იყო, მან შეძლო, ნაწილობრივ მაინც, ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, ქვეყანას შეუნარჩუნა ის იდენტობა, რომელიც, მაშინდელი გეოპოლიტიკური ძვრებით, რისკის ქვეშ იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღესაც მოვუხმოთ იმ სიბრძნეს, გონიერებას, სიმამაცეს, გმირობას, რომელიც ერეკლე მეფეს ჰქონდა.„მთლიანად საქართველოს, უპირველეს ყოვლისა კახელებს, ვულოცავ ერეკლეობას. იმ მეფის ხსენებას, რომელსაც ხალხი მამას უწოდებდა. იმ მეფის ხსენებას, რომელიც მეფობდა არა მხოლოდ გვირგვინით, არამედ გულით. ერეკლე მეფის მთავარი საფიქრალი ქვეყნის გადარჩენა და გამთლიანება იყო. მან შეძლო, ნაწილობრივ მაინც, ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, შეძლო, რომ ქვეყანას მე-18 საუკუნის მთავარი ქარტეხილები გამოატარა და შეუნარჩუნა ის იდენტობა, რომელიც, მაშინდელი გეოპოლიტიკური ძვრებით, რისკის ქვეშ იყო. დღესაც, იმავე გამოწვევების წინაშე მდგომმა ქვეყანამ, მნიშვნელოვანია, მოვუხმოთ იმ სიბრძნეს, გონიერებას, სიმამაცეს, გმირობას, რომელიც ერეკლე მეფეს ჰქონდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია თურქეთის პარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, კომიტეტის დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთის პარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სულეიმან სოილუს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება. ამ კუთხით ხაზი გაესვა საერთო გამოწვევებსა და საფრთხეებთან გასამკლავებლად უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ხაზი გაუსვეს თურქეთისა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას.შეხვედრისას ალექსანდრე ტაბატაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს თურქეთის ხელისუფლების მტკიცე პოზიციასა და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„დაიბადა მამას გოგო“- ნოდიკო ტატიშვილი მამა გახდა

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი მამა გახდა. ამის შესახებ ნოდიკო ტატიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.„დაიბადა მამას გოგო – კესანე ტატიშვილი“.სტატუსთან ერთად მომღერალმა პატარა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, სადაც ბავშვის ხელი ჩანს.მომღერალი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.

შალვა პაპუაშვილი – ბოლო რამდენიმე წელია, ვხედავთ ღია დეზინფორმაციას და პროპაგანდას საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ქვეყანამ, უკრაინაში ომის შემდეგ, სხვების გეოპოლიტიკური თამაშისთვის თავი არ გაწირა

ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით, პროპაგანდას შეიძლება, მოკლე ეფექტი ჰქონდეს, თუმცა მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ბრიუსელმა პოლიტიკური ენერგია და თანხმები დახარჯა, რათა დაემკვიდრებინა ცრუ ნარატივი, თითქოს ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა.„ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად ღია დეზინფორმაციას და პროპაგანდას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიდის, რადგან ქვეყანა არ აჰყვა მოწოდებებს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საკუთარი ქვეყანა არ გაწირა სხვების გეოპოლიტიკური თამაშისთვის. ამის შემდეგ დაიწყოს ზუსტად თავდასხმები საქართველოს ხელისუფლებაზე, მცდელობები ხელისუფლების ჩანაცვლებისა, დეზინფორმაცია, პროპაგანდა. ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაშიც ბრიუსელმა უდიდესი პოლიტიკური ენერგია და თანხები დახარჯა, იყო, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. სიმართლე არის ის, რაც ამ წერილში წერია, რომ თავის დროზე, 2024 წლის ივნისში, ეს იყო სწორედ ბრიუსელი, რომელმაც ქართველ ხალხზე ზეგავლენის მიზნით, შეაჩერა თავისი გადაწყვეტილებით ინტეგრაციის პროცესი. ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას, პროპაგანდით. პროპაგანდას შეიძლება, მოკლე ეფექტი ჰქონდეს, თუმცა მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა. არსებული ინფორმაციით,  2025 წლის 5 ნოემბრის წერილიდან ირკვევა, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს, ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე აღარ დააყენებდა საკითხს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შესახებ, თუმცა, შემოთავაზების შემთხვევაში, წინადადებას დათანხმდებოდა, 2024 წლის 28 ნოემბერს გააკეთა.

მიხეილ ყაველაშვილი რამდენიმე სენატორისა და კონრესმენის წერილზე: გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დამოკიდებულება – დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი

გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დამოკიდებულება - დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენისა და სენატორის წერილს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსადმი, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც „ქართველი ოფიციალური პირების უსამართლო სამიზნეები არიან“.პრეზიდენტის განცხადებით, ნათლად ჩანს საქართველოს ხელისუფლების დაკნინების მცდელობის ხაზი.„ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ წერილის ავტორები და წერენ მარკო რუბიოს, ხშირად გამოირჩევიან, საქართველოს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციით და ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით. იგივე ხაზი გრძელდება.წლებია, ვსაუბრობდით, რომ კონკრეტული ორგანიზაციები აქ ეწევიან რადიკალიზმის დაფინანსებას და აქ საუბარი იყო USAID-სა და NED-ზე. ეს კონკრეტული ორგანიზაციები თავად ამერიკის პრეზიდენტმა, დღევანდელმა ადმინისტრაციამ გამოავლინა, რომ ისინი დაკავებული იყვნენ სხვა ქვეყნებში რევოლუციით და რადიკალური ქმედებებით.ამ ყველაფერთან დაკავშირებით ყველაზე კარგად ჩვენი საზოგადოება არის ინფორმირებული. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რა მოვლენებია ჩვენს გარშემო“, - განაცხადა პრეზიდენტმა ყაველაშვილმა.მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პარტნიორობისა და დიალოგისთვის.„ჩვენ ვაგრძელებთ სამართლიან, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პროცესებს ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით. მე ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მქონდა შეხვედრა, იქაც იგივე განვაცხადე. ეს ადამიანები ჯერჯერობით, თავად იკავებენ თავს. ჩვენ თავშეკავება ნამდვილად არ გვჭირდება, ჩვენ ღია ვართ ყველა დიალოგისთვის. ვაღიარებთ კიდეც, წერილებითაც მივმართეთ, ჩვენ უკან დასახევი და დასამალი არაფერი გვაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილმა აქვე ხაზი გაისვა აშშ-სა და საქართველოს ღირებულებით თანხვედრას ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით.„ეროვნულ ინტერესებზე ხშირად პოზიცინიორებენ ამერიკის პრეზიდენტიც, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. გაეროს სხდომაზე განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, რომ დიახ, ქვეყნებმა უნდა დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები. ჩვენ ამისთვის მანამდეც მზად ვიყავით, ეს ღირებულებითი თანხვედრა როცა გამოჩნდა, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა ბატონი ტრამპი და ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ღირებულებითი თანხვედრა არის ჩვენსა და მას შორის, სურვილს გამოვთქვამდით, რომ დროა, დიალოგი შედგეს. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. ახლა მათი მხრიდან არის დასაყენებელი ეს საკითხი, როდის მოხდეს ჩვენთან დაკავშირება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის ტყუილზე დაფუძნებული წერილი - რა თქვა რეალურად სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ და როგორ შეცვალეს ინტერვიუს შინაარსი დეზინფორმაციის გასავრცელებლად ჯინ შაჰინმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ. ამერიკელი კანონმდებლების წერილს საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ თითქოს მან აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა საგარეო სამსახურის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით.

ბოლო სიახლეები