ორშაბათი, თებერვალი 9, 2026

საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო – ტყუილია, არ გაგვიუქმებია! რატომ კადრულობენ ამ ტყუილს, შეგიძლიათ ტყუილის ავტორებს მოკითხოთ – მამუკა მდინარაძე

საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო – ტყუილია, არ გაგვიუქმებია! (კანონს თუ ვინმე წაიკითხავს, ცუდი არ იქნება), – წერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განმარტებით, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, არც აქამდე მოეთხოვებოდა ქართულის ცოდნა და მაგალითად, მინისტრს შეეძლო დაენიშნა უცხოელი მრჩეველი, რომელმაც ქართული არ იცოდა. მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონტექსტმა თუ ვინმე ააღელვა, ამ მიმართულებით, ხელშეკრულებით დასაქმებულზეც შეიძლება ჩაიწეროს ენის ცოდნის ვალდებულება.

“საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო – ტყუილია, არ გაგვიუქმებია! (კანონს თუ ვინმე წაიკითხავს, ცუდი არ იქნება). რატომ კადრულობენ ამ ტყუილს, შეგიძლიათ ტყუილის ავტორებს მოკითხოთ, თან მკაცრად! რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულს, მას არც აქამდე მოეთხოვებოდა! მაგალითად, მინისტრს შეეძლო დაენიშნა უცხოელი მრჩეველი, რომელმაც ქართული არ იცოდა. თუ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონტექსტმა ვინმე ააღელვა, ამ მიმართულებით, შეგვიძლია ხელშეკრულებით დასაქმებულზეც ჩავწეროთ ენის ცოდნის ვალდებულება, არ იქნება ისე ცუდი, ადგილობრივების დასაქმების სავალდებულოობის კონტექსტში. უცხოელ მუშახელზე გამონაკლისს დავუშვებთ, ბოლო ბოლო, თუ აუცილებელი იქნა.” – წერს მამუკა მდინარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

საქართველოს მთავრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის.შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძემ ბრიფინგი განათლების მინისტრთან ერთად გამართა.ბრიფინგამდე კობახიძე სტუ-ის რექტორსა და პროფესორ - მასწავლებლებს შეხვდა.ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 29 იანვარს გახდა. გადაწყვეტილებას ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა ახლდა. განცხადება გაავრცელა თსუ-ის სენატმა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების ინიციატივა არ იყო დასაბუთებული და მიზანშეწონილი. ასევე, თსუ-ს წარმომადგენლობითი ორგანო მიიჩნევდა, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყვეტილიყო და გაგრძელებულიყო მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია. თავის მხრივ კი, განცხადება გაავრცელა სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ. მათი განმარტებით, არ ეთანხმებოდნენ უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ შორის თსუ-თან შესაძლო შერწყმის გზით. საბჭო ასევე სთხოვდა მთავრობას, შეეჩერებინა პროცესი, ვიდრე არ შედგებოდა განხილვა და არ იქნებოდა უნივერსიტეტის თანხმობა.

ია მეტრეველი: რეჟიმის დანაშაულის სიმბოლო- ზურა ვაზაგაშვილი დღეს 42 წლის იქნებოდა

,,დღეს, ჯალათი სააკაშვილის, მკვლელი რეჟიმის მიერ ,სასტიკად მოკლული ზურა ვაზაგაშვილის დაბადების დღეა .დღეს 42 წლის ვაჟკაცი იქნებოდა მის გვერდით კი საუკეთესო მამა, ბატონ იური ვაზაგაშვილი იქნებოდა, რომ არა ის ავადსახსენებელი რეჟიმი. ნათელში ამყოფოს უფალმა მათი განწირული სულები. უფლის რისხვას და მის სასამართლოს კი ვერსად გაექცევა სააკაშვილი და მისი მკვლელების ხროვა '' წერს ია მეტრეველი სოციალურ ქსელში.

პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.უწყების ცნობით, მელიამ მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სასამართლო სხდომაზე, ნიკანორ მელიამ სასამართლოს უპატივცემულობა ჩაიდინა, რაც მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატა.ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ვინაიდან, ნიკანორ მელია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, პროკურატურა სასამართლოს წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ჩაინიშნა. ირაკლი კობახიძე განცხადებას 17:00 საათზე გააკეთებს.ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში, 15:00 საათიდან, სტუ-ს რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი განიხილება.

ტყიბულის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა

ტყიბულში, ერთ-ერთ შახტში, ერთი ადამიანი დაიღუპა.თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში გვერდმა „მაღაროელი“ გაავრცელა. მათი ცნობით, სავარაუდოდ, დაღუპულია შახტში დასაქმებული.

ბოლო სიახლეები