კვირა, თებერვალი 8, 2026

შსს „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.

შსს-ს განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესების მოდიფიცირებასა და იმ პოზიციებზე, რომელიც გასამხედროებულ რეჟიმს უკავშირდება, მიღების განსხვავებული წესის დადგენას.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, თუ რას ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი. როგორც მოგეხსენებათ, პოლიცია შედგება სხვადასხვა დანაყოფისგან, მათ შორის გასამხედროებული დანაყოფებისგან, მათ აქვთ განსხვავებული ფუნქციები, რაც ცხადია, სხვადასხვა დანაყოფში მიღების განსხვავებულ წესსა და სპეციფიკას მოითხოვს. განვმარტავთ, რომ პოლიციის გასამხედროებულ დანაყოფებში, სადაც სამსახურის გავლის განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს, მსახურობენ სამხედრო წოდების მქონე პირები. ამასთან, სამხედრო მოსამსახურე მიიღება კონკურსის გარეშე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან სამხედრო სამსახური იარსებებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2025 წლის პირველი იანვრიდან სამხედრო წოდებით ვერ დაინიშნებიან, რაც განაპირობებს გასამხედროებული დანაყოფების საპოლიციო წესებზე გადასვლას და საპოლიციო კონკურსზე დაქვემდებარებას.

შესაბამისად, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესების მოდიფიცირებასა და იმ პოზიციებზე, რომელიც გასამხედროებულ რეჟიმს უკავშირდება, მიღების განსხვავებული წესის დადგენას. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღება/დანიშვნა, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს დადგენილი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას. კერძოდ, სამინისტროს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება 18 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები.

ყველა ეს გარემოება შემოწმდება სამსახურში მიღების პროცესში. კანდიდატი, რომელიც არ აკმაყოფილებს შესაბამისი პოზიციისთვის დადგენილ განათლების, ფიზიკური მომზადების, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, სამსახურში არ მიიღება. დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილება არ შეეხება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, გამომძიებლებს, მართლწესრიგის ოფიცრებსა და ადმინისტრაციული ფუნქციების შემსრულებელ მოსამსახურეებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია – კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხიб პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტადб საზოგადოების დაშენებას ისახავს მიზნად

კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხი მაგონებს პატარა ბავშვების ჩხუბს, სადაც ბავშვები ერთმანეთს აჯავრებენ, არა, მე მოგიგე, არა, მე მოგიგეო და შემდეგ მეორე ღიზიანდება, ვინც უფრო ძლიერიაб ის სცემს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ამ მიდგომაში დაახლოებით ასეთ ბავშვურ მიდგომას ხედავს.„ვფიქრობ, პირიქით, რა მიზნებიც ამ კანონს აქვს, იმის საწინააღმდეგო შედეგს მიიღებს „ქართული ოცნება“, რადგან, საბოლოო ჯამში, მასშტაბურად ვერ აუკრძალავ ადამიანებს იმის თქმას, რაც პირზე ადგათ და როცა ხალხს მოუნდება, მთავრობას უთხრას, რომ მას არ აღიარებენ, ამას კანონით ვერავინ ვერ დაიცავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.მისი თქმით, ქართული პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად, ეს უფრო საზოგადოების დაშენებას ისახავს მიზნად, ისევე როგორც სხვა ცვლილებები, რომლებიც ამ პაკეტში შედის, მათ შორის, საერთაშორისო დაფინანსების მიღების აკრძალვა.„გმომდინარე იქიდან, რომ არსებული კანონმდებლობითაც ხელისუფლებას ყველაფრის უფლება აქვს, მოგეხსენებათ, როცა სასამართლო ჯიბეში გიზის, რასაც გინდა, იმას გააკეთებ, მაგრამ ასეთი ტიპის ცვლილებები და ამასთან გამოწვეული ხმაური უკავშირდება იმას, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ჩვენი მკაცრი მთავრობა არ ხუმრობს და ყველას დასჯას აპირებს. მგონია, ეს არის მესიჯი, თორემ ბოლო წლების განმავლობაში რისი უფლება არ ჰქონიათ და არ მიუცია სასამართლოს მათთვის?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტო – „დანონი ნუტრიციის“ შეტყობინების საფუძველზე ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევა მიმდინარეობს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მულტინაციონალური კომპანიიდან, „დანონი ნუტრიციიდან“ მიიღო შეტყობინება „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვნა განპირობებულია პრევენციით, კონკრეტულად, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) ახალი სახელმძღვანელო მითითებებით და არ უკავშირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევას.„2026 წლის 2 თებერვალს ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანომ (EFSA) ბავშვთა კვებისთვის  დააწესა ცერეულიდის (cereulide) დაბალი ზღვარი. წარმოების პერიოდში კი „დანონის“ პროდუქცია სრულ შესაბამისობაში იყო ევროკავშირის ყველა მოქმედ რეგულაციასთან, თუმცა, კომპანიის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებაღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, მულტინაციონალური კომპანიის, „დანონი ნუტრიციის“ ბრენდის პროდუქტების იმპორტიორმა საქართველოში – კომპანია „ჯისი Georgian Info Service“-მა (სკ 211357850) მიიღო მყისიერი გადაწყვეტილება სარეალიზაციო ქსელიდან სურსათის კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ, დაუკავშირდა დისტრიბუტორს და მიმდინარეობს საწყობის დეტალური ინვენტარიზაცია.პირველადი მონაცემებით, საწყობში აღნიშნული პარტიის პროდუქცია არ იძებნება. აღმოჩენის შემთხვევაში კი შემდგომი რეაგირების მიზნით სურსათი დაილუქება.სურსათის ეროვნული სააგენტო პროცესზე სრულ ზედამხედველობას ახორციელებს და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას.ცერეულიდი (cereulide) არის ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ და იწვევს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასიკვდილო ნიპას ვირუსი ინდოეთის საზღვრებს გასცდა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

სასიკვდილო ნიპას ვირუსი ინდოეთის საზღვრებს გასცდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ბანგლადეშში ნიპას ვირუსით ინფიცირების შემდეგ პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა და დასძინა, რომ მათი აზრით, საერთაშორისო გავრცელების რისკი კვლავ დაბალი რჩება. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.პარასკევს, ჯანმომ განაცხადა, რომ პაციენტი 28 იანვარს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, სადაც სპეციალისტების ჯგუფმა ყელის ნაცხი და სისხლის ნიმუშები აიღეს. უწყების ცნობით, სპეციალისტებმა ვირუსის ლაბორატორიული დადასტურება მომდევნო დღეს მიიღეს."2026 წლის 3 თებერვალს, ბანგლადეშის ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების (IHR) ეროვნულმა ორგანიზაციამ, ჯანმო-ს აცნობა ნიპას ვირუსის (NV) ინფექციის ერთი დადასტურებული შემთხვევის შესახებ რაჯშაჰის ოლქში“, - ნათქვამია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში.განცხადება გაკეთდა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც ინდოეთის აღმოსავლეთ შტატში, დასავლეთ ბენგალში, ნიპას ვირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ინდოეთის ხელისუფლება მუშაობს მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, რომელიც, მათი თქმით, დიდწილად კონტროლის ქვეშაა.ინდდოეთში, დასავლეთ ბენგალში, ნიპას ვირუსის აფეთქებამ შეშფოთება გაზარდა ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაში, რამაც აეროპორტებში ჯანმრთელობის შემოწმების მკაცრი ზომების დაწესება გამოიწვია. ამასთან, ჯანმო-მ განაცხადა, რომ, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რაიმე სახის მოგზაურობის ან ვაჭრობის შეზღუდვის რეკომენდაციას არ გასცემს."ჯანმო ნიპას ვირუსის მიერ შექმნილ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთო რისკს აფასებს, როგორც დაბალს, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე", - ნათქვამია შეფასებაში.

„მიყვარხარ უსაზღვროდ“ – ლიზა ჩიჩუას ემოციური მიმართვა დედას

ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი 6 თებერვალს იუბილარია. ქეთი დაბადების დღეზე სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს, მათ შორის არის ქეთი შვილი ლიზა ჩიჩუა„დე, გილოცავ დაბადების დღეს! მიყვარხარ უსაზღვროდ!“, – წერს ლიზა ჩიჩუა და მისი უფროსი შვილისა და დედის ერთობლივ ფოტოს გვიზიარებს. 

ძლიერი შტორმის გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში ერთი ადამიანი დაიღუპა

შტორმის გაძლიერების გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში კი ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი” წერს.ესპანეთის სამხრეთით, ანდალუსიის რეგიონში 11 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები, ხოლო ესპანეთის მასშტაბით თითქმის 170 გზატკეცილი დაიკეტა, პორტუგალიაში რკინიგზის მიმოსვლა შეფერხდა.ესპანელი ფერმერების თქმით, კოკისპირულმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა მინდვრები დატბორა და მათ მოსავალს მილიონობით ევროს ღირებულების ზარალი მიაყენა.პორტუგალიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ, წინასწარი შეფასებით, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სექტორებში ზარალი დაახლოებით 750 მილიონ ევროს შეადგენს. მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ შტორმი მომდევნო დღეებში გაძლიერდება.

ბოლო სიახლეები