ოთხშაბათი, სექტემბერი 23, 2026

გურამ მაჭარაშვილი: გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და დავუმტკიცებთ საზოგადოებას, რომ 2028 წელს ვიქნებით მზად იმისთვის, რომ როცა 2 წელიწადში გაიხსნება ევროკავშირის კარი, გავხდეთ გაერთიანების წევრი

„ევროკავშირის ელჩს ვინ უნდა დაუჯეროს, როდესაც ტყუილს ლაპარაკობს. ჩვენ კი არ ვაჩერებთ, თვითონ აქვთ გაჩერებული მოლაპარაკება. ჩვენ ვამბობთ, რომ შანტაჟის საშუალებას არ მივცემთ მათ,” –  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას. ამ უკანასკნელმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას შესახებ, სამწუხარო უწოდა.

გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, რომ ელჩის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ ევროკავშირმა ჯერ კიდევ ზაფხულში გააჩერა და მას შემდეგ, მიუხედავად არაერთი წარმატებისა, რასაც საქართველო საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში აღწევს,  ბრიუსელი საქართველოსთან საუბარს არ აახლებს. მეტიც, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირი ქვეყანას შანტაჟის ენით ესაუბრება.

„ევროკავშირის ელჩის განცხადება თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციული და მისი პიროვნული ღირსებისთვის დამაზიანებელი იყო. ჯერ ერთი, ევროკავშირის ელჩმა ტყუილები იკადრა, როდესაც ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ისაუბრა. კობახიძის განცხადება სულ სხვა კონტექსტში იყო ნათქვამი –  ჩვენ კი არ ვაჩერებთ, თავად შეაჩერეს მოლაპარაკებები! როდესაც იმის ღირსი ვარ დაგველაპარაკო, რადგან შენივე ინსტიტუტები ყოველკვირეულად პოზიტიურად მაფასებენ და ამბობენ, რომ კარგად ვმეცადინეობ და ამ ძალისხმევის შედეგი 2030 წელს დადგება, შენ მაინც არ მელაპარაკები. ამ დროს კი, ესაუბრები იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც შენივე ინსტიტუტები ჩემზე უარესად აფასებენ. ეს სხვა არაფერია, თუ არა შანტაჟი.

გამომდინარე აქედან, ევროკავშირის ელჩს, როდესაც ტყუილს ლაპარაკობს, ვინ უნდა დაუჯეროს?  ჩვენ კი არ ვაჩერებთ, თვითონ აქვთ გაჩერებული მოლაპარაკებები. ჩვენ ვამბობთ, რომ შანტაჟის საშუალებას არ მივცემთ მათ.  როდესაც ოპოზიციას ქუჩაში გამოსვლის საბაბი არ აქვს, მაშველი რგოლივით გადმოუგდებენ თემებს და ხან ეუბნებიან კანდიდატის სტატუსს არ მოგცემთ, ხანაც ფულს არ გადმოგირიცხავთ და ხანაც მოლაპარაკებებს  შევაჩერებთო.
ჩვენ კი ვამბობთ, რომ არ გვინდა ასეთი ფული, რომელიც სხვათა შორის, არ არის ისეთი, რომ საქართველოს ეკონომიკას რაიმე ზიანი მიაყენოს. მაგრამ საუბრის ენა – შანტაჟი, არ არის პარტნიორული ურთიერთობების ენა – ეს თქვა ზუსტად ირაკლი კობახიძემ. ჩვენ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციას. როდესაც 2022 წლის ივნისში არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, წლინახევრის განმავლობაში გავაჩერეთ მუშაობა? აბა როგორ მოგვცეს 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი? ახლაც ვაგრძელებთ ჩვენ მეცადინეობას და ამის დასტურია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. უბრალოდ ვამბობთ, როცა მომუშავე  ადამიანს არასამართლიანად უარს მეუბნები 2030 წელს გამოცდის ჩაბარებაზე, რითაც გავხდები ევროკავშირის წევრი,  აღარ მოგცემ შანტაჟის საშუალებას.

სწორედ იმიტომ, რომ შანტაჟი არ იყოს, ჩვენ  საკითხს დღის წესრიგიდან ვხსნით, მაგრამ არ ვამბობთ, რომ მუშაობას ვწყვეტთ. ჩვენ საქმიანობას გავაგრძელებთ და დავუმტკიცებთ საზოგადოებას, რომ 2028 წელს ვიქნებით მზად იმისთვის, რომ როცა 2 წელიწადში გაიხსნება ევროკავშირის კარი (თვითონ თქვა ევროკავშირმა, რომ კარი 2030 წელს გაიხსნება, მანამდე არა), ჩვენ მზად ვიქნებით წევრობისთვის,” –  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სასტიკი მკვლელობა ყვარელში – მოკლულია 85 წლის ქალი, მკვლელმა კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს.შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა.ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა.სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა.ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.არაოფიციალურად ვრცელდება მოხუცის გაუპატიურების ვერსიაც, თუმცა არსებული ცნობით, წინასწარი დათვალიერებით, ეს ფაქტი არ დასტურდება.

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას

„ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ამომრჩეველი არ არის იუსტიციის ქაღალდი და ბეჭედი.„ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვითქვამს და მოგვიწოდებია ყველასთვის, მათ შორის გახარიას პარტიისთვისაც, რომ არ აქვს მნიშვნელობა რეჟიმს როგორ ანახებ შენს თავს. ხომ ჰქონდათ მოლოდინი 2025 წლის რუსულ სპეცოპერაციაში, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვინც შევიდნენ, ამით თავს გადაირჩენდნენ ოლიგარქიული სისტემისგან, პარლამენტში შესვლაც ხომ თავის გადარჩენის ერთ-ერთი ნაწილი იყო გახარიას მხრიდან. ერთადერთი, რაც გადაგარჩენს, არის თანმიმდევრულობა. ახლა არ ვიცი, რა არის მიზანი სარჩელში გახარიას პარტიის დამატების. როგორიც არ უნდა იყოს მათი მიზანი, ნათლად მიუთითებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ამ სარჩელით ივაჭროს, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ივაჭროს იმაზე, რომ პარტიების აკრძალვა-არააკრძალვის საკითხი დაიყვანოს ბიძინა ივანიშვილის სანქციების მოხსნა-არმოხსნაზე. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, რომ ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენი მრავალათასიანი ამომრჩევლისთვის არ არის იუსტიციის ქაღალდი და ბეჭედი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები. მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა წითლიძემ.

კახა კახიშვილი ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობაზე – ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე – ამის შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა

მე ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე - მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალურად ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოსულა, - ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.კახიშვილის თქმით, მისი უფლებამოსილება იყო ყველა კორესპონდენციის შესწავლა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში შედიოდა.“კითხვა ეხებოდა იმას, იყო თუ არა შემოსული ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მე გახლდით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ოფიციალურად ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოსულა, იმიტომ, რომ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც შემოდიოდა მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომაზე განსახილველად, ჩემი მეშვეობით ადიოდა პრემიერ-მინისტრთან. მე ვსწავლობდი, ვახსენებდი და შემდეგ ერთად ვადგენდით დღის წესრიგს.რაც შეეხება კონკრეტულად მინისტრის პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ცალკე კომუნიკაციაც აქვთ და შეიძლება დღეში ათჯერაც ჰქონდეთ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა არც იცის და ვერც ეცოდინება იმიტომ, რომ ასეთი ფორმატი არასდროს არ არის ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა იცის მხოლოდ ის, რაც ოფიციალურად, დოკუმენტურად შემოდის წერილის სახით ან განხილვის თხოვნით, ოღონდ წერილობით.მე ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე. ზიანი დადგა თუ არა, ამ საკითხზე მსჯელობს სასამართლო და ამიტომ მე არ მინდა დღეს შევიდე ამ საკითხის განხილვაში და ჩემი შეფასებებით დავამძიმო ან არ დავამძიმო გადაწყვეტილების მიმღები პირები. მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ იმ ფაქტებზე, რომელიც უკავშირდებოდა ჩემს უფლებამოსილებას, როგორც ადმინისტრაციის უფროსის. უფლებამოსილებაში შედიოდა ყველა იმ ოფიციალური კორესპონდენციის შესწავლა, რომელიც შემოდიოდა მთავრობის ადმინისტრაციაში განსახილველად. ოფიციალურად ასეთი საკითხები შემოსული არ იყო.უშუალოდ მინისტრსაც და პრემიერ-მინისტრებსაც ჰქონდათ უშუალო კომუნიკაცია. ბუნებრივია, შეიძლება რაღაც მოხდეს და დღეში 20-ჯერ ჰქონდეთ კონსულტაცია პრემიერს კონკრეტულ მინისტრთან, ვერც მეტყოდა, არც მეტყოდა. პრემიერი არის, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მინისტრის ხელმძღვანელი და შესაბამისად, ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის საკადრო, სტრუქტურული თუ სხვა საკითხები იქნება, რა თქმა უნდა, მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს აქვთ კონსულტაციები. ოფიციალური დოკუმენტის გარეშე კონსულტაციები, ბუნებრივია, მინისტრებს შორისაც ხდება, არა მხოლოდ პრემიერსა და მინისტრს შორის.ვერ გამოვრიცხავ, როგორ შეიძლება გამოვრიცხო ის, რაც არ ვიცი.მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, მინისტრისგან განსხვავებით, ამიტომ პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ვერ ერეოდა, თუ არ იქნებოდა, პირობითად, პრემიერ-მინისტრის თხოვნა, რომ ამ საკითხების განხილვას დავსწრებოდი. როდესაც მინისტრი ვიყავი, რა თქმა უნდა, ვიყავი პოლიტიკური თანამდებობის პირი და შესაბამისად, პოლიტიკური გადაწყვეტილების განხილვაში მონაწილეობას ვიღებდი, მაგრამ იმ პერიოდში ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი”, - განაცხადა კახი კახიშვილმა.ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბ რალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

გიორგი ხოჯევანიშვილი – ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია ჩორჩანაში საგუშაგოს აშენებას გეგმავდა, მე არც უნდა მქონოდა, რადგან ეს იყო პოლიციური ღონისძიება და მე არ წარმოვადგენდი...

წინასწარ მსგავსი ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია საგუშაგოს აშენებას გეგმავდა, მე არც უნდა მქონოდა, რადგან ეს იყო პოლიციური, ოპერატიული ღონისძიება. შესაბამისად, მე არ წარმოვადგენდი იმ ორგანოს, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, - ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.მისი თქმით, მას არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება.“არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია. მე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რა ინფორმაციასაც ვფლობდი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მივაწოდე სასამართლოს.საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაციას რაც შეეხება, წინასწარ მსგავსი ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია საგუშაგოს შენებას გეგმავდა, მე არც უნდა მქონოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო პოლიციური, ოპერატიული ღონისძიება. შესაბამისად, მე არ წარმოვადგენდი იმ ორგანოს, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა.საოკუპაციო ხაზთან მუდმივად იყო რთული პროცესები, მათ შორის მოქალაქეების დაკავების შემთხვევები. ჩემი გუბერნატორობის პერიოდშიც, სამწუხაროდ, რამდენიმე მსგავსი შემთხვევა იყო. ბორდერიზაციის პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი პროცესია, რომელიც, იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მალე დასრულდება, თუმცა, სანამ ეს უმძიმესი რეალობა გვაქვს, ამ რეალობას თან ახლავს მსგავსი საკითხებიც”, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

„უმორჩილესად გთხოვთ ყველას!…“ – ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.„უმორჩილესად გთხოვთ ყველას, გიგა ავალიანის სურათთან გიორგი ლეკიშვილის და ნია იმნაძის სურათი არასდროს დადოთ.გამიზიარეთ რა, რომ ეს თხოვნა ყველას მიწვდეს.დღეს გიორგი ლეკიშვილმა თქვა, რომ გიგა ავალიანის ტელეფონში იმალება სამხილები! რა სამხილები იმალება გიგა ავალიანის ტელეფონში გიორგი ლეკიშვილო? გიგა ავალიანი თავის მკვლელობას გეგმავდა და ეს იმალება ტელეფონში? თუ მოსაკლავი იყო გიგა ავალიანი? მაგ შენს ისრაელის ექსპერტებს ნია იმნაძის და ალექსანდრე გაბაშვილის სრულყოფილი მიმოწერა აღადგენინე! შენი "თაკოს", თამარ ნავროზაშვილის, ტელეფონი აღადგენინე!მკვლელების წაშლილი ტელეფონები აღადგენინე!გიორგი ლეკიშვილო, შენ რომ გაიგო ვის ებრძვი:1) შვილი უნდა მოგიკლან!2) შენი შვილი სპეტაკი უნდა იყოს!3) შენ სუფთა წარსული უნდა გქონდეს!მე-2 და მე-3 არ არსებობს!შენ უწმინდური ხარ და ვერც ღირსეულ შვილებს გაზრდი.ასე, რომ შვილი რომც მოგიკლან, ჩემს ძალას მაინც ვერ შეაფასებ!ახლა კი დღევანდელ დღეზე ვისაუბრებ!ნია იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი, მართალია ნირწამხდარი საუბრობდა დღეს (მოგვიანებით მაგასაც ვიტყვი, რატომ იყო ნირწამხდარი), მაგრამ მაინც გამოვლინდა, რომ ბოროტი, მატყუარა და მანიპულატორია.დღეს მისი სამივე თვისება კომპლექსურად ვიხილეთ.ლეკიშვილმა ბოროტად მოიტყუა ჟურნალისტებთან და ამით სცადა ხალხზე მანიპულირება.სიმართლე არის შემდეგი:დღეს, გიორგი ლეკიშვილმა მტკიცებულების სახით დაართვევინა მოსამართლეს ის განჩინებები, რომლითაც შუამდგომლობებზე უარი ეთქვა (ანუ ძალადაკარგული) და ასევე, ისრაელის ექსპერტების წერილის ქართული თარგმანი, სადაც ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მოსამართლის განჩინების შემთხვევაში, მათ ხელთ არსებული რესურსით ჩაატარებენ ექსპერტიზას მოცემულ მასალაზე.მატყუარა გიორგი ლეკიშვილმა გიგას ტელეფონზე ექსპერტიზა რომ ჩაატარებინოს ისრაელიდან მოწვეულ ექსპერტებს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორი რამ:გიგას ტელეფონი და მოსამართლის განჩინება! ორივე ერთად!არის ტელეფონი, არ არის განჩინება!ეს ისეთივე აბსურდია, როგორიც ის, რომ გქონდეს მოსამართლის განჩინება მაგრამ ტელეფონი არ გქონდეს.საჭიროა ორივე ერთად:ტელეფონი და განჩინება. რაც წესით ადვოკატმა უნდა იცოდეს.ავხსნი ყველაფერს!ლეკიშვილმა წინა სასამართლო სხდომამდე, ანუ 10 სექტემბრამდე, მტკიცებულებების გამოკვლევის და მოკვლევის მიზნით, მართლა მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს, გიგა ავალიანის და გიგა ავალიანის მოსწავლეების ტელეფონებიდან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.პირველი ინსტანციის სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.შეიტანა აპელაციაზე და არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.სააპელაციოს მიერ გაცემული განჩინება, გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.რატომ არ დაუკმაყოფილეს მოსამართლეებმა შუამდგომლობა?იმიტომ, რომ ლეკიშვილი ითხოვს იგივეს, რასაც ისედაც ითხოვს პროკურატურა.პროკურატურა ითხოვს, ყველა ამოღებული ტელეფონიდან (ლეკიშვილი ითხოვს მხოლოდ გიგას და მისი მოსწავლეების) ინფორმაციის ამოღებას და გამოკვლევას.ორი ერთნაირი შუამდგომლობა არაა საჭირო, ერთიც საკმარისია, ამიტომ ეთქვა უარი ლეკიშვილს!საქმეში ეტაპობრივად იდება კიდეც ტელეფონებიდან ამოღებული და გამოკვლეული ინფორმაციები მტკიცებულებების სახით.მაშასადამე წინა სასამართლო სხდომამდეც, ანუ 10 სექტემბრამდე გაირკვა, რომ მოსამართლის განჩინებით, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გიორგი ლეკიშვილის ე.წ. ისრაელიდან მოწვეულ ექსპერტებს არ ჰქონდათ გიგა ავალიანის ტელეფონზე წვდომის უფლება.ისრაელიდან ექსპერტებმაც ასე შემოუთვალეს, განჩინება თუ იქნებაო. განჩინება არ არის!დღეს გიორგი ლეკიშვილმა, კიდევ ერთხელ, მოატყუა საზოგადოება!უმთავრესი და უპირველესი რამ:გიგას თავდასხმის შემდეგ, როგორც კი გათენდა, პოლიციამ პირველი რაც ამოიღო, იყო გიგა ავალიანის ტელეფონი და ტანსაცმელი.მე გადავეცი კლინიკაში ჩემი ხელით, ხელიდან ხელში გადმომცა ექიმმა და მაშინვე გადავეცი გამომძიებელს ტანსაცმელი, ტელეფონი, საფულე და ორი ნაბიჯის ცელოფანი, რომელშიც იყო 1 შეკვრა კვერცხი, თევზის 2 კონსერვი და 1 პური.გიგას სხეული დარჩა კლინიკაში და ყველა ნივთი რაც ჰქონდა (საცვალიც კი), მივაწოდე პოლიციას.საფულე და საკვები დამიბრუნეს, ტანსაცმელი და ტელეფონი წაიღო პოლიციამ.თევზის კონსერვებს ამ დრომდე ვინახავ. კვერცხი და პური გიგას სიცოცხლეში გადავყარე. რომ მცოდნოდა მომიკვდებოდა, მასაც შევინახავდი.რას მალავდა გიგა ავალიანი, ასეთი ძლიერი კოდი რატომ ედო მის ტელეფონსო, ესეც იკითხეს ადრე ბოტებმა. მაგასაც გეტყვით.გიგას სახლში ჰქონდა პლანშეტი, რომელზეც კოდი არ ედო (რადგან გიგას დასამალი არაფერი ჰქონდა), ხოლო ტელეფონი მუდამ დაჰქონდა თან. რომ დაჰკარგვოდა, რატომ უნდა ჰქონოდა ვინმეს წვდომა, თუნდაც მის საბანკო ანგარიშებზე?და რადგან გიგა ავალიანის ტელეფონი ვერ გაიხსნა, მე პროკურატურას მივაწოდე გიგას პლანშეტი, ჩემი ინიციატივით, იანვარში (მაშინვე, როგორც კი პროკურატურამ ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყო.) და საქმის მასალებში დევს გიგას პლანშეტიდან ამოღებული ყველა საჭირო ინფორმაცია.აუცილებლად უნდა დავძინო, რომ 14 ოქტომბერს, ნია იმნაძის ტელეფონში წაშლილი იყო იმნაძის მიერ გიგა ავალიანისთვის მიწერილი რამდენიმე მესიჯი.ანუ, პირველივე დაკითხვისას უკვე წაშლილი ჰქონდა თავისი მინაწერების ნაწილი და თუ არაფერი იცოდა, თავდასხმის შესახებ, რატომ წაშალა მესიჯები, მაშინ როცა უთხრეს, რომ 115-ე მუხლით, ანუ თვითმკვლელობის მიმართულებით ხდებოდა გამოძიება??მე მივიტანე პოლიციაში სრულყოფილი მიმოწერა და სოციალურ ქსელშიც, გიგას გარდაცვალების ღამესვე ავტვირთე სრულყოფილი მიმოწერა.გიგა ავალიანმა იცხოვრა უხინჯოდ, რაც წარმოუდგენელია სახედაკარგული გიორგი ლეკიშვილისთვის. თუმცაღა გიგა ავალიანი სულ რომ მანიაკი ყოფილიყო, ამ საქმეში იურიდიული ძალა არ აქვს გიგას "დანაშაულებებს".წესით, ესეც უნდა იცოდეს ადვოკატმა.უბრალოდ, ლეკიშვილი იმნაძე-ნავროზაშვილებს აშტერებს.გიგას ტელეფონი არ გაიხსნას გარდა, ლეკიშვილს სათქმელი აღარაფერი დარჩა.მკვლელობის ფიგურანტებიდან გიგას იცნობდა მხოლოდ იმნაძე და მალანია!და თუ ე.წ. სამხილების სახით მაინც აინტერესებთ მკვლელობის ფიგურანტების: ნია იმნაძის, გიორგი მალანიას, ანასტასია ბერუაშვილის, ანი ნასყიდაშვილის, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის, დემეტრე კასრაძის ან დემეტრე ჩიქოვანის გიგა ავალიანთან მიმოწერა, აქვთ ყველას ტელეფონი!რატომ გაასუფთავა ტელეფონი ყველამ????იმიტომ რომ ისინი ერთმანეთში გეგმავდნენ გიგას მკვლელობას, მკვლელობის შემდეგ კი იხილავდნენ მკვლელობის დეტალებს, ხელიდან ხელში გადაჰქონდათ გიგას მკვლელობის ვიდეო და ერთმანეთში საუბრობდნენ გარყვნილი ლექსიკონით.(ამას ადასტურებს მიმოწერის ის ნაწილი, რაც ამ არასრულწლოვნების ტელეფონებიდან აღდგა.)ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატის კომენტარზეც უნდა გავაკეთო კომენტარი.შვილმკვდარმა კაცმაც როგორ გაიწყვიტე შუბლის ძარღვი?შენი მკვდარი შვილი მკვდარია და ჩემი მოკლული შვილი დანომრილი გვამი?როცა ვერ ამთხვევ შენი დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლეს და სამართალს, გიორგი ლეკიშვილად კი არ უნდა გადაიქცე, არამედ: 1) უნდა აღიარებინო დანაშაული დამნაშავეს. 2) უთხრა, რომ სინანული ფორმალურად მაინც გამოხატოს. 3) მოუძებნო მას რაღაც ადამიანური ღირსება, თუნდაც უმნიშვნელო დოზით ჰქონდეს და წამოსწიო წინა ხაზზე. ადვოკატმა ესეც უნდა იცოდეს!ანასტასია ბერუაშვილი კი არა გაგიკვირდება და არც გაბაშვილი და რიკაძე იცნობდა გიგას, მაგრამ მოკლეს.არც ნიკოლოზ ღუნაშვილს იცნობდა მკვლელი, მაგრამ მოკლა! არც დავით ნარიმანიძეს იცნობდა მკვლელი, მაგრამ მოკლა!........დაგიძველდათ ეგ "არგუმენტი"! პ.ს. გიორგი ლეკიშვილი დღეს სასამართლო პროცესზე აღარ იცინოდა! არც ის სათვალიანი ადვოკატი, ნინო ლეკიაშვილი, ჩანდა სადმე! ვფიცავ, სრულყოფილად ვასწავლი ჭკუას!“ - დაწერა კუპატაძემ.

ბოლო სიახლეები