კვირა, ივნისი 1, 2025

დავით სონღულაშვილი – ვიმუშავეთ არაერთ ინიციატივაზე, რომელიც მიმართული იყო სხვადასხვა სექტორული საქმიანობის მოწესრიგებაზე, ეკონომიკური რეფორმების საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე

ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ისტორიულ შენობაში საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ჩემს კოლეგებთან ერთად მუშაობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციაზე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მანიჭებს და მეც მზად ვარ, მთელი ჩემი ძალა, ენერგია და გამოცდილება, ამ სფეროს განვითარებას დავუთმო, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

დავით სონღულაშვილმა მოკლედ შეაჯამა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში გაწეული ოთხი წლის სამუშაო.

„ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე ვიმუშავეთ, რომელიც მიმართული იყო როგორც სხვადასხვა სექტორული საქმიანობის მოწესრიგებაზე, ასევე ეკონომიკური რეფორმების საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე. ის კანონპროექტები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მომზადდა, განხილვები სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატში, ხელს უწყობდა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და დარგების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. კომიტეტი, მუდმივად მზად იყო დიალოგისთვის და თანამშრომლობისთვის, როგორც კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეკონომიკური სექტორის ყველა წარმომადგენელთან. ყოველთვის აქცენტირებული ვიყავით ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რასაც თან ახლდა კომიტეტის საპასუხო მოქმედებები“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს ნაყოფიერი მუშაობისთვის, კომიტეტის აპარატს – მაღალი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის.

„განსაკუთრებული მადლობა მეათე მოწვევის პარლამენტს და ბატონ შალვა პაპუაშვილს თანამშრომლობისთვის, მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის. დაბოლოს, რა თქმა უნდა ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომლებმაც გამომიცხადეს ნდობა 2016 წლიდან და მომცეს შესაძლებლობა კომპეტენციის ფარგლებში გამეკეთებინა მაქსიმუმი ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური წინსვლისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელიამ 2024/2025 წლის საკლუბო სეზონი 20 საგოლე მოქმედებით დაასრულა

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ გაუტანა და კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დამაჯერებელი სტატისტიკით დაასრულა.2024/25 წლების სეზონში ხვიჩა პსჟ-ს მხოლოდ იანვარში შეუერთდა და ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფის ეტაპიდან ჩაერთო. მან ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა – „ბრესტის“, „ასტონ ვილას“ და ფინალში მილანური გუნდის კარში. გარდა ამისა, კვარაცხელიამ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.ქართველი ფეხბურთელი პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატის, თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.საერთო ჯამში, ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მოაგროვა:„ნაპოლიში“ – 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა„პარი სენ-ჟერმენში“ ლიგა 1-ში – 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაჩემპიონთა ლიგაზე – 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა

ირაკლი ღარიბაშვილი-კვარა ჩემპიონია!  ხვიჩა, გილოცავ ისტორიულ გამარჯვებას! მთელი საქართველო შენით ამაყობს!

,,გილოცავთ! კვარა ჩემპიონია!ხვიჩა, გილოცავ ისტორიულ გამარჯვებას!მთელი საქართველო შენით ამაყობს! -წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია! – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.„გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“, - წერს იგი.5:0 - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. 

ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას და „პსჟ“-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებას ულოცავს.„ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას“, - წერს ირაკლი კობახიძე.5:0 - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ მოიგო. 

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა – ბიძინა...

„ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებას ულოცავს.ბიძინა ივანიშვილი ამ გამარჯვებას ასევე ულოცავს საქართველოს და კვარაცხელიას უსურვებს, რომ “ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო.„ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა! ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან, თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია. მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო”- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები