გიორგი ვაშაძემ მანდატის დატოვებაზე განცხადება ზეპირად კი არ უნდა გააკეთოს, მობრძანდეს, განცხადება დაწეროს და კანცელარიას ჩააბაროს. ტყუილია, რომ განცხადება დაწერა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუა აცხადებს, რომ ვაშაძე ახალგაზრდებს ატყუებს.
„ვაშაძემ ტყუილები თავის რუს მეზობლებს მოუყვეს, ვისაც ბინა მიაქირავა. განცხადება დაწეროს, ან თავად მოიტანოს, ან ვინმეს კანცელარიაში გამოატანოს. პარლამენტში არ შემოვუშვებ, პირადად მე დავხვდები და ვეტყვი, რომ უპრინციპო და უსირცხვილო ადამიანია. ვაშაძე იყო, ვინც ამბობდა, ლეგიტიმაციას არ მივცემთ და დავანგრევთო. ეს სხვის პარტიას შეკედლებული კაცი. ოგბუნუჯუ რომ აჯობებს, რანაირი ოპოზიციის ლიდერია?!“ – განაცხადა ზარქუამ.