ნიკა გვარამიამ აქციებზე თავი დაგვამახსოვრა კარავში ჩიფსების ჭამით. ვნახეთ, ეს ადამიანები საკუთარ მხარდამჭერებს როგორ ატყუებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ფარისეველი და მატყუარა ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის
„ამ ადამიანებმა საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა ქვეყნის ღალატით დაიწყეს და საკუთარი მცირერიცხოვანი მხარდამჭერების ღალატით დაასრულეს. ალბათ ეს ასე ხდება, როცა ცხოვრების წესად დეზინფორმაციას, უსამშობლობას და სიცრუეს აქცევ. ნიკა გვარამიამ აქციებზე თავი დაგვამახსოვრა კარავში ჩიფსების ჭამით. ვნახეთ, ეს ადამიანები საკუთარ მხარდამჭერებს როგორ ატყუებენ. რასაკვირველია, ფარისეველი და მატყუარა ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.