სამშაბათი, ივნისი 23, 2026

20-მა ევროპარლამენტარმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს

ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის სახელით დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომლის ავტორიცაა 20 ევროპარლამენტარი, მათ შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, ანტონიო ლოპეს-ისტურის ვაითი, მიხაელ გალერი, ანდრჟეი ჰალიჩკი, დევიდ მაკალისტერი და სხვა ევროპელი კანონმდებლები.

20 ევროპარლამენტარი საკუთარი რეზოლუციის პროექტით კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარულ საფუძველზე, საზღვარგარეთ მკურნალობის  მიზნით.

როგორც რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.

„რეზოლუციის პროექტის ავტორები მტკიცედ იმეორებენ თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარულ საფუძველზე, საზღვარგარეთ მკურნალობის  მიზნით. დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს სრული პასუხისმგებლობა მისთვის მიყენებული  ნებისმიერი ზიანისთვის“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ამასთან, „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის სახელით დარეგისტრირებულ რეზოლუციის პროექტში საუბარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

„აღნიშნული პროექტი მკაცრად გმობს 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ მრავალრიცხოვან და სერიოზულ საარჩევნო დარღვევას, მათ შორის დაშინების, ხმების მანიპულირების, ბიულეტენების ჩაყრის, არჩევნების დამკვირვებლებსა და მედიაში ჩარევის დოკუმენტურ შემთხვევებს და მანიპულირებას ელექტრონული ხმის მიცემის აპარატებთან დაკავშირებით, რომელიც იძლეოდა მრავალჯერადი ხმის მიცემის უფლებას პირადობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტით; მიიჩნევს, რომ ფართომასშტაბიანი საარჩევნო გაყალბება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის სამართლიანობას, შედეგების ლეგიტიმურობას, საზოგადოების ნდობას ნებისმიერი ახალი ხელისუფლების მიმართ და არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების საიმედო წარმომადგენლობას. ამასთან, დოკუმენტი მხარს უჭერს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების მოწოდებას საარჩევნო მანიპულირების, ამომრჩეველთა დაშინებისა და სისტემური დარღვევების ბრალდებებზე, რომლებსაც, როგორც იტყობინებიან, ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გახადოს ხმის მიცემის ოქმები ხელმისაწვდომი და საჯარო, რათა დაუშვას ამომრჩევლების გადამოწმება“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

რეზოლუციის პროექტი მიესალმება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გადაწყვეტილებას საქართველოში ტექნიკური მისიის გაგზავნის შესახებ.

„მოუწოდებს მას და კომისიას ჩამოაყალიბონ მისიის ფართო მანდატი, რომელიც სცილდება ეუთო-ს არჩევნებზე სადამკვირვებლო ჩარჩოსა და მეთოდოლოგიის შეზღუდვებს, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის არჩევნებზე დაკვირვების მეთოდოლოგიისგან, რადგან ეუთო-ს მეთოდოლოგიას ყოველთვის არ შეუძლია, ადეკვატურად აღბეჭდოს ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში არჩევნების დღემდე, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც არის საჯარო მოხელეებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა დაშინებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების ხელის შეშლის კარგად დამკვიდრებული სისტემა; სჯერა, რომ ასეთი ფართო მისიის მანდატი შესაძლებელს გახდის, შეაფასოს საარჩევნო ჩარჩოს მანიპულირება და სხვა გრძელვადიანი მოსამზადებელი ღონისძიებები, რომლებიც შესაძლებელს ხდის ხმის მოპარვას, ხმების მოსყიდვას, ამომრჩეველთა დაშინებას და საარჩევნო დარღვევებს, ამავდროულად, მამხილებელთა, მოწმეთა, მკვლევართა და ჟურნალისტთა ანონიმურობისა და დაცვის გარანტიას იძლევა იძულებისა და დაშინების ამჟამინდელ ადგილობრივ კლიმატში; მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ევროკავშირის მისიასთან და მიაჩნია, რომ თანამშრომლობის სურვილის არქონა კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს არჩევნების ლეგიტიმურობას“, – ნათქვამია პროექტში.

20 ევროპარლამენტარის რეზოლუციის პროექტში საუბარია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის როლზეც.

„აღიარებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცედ დაგმობას და მის გადაწყვეტილებას, არ აღიაროს შედეგები; თვლის, რომ, როდესაც ხმების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვნად შელახულია დარღვევების მასშტაბით, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები; შესაბამისად, უარყოფს საპარლამენტო არჩევნების აღიარებას და მოუწოდებს მათ ხელახლა ჩატარებას, პროცესის წარმართვას დამოუკიდებელი ეროვნული საარჩევნო ორგანოს მიერ, მკაცრი საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ, რათა უზრუნველყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო, რაც გამწვავდა გენდერული კვოტების გაუქმებით. პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებისკენ მოუწოდებს. მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე; იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორების მიმართ, დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო და გაყინონ მისი მთელი ქონება ევროკავშირში“, – ნათქვამია პროექტში.

რეზოლუციის პროექტი ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებისთვის და მოუწოდებს კომისიას და საბჭოს გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ არ არის დაცული.

„ხაზს უსვამს, რომ უვიზო მიმოსვლას განსაკუთრებით აფასებენ საქართველოს ახალგაზრდობა და რომ მისი გაგრძელება დამოკიდებულია ევროკავშირის ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულებაზე; მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც მონაწილეობს საარჩევნო დარღვევებში. აღნიშნულ პროექტში ხაზგასმულია, რომ ახალი ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღების შედეგად, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა ასევე გაყინა საქართველოსთვის თანხების გამოყოფა. როგორც რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის  გაგრძელება არა მხოლოდ სამწუხარო მოვლენაა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოდესღაც ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი იყო, არამედ უნდა შეიცვალოს, რათა ქვეყნის ურთიერთობები ევროკავშირთან დაუბრუნდეს გზას. ასევე, გამოთქმულია წუხილი, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო მიუთითებს მმართველი პარტიის ავტორიტარულ ცვლილებაზე და ღალატობს ქართველი ხალხის პროევროპულ მისწრაფებებს“, – ნათქვამია დოკუმენტში“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ასევე, დოკუმენტის ავტორები იხსენებენ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის 14 და 15 დეკემბრის სამიტზე იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის მიხედვით.

„ხაზს უსვამენ, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები აშკარად ეწინააღმდეგება ამ ამბიციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფაქტობრივი  შეჩერების შესახებ იყო სწორი. პროექტი ხაზს უსვამს, რომ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პოლიტიკა შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან. რეზოლუციის პროექტი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების და მათი სურვილის მიმართ, იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ავტორები მოუწოდებენ ევროკომისიას, გამოიყენოს გაყინული 120 მილიონი ევრო, რომელიც თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად იყო გათვალისწინებული, რათა გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა  საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომლებიც მზარდი ზეწოლის ქვეშ არიან მმართველი პოლიტიკური პარტიისა და ხელისუფლების მხრიდან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუციების პროექტებზე კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში 28 ნოემბერს არის ჩანიშნული.

დღესვე ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, იმუშაონ კონსტრუქციულად და დაძლიონ პოლარიზაცია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რომის პაპი: მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს „კვებავენ“

მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს „კვებავენ“, – ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV-მ რომში გაერო-ს მსოფლიო სურსათის პროგრამისადმი (WFP) მიმართვისას განაცხადა.მისივე თქმით, ლიდერების გლობალური პრიორიტეტები ძალიან დამახინჯებულია.კათოლიკური სამყაროს წინამძღოლმა მთავრობებს მოუწოდა, გაზარდონ ხარჯები შიმშილობასთან საბრძოლველად და არ შეზღუდონ სასურსათო პროგრამები.მისივე თქმით, ქვეყნები „სულ უფრო მეტად ანაწილებენ თავიანთ რესურსებს ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდისა და შიდა სტაბილურობისკენ, ამავდროულად კი, მათ საერთაშორისო საჭიროებები ავიწყდებათ.„ნამდვილი თანამშრომლობის შენარჩუნების უნარის მქონე საერთო ეთიკური ჰორიზონტის არარსებობის გამო საერთაშორისო სისტემა მრავალმხრივობიდან გადავიდა არეულ და კონფლიქტებით სავსე მრავალპოლარიზმზე, სადაც უნდობლობის გრძნობა ჭარბობს. შესაბამისად, სახელმწიფოები სულ უფრო მეტად ანაწილებენ თავიანთ რესურსებს ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდისა და შიდა სტაბილურობისკენ. ასევე მნიშვნელოვანია, წინააღმდეგობა გავუწიოთ ადამიანის ძირითადი საჭიროებების კომერციალიზაციას. საკვები, წყალი და ჯანდაცვა, არ შეიძლება, დაექვემდებაროს საბაზრო მოსაზრებებს ან გეოპოლიტიკურ ინტერესებს. საკვებზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თითოეული ადამიანის ღირსებაზეა დაფუძნებული. ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება არა მხოლოდ ტანჯვას ამსუბუქებს, არამედ გეოპოლიტიკური არასტაბილურობის გამომწვევ მიზეზებსაც აგვარებს. მართლაც, სურსათის უვნებლობა გლობალური და ინტეგრალური უსაფრთხოების აუცილებელი კომპონენტია“, – განაცხადა მან.

სააკაშვილი: რეჟიმის მოშორება შეიძლება შიდა თუხთუხით, ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს, როგორ უნდა გაიმარჯვოს, როცა თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს

როგორ უნდა გაიმარჯვოს ისეთმა ოპოზიციამ, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.სააკაშვილის თქმით, დღევანდელი ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს. ამ კონფიგურაციის ოპოზიცია დიქტატურას ვერ დაამარცხებს.„შიდა თუხთუხით შეიძლება ივანიშვილის რეჟიმის მოშორება. არის თუ არა საზოგადოებრივი თუხთუხი საკმარის დონეზე – ეს არის თუხთუხი სიღარიბეზე, კორუფციაზე. ჩვენ ამ თუხთუხს საკმარისად ვერ ვგრძნობთ. დღევანდელი ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს. ამ კონფიგურაციის ოპოზიცია დიქტატურას ვერ დაამარცხებს. როგორ უნდა გაიმარჯვოს ისეთმა ოპოზიციამ, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს?„ლელო“ ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია. თავიდანვე შედგა ძმები გილაურების ბიზნესპროექტი. ამის გარდა, არსებობს რამდენიმე მცირე ბიზნესპროექტიც, რომელთა ინვესტორები დიქტატურასთან სავაჭროდ იყენებენ და გამარჯვებაზე არ არიან ორიენტირებულები. ნაციონალები ქართული, წარმატებული სახელმწიფოს იდეის მატარებლები არიან, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ კომუნიკაციის პრობლემაა. ასე ჩვენ ფონს ვერ გავალთ – ეს მარცხის პირდაპირი რეცეპტია.ამბობენ, გადაწყვეტილებები დახურულ წრეში მიიღება, მიშა იზოლაციაშიაო. მათ შორის ეს ჩემი მეგობრებისგან მოვისმინე. ლიდერი იმის ლიდერია, რომ მის აზრს მნიშვნელობა აქვს. მე არავინ მომიხსნია, არავინ დამინიშნავს – უბრალოდ აზრი გამოვთქვი, რომელსაც შეიძლება გაიზიაროთ ან არ გაიზიაროთ. ივანიშვილი დგას ფულსა და ძალადობაზე. აბა მითხარით, მე რომელიმესგან თანხა ამიღია ან ვინმეზე მიძალადია? თუ ლიდერი არ ხარ, შენს აზრს არავინ გაითვალისწინებს. პარტიულ თანამდებობებზე კამათი სრული მარაზმია.ხუთი ბერკეტია რეჟიმის დასამარცხებლად – ქუჩის ფრონტი, ანტიპროპაგანდისტული ფრონტი, ანტიკორუფციული ფრონტი, საგარეო ფრონტი, ტექნოლოგიური ფრონტი. ახალი ტექნოლოგიებით უნდა ავაყირაოთ ისინი. ნიკა გვარამიას აზრს 4 ოქტომბერზე ვერ გავიზიარებ 4 ოქტომბერი არ იყო გონებადაბინდვა, 200 000 ადამიანის გაბრძოლება იყო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს მიმართავს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ კვირას წლიურ ანგარიშებს განიხილავს.23 ივნისს, პლენარულ სხდომაზე დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშს, 24 ივნისს – გენერალური პროკურორის ანგარიშს, 25 ივნისს კი გენერალური აუდიტორის ანგარიშს მოისმენენ.ამასთან, მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტის წევრები კანონპროექტებს განიხილავენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს აირჩევენ.ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

კირ სტარმერი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მან მოსახლეობას პრემიერის რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე მიმართა და აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოსტსაც ტოვებს.მოსალოდნელია, რომ პრემიერის პოსტზე სტარმერს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ენდი ბერნემი ჩაანაცვლებს.ცნობების სტარმერის გადადგომის შესახებ გუშინ მედიაში გავრცელდა, შემდეგ კი ისინი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.

საქართველოში 3 929 000 ადამიანი ცხოვრობს – საქსტატი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 929 000-ს შეადგენს, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, 5.8%-ით მეტია. მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები საქსტატმა დღეს წარადგინა.აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

ბოლო სიახლეები