სამშაბათი, მაისი 5, 2026

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინას შეუძლია, ფრანგული შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენოს

უკრაინას შეუძლია, ფრანგული შორ დისტანციაზე მოქმედი SCALP-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“პრინციპი ჩამოყალიბდა. ჩვენი გზავნილები პრეზიდენტ ზელენსკისადმი კარგად იქნა მიღებული,” – თქვა დიპლომატმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “არ არსებობს “წითელი ხაზები” უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.”

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საფრანგეთმა ჯარები შესაძლოა გაგზავნოს საომარი მოქმედებების ზონაში, როგორც მანამდე მიანიშნა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ბარომ თქვა, “ჩვენ არ გამოვრიცხავთ რომელიმე ვარიანტს.”

“ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია. ყოველ ჯერზე, როცა რუსული არმია ერთი კვადრატული კილომეტრით წინ მიიწევს, საფრთხე ერთი კვადრატული კილომეტრით უახლოვდება ევროპას,” – ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ინტერვიუს დროს ჟან-ნოელ ბარომ ასევე მიუთითა პარიზის მზადყოფნაზე, მოიწვიოს უკრაინა ნატოში, როგორც ამას ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვდა.

“ჩვენ მზად ვართ, გავაგზავნოთ მოწვევა და ამიტომ, მეგობრებთან და მოკავშირეებთან, ისევე როგორც უკრაინის მეგობრებთან და მოკავშირეებთან დისკუსიების დროს ვმუშაობთ, რათა ისინი ჩვენს პოზიციებს დაუახლოვდნენ,” – განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.

ბარომ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია დასავლეთის ქვეყნებმა მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები: “რა თქმა უნდა, მეტის დახარჯვა მოგვიწევს, თუ მეტის გაკეთება გვსურს და ვფიქრობ, ამ ახალ გამოწვევებს უნდა გავუმკლავდეთ.”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ვინმე თუ დაშორდა ევროპას, ეს თავად ევროპული ბიუროკრატიაა, როდესაც თავს ესხმი მედიის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ დაშორება

მივულოცავ სომხეთს, ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა გუშინ იყო EPC-ის, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვინმე თუ დაშორდა ევროპას, ეს არის თავად ევროპული ბიუროკრატია.„როდესაც თავს ესხმი მედიის თავისუფლებას, როდესაც თავს ესხმი ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ დაშორება. რაც შეეხება EPC-ის ჩატარებას სომხეთში, ამაზე არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ, ერთადერთი მივულოცავ სომხეთს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი იყო გუშინ ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეცნიერ-გამომგონებელი  და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე გარდაიცვალა

ქართველი ავიაციის ინჟინერი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების პროფესორი. მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე გარდაიცვალა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გააძევეს თურქმენეთის, ინდოეთის, თურქეთის, ერაყის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უზბეკეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, იორდანიის, კენიის, სუდანის, ბელორუსის, უგანდის, ნეპალის, პაკისტანის, ფილიპინების, ყირგიზეთის, ზიმბაბვეს, ლიბანის და სხვა სახელმწიფოების, ჯამში, 101 მოქალაქე.„აღსანიშნავია, რომ, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითქმის იმავე რაოდენობის უცხოელი არალეგალის გაძევება განახორციელეს ქვეყნიდან, რაც გასული წლის მანძილზე ჯამურად. შეგახსენებთ, რომ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად  2025 წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯამში, უცხო ქვეყნის 1 311 მოქალაქე გააძევეს საქართველოდან.მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყება – ვგმობთ ირანის მზაკვრულ თავდასხმებს, ეს წარმოადგენს საშიშ ესკალაციას, ვიტოვებთ სრულ და ლეგიტიმურ უფლებას, ვუპასუხოთ

არაბთა გაერთიანებული საამიროები გმობს ირანის განახლებულ მზაკვრულ თავდასხმებს, ეს თავდასხმები წარმოადგენს საშიშ ესკალაციას, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანი სამოქალაქო ობიექტებს დაესხა თავს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანს იერიშების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ისინი იტოვებენ „სრულ და ლეგიტიმურ უფლებას“, რომ უპასუხონ.ცნობისთვის, დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფუჯაირას პორტში ირანული დრონით თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ფუჯაირა ქვეყნის უმსხვილესი პორტი და ნავთობსაცავია.

დონალდ ტრამპი – ირანი თუ თავს დაესხმება აშშ-ის გემებს, მათ დედამიწიდან გავაქრობ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი აშშ-ის გემებს თავს დაესხმება, მათ „დედამიწიდან გააქრობს“.როგორც ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, მისი აზრით, ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ბევრად უფრო მოქნილი“ გახდა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების გაძლიერება გრძელდება.„ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი და ბევრად მაღალი კლასის იარაღი და საბრძოლო მასალა, ვიდრე ადრე გვქონდა. ჩვენ საუკეთესო აღჭურვილობა გვაქვს. გვაქვს ბაზები ყველგან და ისინი სავსეა ტექნიკით. ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის გამოყენება და გამოვიყენებთ კიდეც, თუ ეს საჭირო გახდება“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები