კვირა, ნოემბერი 24, 2024

დეკანოზი შალვა კეკელია გვარამიაზე: დღეს იმ პოლიტიკოსს ქართველი კაცი მხარს უჭერს, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს, თავში ტყვია ასროლინა – ადამიანმა საკუთარ შვილს ენა არ ასწავლა და ამაყობს ამით

ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ. დღეს იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს, იმ ტელევიზიას ვინც მართავდა, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს და თავში ტყვია ასროლინა და გაგვიშარჟეს ღვთისმშობელი. ადამიანმა საკუთარ შვილს ენა არ ასწავლა და ამაყობს ამით, –  ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ, განაცხადა.

დეკანოზის თქმით, ვერავინ დააჯერებს, რომ ადამიანს, რომელმაც საკუთარ შვილს ქართული ენა არ ასწავლა, საქართველო და ქართველი ერი უყვარს.  მისივე განცხადებით, დღეს ეს ადამიანები გვევლინებიან ქვეყნის და ერის დამცველებად. “ვიდეო მანახეს, რომ მისმა შვილმა ქართული ენა არ იცის და ამით ამაყობს – დედაც ქართველი ჰყავს, მამაც ქართველი ჰყავს და საქართველოზე გვესაუბრება, ქართველობაზე საუბრობს. შვილებმა ენა არ იციან. ადამიანს როგორ უნდა გძულდეს შენი ერი და შენი ქვეყანა, რომ შენს შვილს შენი ენა არ ასწავლო. ფერეიდანში გადასახლებულმა ქართველებმა, 400 წელი ენა შეინარჩუნეს, იცით რა დევნაში და რა წამებაში? ყველა ემიგრანტზე ვლაპარაკობ, შემირცხვენია ყველა ქართველი, ვინც საკუთარ შვილს ენას არ ასწავლის. შენ ღმერთს შენს ენაზე უნდა ესაუბრო. ამ ენის გამო, იცით რამდენი სისხლი დაიღვარა?

მე ვერ დამაჯერებთ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, იმას სამშობლო უყვარს. იმ შენმა შვილმა რა ენაზე უნდა მოისმინოს წირვა, ღვთისმსახურება რა ენაზე უნდა მოისმინოს? და დღეს, ეს ადამიანები არიან ქვეყნის და ერის დამცველები – ადამიანმა საკუთარ შვილს ენა არ ასწავლა, შენს ქვეყანას, შენს შვილებს მიხედავს და მოუვლის ის? საკუთარ შვილზე არ უნდა ენის სწავლება, ანუ, მისთვის ეს ენა არაფერს ნიშნავს. არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა. საჭიროებაა შენთვის ეს ქვეყანა და გამოსაყენებელია ეს ქვეყანა. მინდა, ამაზე დაფიქრდეთ ყველანი, ეს სარწმუნოება, ღირებულებები, ფასეულობები – ქრისტიანულ ფასეულობებზე დგას ეს ქვეყანა. ევროპა იმიტომაა კარგი, რომ ქრისტიანულ ფასეულობებზე იდგა, მაგიტომ გვინდოდა სულ ევროპა, მაგიტომ გავრბოდით.” –  განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეა წულუკიანი: სცენარი არის ერთი და იგივე – როდესაც ხელისუფლებაში მოსასვლელად ოპოზიციას ხალხი არ ირჩევს, ისინი დახმარებას ქვეყნის გარეთ ეძებენ

სცენარი არის ერთი და იგივე. როდესაც ოპოზიციას განურჩევლად იმისა, რა ერქვა წარსულში, რა ჰქვია დღეს და როგორი კონფიგურაციით არის, არ ირჩევს ხელისუფლებაში მოსასვლელად ხალხი, ისინი დახმარებას ეძებენ ქვეყნის გარეთ იმ კონკრეტულ ძალებში, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილნი ქართველი ხალხის და მათი სამშობლოს მიმართ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“. „მიზანი არის ის, რომ როგორმე ხელისუფლებას ჩამოაშორონ ძალა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც გაბედა და პირველმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაძლო ხელისუფლებაში საკმაოდ დიდხანს და ხმამაღლა თქვა, რომ საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. თუკი ორგანიზაციას ავიღებთ ევროკავშირის სახით და არა რომელიმე კონკრეტულ ევროპულ ქვეყანას, მას აქვს ძალიან ღრმა კრიზისი, პოლიტიკური და მორალურიც. მორალური იმდენად, რამდენადაც მე და ჩემნაირ ევროპაში სკოლა და უნივერსიტეტ დამთავრებულ ადამიანებს გვგონია, რომ ეს ის ევროკავშირი არ არის, რისკენაც დამფუძნებელი მამები მიისწრაფოდნენ თავის დროზე, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დიდი იდეალების და იმედების გარშემო გააერთიანეს საკუთარი ძალები. თუ ავიღებთ წამყვან ქვეყნებს, იმ წევრ სახელმწიფოებს, რომელთა გარეშეც არ არსებობს ევროკავშირი, ამ ქვეყნებშიც ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისის თვალსაჩინო ნიშნები არის უკვე სახეზე. როდესაც მე ვესაუბრები ჩემს ყოფილ ჯგუფელებს, რომლებიც დასავლეთ ევროპული ქვეყნების მაღალჩინოსნები არიან დღეს და ვუხსნი, რომ მათი ქვეყნის წარმომადგენელი ესა თუ ის ელჩი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, ისინი ამბობენ, რატომ აქცევთ ყურადღებას ამ კონკრეტულ ადამიანს, რადგან მას საერთოდ არა აქვს ჩვენთან კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტში დიდი წონა და ავტორიტეტი. სალომე ზურაბიშვილის პრობლემა კიდევ უფრო სერიოზულია, ვიდრე იმ ოპოზიციის, რომელიც ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და ბრაზდება, რომ დამარცხდა. ისინი რეალურად „ქართულ ოცნებაზე“ კი არ ბრაზობენ, ისინი ბრაზობენ საკუთარ ხალხზე. ხალხს არავინ არ უნდა უბრაზდებოდეს, რადგან ხალხი თავისუფალია თავის არჩევანში. სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში უფრო მძიმეა, ვინაიდან ის გაზრდილია ნოსტალგიაში, იმ იდეით, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაბრუნდება და გადაარჩენს საქართველოს. ის ნამდვილად დაბრუნდა და საქართველოს გადარჩენის ნაცვლად მოუტანა ძალიან ბევრი პრობლემა. ეს არის პრეზიდენტი, რომელმაც თავისი წარმოშობის ქვეყნისთვის სიკეთის მოტანის ნაცვლად გაუკეთა ძალიან დიდი და ბევრი ბოროტება. მე იმედი მაქვს მან იცის, რომ ის ვერ შევა უახლესი ქართული პოლიტიკის ისტორიაში, როგორც დადებითი ფიგურა და სამწუხაროა ისიც მისთვის, რომ თავის დროზე სასურველ ქვეყანას დატოვებს როგორც დამარცხებული, რომლის შესახებაც ჩვენ გვემახსოვრება მხოლოდ ის, რომ მან თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მობილიზაცია გაუკეთა უცხოურ ძალებს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველომ ფინეთს 81:64 სძლია (ვიდეო)

თბილისი არენაზე დასრულდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრა კალათბურთში საქართველოს და ფინეთს შორის. ქართველმა კალათბურთელებმა ფინელებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაშიც სძლიეს და ფინალის საგზურის მოპოვებას დანიელებთან შეხვედრის მოგება აშორებთ. საქართველო ფინეთი 81:64 (17:21, 21:19, 17:13, 26:11)

„ბორჯღალოსნებმა” ტესტმატჩში ტონგა 22:7 დაამარცხეს

თბილისში, „მიხეილ მესხზე", „ბორჯღალოსნებმა" ტონგასთან ტესტმატჩი გამართეს. საქართველოს და ტონგას ნაკრები გუნდების ტესტმატჩის პირველი ნახევარი რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით, 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის პირველივე წუთზე ალექსანდრე თოდუას ლელოთი და ლუკა მატკავას გარდასახვით „ბორჯღალოსნები" 7:0 დაწინაურდნენ. 61-ე წუთზე „ბორჯღალოსნებმა" ტექნიკური ლელოთი გაზარდეს ანგარიში, 68-ე წუთზე კი ლუკა მატკავამ ზუსტად დაარტყა საჯარიმო და ანგარიში 14:0 გახდა. 72-ე წუთზე აკაკის ტაბუცაძის ლამაზი ლელოს (მის 41-ე ლელო ნაკრებში) შემდეგ ანგარიში 22:0 გახდა. შეხვედრის გაწითლებულ დროში ტონგამ ლელო-გარდასახვით მშრალი ანგარიშით დამარცხებას დააღწია თავი რეიტინგში ქულებით ტონგაზე ბევრად წინ ყოფნის გამო, საქართველოს პოზიცია უცვლელი დარჩა.  

ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში – ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებს, რომ ხვალ, საპროტესტო აქციით, მე-11 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებას ხელს შეუშლიან. მისი თქმით, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ისინი ხელს შეუშლიან ქვეყნის გადარჩენასა და სამშვიდობოზე გაყვანას. „ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში - ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას, ხელს შეუშლიან იმ პროგრამის რეალიზაციას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას, უმრავლესობასა თუ ოპოზიციის მხარდამჭერებს წარვუდგინეთ სულ ახლახან და რაც გულისხმობს ქვეყნის გადარჩენას, სამშვიდობოზე გაყვანას, ამას შეუშლიან ხელს და უკვე აღარც მალავენ“, - აცხადებს ვოლსკი.

ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა – პატარა სანის ნათლიები ბერა და გიორგი ამილახვარი არიან – ფოტოები

„ქართული ოცნების” დეპუტატმა და ცნობილმა კალათბურთელმა, ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა. ნათლობის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, მაია ბიწაძე ავრცელებს. როგორც ნათლობის კადრებში ჩანს პატარა სანი „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მონათლეს.

ბოლო სიახლეები