ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

შსს – დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვაფრთხილებთ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს

24 ნოემბრიდან რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა. დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, კანონით აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად, დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე, 24 ნოემბრიდან რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა. მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შეკრების მიზანს წარმოადგენს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლა, რომელიც შესაძლოა, განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდით. დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, იმისათვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირება.

გარდა ამისა, კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად, დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ ქმედება ჯგუფურადაა ჩადენილი – ჯგუფის წევრების მიმართ თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით. ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებით დადგინდა სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, რომელთა შორის არის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები. შესაბამისად, დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პარაძიუდო – რევაზ ჩიკოიძე თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაძიუდოში, ფინალურ ბლოკში რევაზ ჩიკოიძემ (J1,-95კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ზვიად გოგოჭური კი ვერცხლის პრიზიორი გახდა.გოგოჭურმა ტრავმის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა ფინალურ შეხვედრაში, რომელშიც ის ჩიკოიძეს უნდა შეხვედროდა.ტურნირში 27 ქვეყნის 187 პარაათლეტი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ტურნირის პირველ დღეს ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საბა ბაღდავაძემ (J1, -81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ზურაბ ზურაბიანი (J2, -70 კგ), გიორგი გამჯაშვილი (J1, -70 კგ) და ლევან გუგავა (J2, -81 კგ).

ანტონიუ კოშტა – 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს კი ყირიმში შეჭრის შემდეგაც ევროპა შეეცადა, გაეგრძელებინა მოლაპარაკებები რუსეთთან, 2022 წელს მივხვდით, რომ რუსეთს არ სურს...

ინვესტირება უნდა განვახორციელოთ საკუთარ უსაფრთხოებაში, თუმცა მომავალში უნდა განვიხილოთ რუსეთთან უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რადგან გეოგრაფიას ვერ შევცვლით, რუსეთი ჩვენს მეზობლად რჩება, მაგრამ გვსურს, ის იყოს მშვიდობიანი მეზობელი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ პარიზის საგარეო ურთიერთობათა სკოლაში განაცხადა.„ევროპას რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაში. წლების განმავლობაში საფრანგეთი და გერმანია აწარმოებდნენ ე.წ. მინსკის პროცესს. 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგაც, 2014 წელს ყირიმში შეჭრის შემდეგაც ევროპა შეეცადა, გაეგრძელებინა დიპლომატიური მოლაპარაკებები რუსეთთან. საბოლოოდ, 2022 წელს ჩვენ მივხვდით, რომ რუსეთს არ სურს ევროპასთან თანამშრომლობა. რუსეთს არ სურს, პატივს სცემდეს საერთაშორისო სამართალს და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას ჰქონდა ძალიან მკაფიო მიზანი – უკრაინის სრული ოკუპაცია, კიევში მთავრობის შეცვლა და საფრთხის შექმნა ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. ეს არის რეალობა. ევროპას არ აურჩევია ეს, მაგრამ ვეღარ ვიქნებით გულუბრყვილოები. ვერ ვიქნებით დამოკიდებული რუსულ გაზზე და საჭიროა, დავიცვათ თავი რუსული საფრთხისგან. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა კოშტამ.მისივე თქმით, ევროპას ვეღარ ექნება სხვა ძალების იმედი და ინვესტირება უნდა განახორციელოს საკუთარ უსაფრთხოებაში, ხოლო მომავალში უნდა განიხილოს რუსეთთან უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა.„მოულოდნელი აღმოჩენა იყო მრავალი ჩვენგანისთვის, ვფიქრობ, დაახლოებით ერთი თაობის ვართ. ჩემთვის ძალიან, ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო დღევანდელი რეალობა და დროს ვეღარ დავკარგავთ. ახლა ვიცით, რომ ვეღარ გვექნება მსოფლიოს სხვა ძალების იმედი, რომელთაგან ზოგიერთი ჩვენი ტრადიციული მოკავშირეა. ამიტომ ჩვენ ინვესტირება უნდა განვახორციელოთ საკუთარ თავში, ჩვენს უსაფრთხოებაში. თუმცა მომავალში, რა თქმა უნდა, უნდა განვიხილოთ რუსეთთან უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპისთვის, რადგან გეოგრაფიას ვერ შევცვლით და რუსეთი ჩვენს მეზობლად რჩება, მაგრამ გვსურს, რომ ის იყოს მშვიდობიანი მეზობელი“, – დასძინა კოშტამ.

„როიტერი“ – ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებს, შესაძლოა, თურქეთმა ან პაკისტანმა უმასპინძლოს

ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებს, შესაძლოა, თურქეთმა ან პაკისტანმა უმასპინძლოს. ამის შესახებ „როიტერს“ ირანელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით განუცხადა.მისივე თქმით, თეირანს ვაშინგტონის წინადადებები პაკისტანის შუამავლობით გადასცეს, თუმცა წყარო ამ წინადადებების შინაარსს არ ასაჯაროებს, ასევე არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა იმავე 15-პუნქტიან დოკუმენტზე, რომელზეც მედია მანამდე წერდა.ამასთან, პაკისტანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ პაკისტანი ელოდება ირანის პასუხს აშშ-ის შეთავაზებებზე, რომელიც ისლამაბადის საშუალებით თეირანს გადასცეს. ასევე არ არის დადასტურებული შეხვედრის თარიღი ან ადგილი.

ირაკლი ჩიქოვანი – ილია მეორის შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში

დღეს განსაკუთრებული პატივით აღვნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, თარიღს, რომელმაც ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საფუძვლად დაედო ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობას, ეროვნული იდენტობის განმტკიცებასა და საზოგადოების ერთიანობას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ქართველი ერის სულიერი გამარჯვების ამ დიდ გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი.„მისი სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში. ჩვენი პატრიარქის ფასდაუდებელი მემკვიდრეობა გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას – ერთიანობით, რწმენითა და ღირსებით ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაზე. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მარად დარჩება ჩვენი ერის სულიერ საყრდენად და გზამკვლევად“, – აღნიშნავს ირაკლი ჩიქოვანი.

“და, აი, გადამოწმებული და დამოწმებული ინფორმაცია სანდო წყაროსგან, რომელსაც არ დავასახელებ” – რას წერს ია ფარულავა თამარ ბაგრატიონის გამოსვლის შესახებ

და, აი, გადამოწმებული და დამოწმებული ინფორმაცია სანდო წყაროსგან, რომელსაც არ დავასახელებ.რა სწორად მიხვდი, ია, რომ რაღაც მოხდა, კი.საერთოდ არ უნდა ყოფილიყო თამარის გამოსვლა გუშინ, გვითხრეს, რომ დღეს არ გამოვიდოდა და, პირველივე სესიის დასრულებისთანავე, მოულოდნელად, საქართველო გამოაცხადეს, ტექსტი სადღაც გვერდზე ედო საერთოდ.რა თქმა უნდა, ისე ინერვიულა, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავდი თავიდანო, ზეპირად ამბობდა, ნუ, მოსალოდნელი იყო, გამოცდილი სპიკერები იბნევიან ასეთ დროს და პირველად გამოვიდა ქალი სიტყვით.აქ ძალიან პოზიტიურად მიიღეს, ერთ-ერთი ყველაზე შინაარსიანი გამოსვლა ჰქონდა, მერე საუბრებშიც აღნიშნავდნენ. არავის არ უკვირს აქ ასეთი შეცდომები..." - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ია ფარულავა და გუშინ გლობალურ სამიტზე "ერთად უკეთესი მომავლისთვის" თამარ ბაგრატიონის გამოსვლას ეხმაურება

ბოლო სიახლეები