ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026

მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანების დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ რომის კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგის 303 წელს თავი მოჰკვეთეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სამი წლის გოგონა უმძიმეს მდგომარეობაში იპოვეს – დაკავებულია დედა, რომელიც შვილს დაბადებიდან უჯრაში მალავდა ( უცხოეთი)

ინგლისში  დააკავეს ქალი, რომელიც ქალიშვილს დაბადებიდან დივნის უჯრაში მალავდა.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 3 წლის გოგონა უჯრაში  2023 წელს დედის მეგობარმა იპოვა. ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იყო.  ის ჰაერზე არასდროს ყოფილა და არც მზის შუქი ჰქონდა ნანახი. არასრულწლოვანი ვერ საუბრობდა და სიარულიც ძალიან უჭირდა.როგორც უცხოური მედია იუწყება, ბავშვის გაჩენის შესახებ ბრიტანელმა ქალმა არავის შეატყობინა. მან ის სახლის აბაზანაში გააჩინა და დივნის უჯრაში დამალა, სადაც თეთრეულს ინახავდა. პერიოდულად ის მოდიოდა ბავშვთან, აჭმევდა და საფენებს უცვლიდა. როდესაც სახლიდან გადიოდა პატარას მარტო ტოვებდა. იყო შემთხვევები, როდესაც გოგონა მარტო მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდა.ბავშვის დედას  7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გოგონა ახლა აღმზრდელებთან იმყოფება.  სოციალური მუშაკის თქმით, შოკირებული იყო, როდესაც დედის ასეთი გულგრილობის შესახებ შეიტყო.   როგორც ექიმები ამბობენ, სამი წლის გოგონა ათი თვის ბავშვის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი მიიჩნევს, რომ რუმინეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის კოორდინირებული ჩარევის კვალი არ დასტურდება

ევროკომისიამ ყველაზე აგრესიული ცენზურის ზომები 2024 წლის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიიღო, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტის ანგარიშში სათაურით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II, ევროპის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურის მიმართულებით და როგორ აზიანებს ის ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.კერძოდ, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2024 წლის დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომელშიც კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, მას შემდეგ, რაც რუმინეთის სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთი ფარულად უჭერდა მხარს ჯორჯესკუს კოორდინირებული „ტიკ-ტოკ“ კამპანიის მეშვეობით.„კომიტეტისთვის წარდგენილი შიდა დოკუმენტები, როგორც ჩანს, ამ ნარატივს ძირს უთხრის. „ტიკ-ტოკმა“ ევროკომისიას განუცხადა, რომ ვერ აღმოაჩინეს რუსეთის მხრიდან კოორდინირებული კამპანიის მტკიცებულება და ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ შესაბამისი უწყებები, თუმცა არჩევნების შედეგები არასოდეს აღდგენილა და 2025 წლის მაისში, განმეორებით არჩევნებში, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა”, – ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტის ანგარიშში.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი – ევროკომისიამ ზეწოლა მოახდინა, რათა სლოვაკეთში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და ირლანდიაში არჩევნების წინ „ტიკ-ტოკი“ დაცენზურებულიყო

ევროკომისიამ ზეწოლა მოახდინა პლატფორმებზე, რათა მათ კონტენტი დაეცენზურებინათ სლოვაკეთში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და ირლანდიაში დაგეგმილი არჩევნების წინ, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტის ანგარიშში სათაურით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II, ევროპის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურის მიმართულებით და როგორ აზიანებს ის ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.ანგარიშის თანახმად, არასაჯარო დოკუმენტები აჩვენებს, თუ როგორ ახდენდა ევროკომისია რეგულარულად ზეწოლას პლატფორმებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების არჩევნების წინ, კონსერვატიული ან პოპულისტური პოლიტიკური პარტიებისთვის არახელსაყრელი გარემოს შესაქმნელად.როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამის ერთ-ერთი მთავარი მაგალითია 2023 წლის სლოვაკეთის არჩევნები, სადაც „ტიკ-ტოკმა“ ევროპის მხრიდან ზეწოლის გამო დააცენზურა შემდეგი „სიძულვილის ენა“: „არსებობს მხოლოდ ორი სქესი“; „ბავშვები არ შეიძლება, იყვნენ ტრანსგენდერები“; „მე ვფიქრობ, რომ ლგბტ იდეოლოგია, გენდერული იდეოლოგია, ტრანსგენდერული იდეოლოგია დიდ საფრთხეს წარმოადგენს სლოვაკეთისთვის, ისევე როგორც კორუფცია“ და ა.შ.როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეს განცხადებები არ არის „სიძულვილის ენა“, ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ მოსაზრებებს მიმდინარე საკამათო სამეცნიერო და სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. დოკუმენტის თანახმად, „ტიკ-ტოკმა“ თავად აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკური მოსაზრებებიდან ზოგიერთი „ხშირი იყო სლოვაკეთის პოლიტიკურ დისკუსიებში“, თუმცა, „ევროკომისიის ზეწოლის ქვეშ, „ტიკ-ტოკმა“ ეს განცხადებები სლოვაკეთის ეროვნული საპარლამენტო არჩევნების წინ დააცენზურა“.ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკომისიამ ყველაზე აგრესიული ცენზურის ზომები 2024 წლის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიიღო. 2024 წლის დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომელშიც კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, მას შემდეგ, რაც რუმინეთის სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთი ფარულად უჭერდა მხარს ჯორჯესკუს კოორდინირებული „ტიკ-ტოკ“ კამპანიის მეშვეობით.„კომიტეტისთვის წარდგენილი შიდა დოკუმენტები, როგორც ჩანს, ამ ნარატივს ძირს უთხრის. „ტიკ-ტოკმა“ ევროკომისიას განუცხადა, რომ ვერ აღმოაჩინეს რუსეთის მხრიდან კოორდინირებული კამპანიის მტკიცებულება და ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ შესაბამისი უწყებები. თუმცა არჩევნების შედეგები არასოდეს აღდგენილა და 2025 წლის მაისში, განმეორებით არჩევნებში, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ნევროლოგის საყურადღებო რეკომენდაცია-რა შეუძლია ბავშვის ტვინს მუცლად ყოფნისას და როგორ ვითარდება დაბადების შემდეგ

ბავშვის ტვინი განვითარების აქტიურ პროცესს ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში იწყებს. მეცნიერების თქმით, ნაყოფს შეუძლია ხმებზე რეაგირება, ემოციური ფონის აღქმა და მარტივი ინფორმაციის დამახსოვრება.დაბადების შემდეგ კი ტვინის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ძილი, გარემო და სტიმულაცია, რაც ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ განვითარებას განსაზღვრავს.რა შეუძლია ბავშვის ტვინს მუცლად ყოფნისას, როგორ ვითარდება ის დაბადების შემდეგ და რა როლი აქვს ძილს და გარემოს ? - ამ თემაზე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში, პროფესორი, ნევროლოგი სოფო ბახტაძე საუბრობს: 

მძიმე ავარია გურჯაანი-ბაკურციხის ცენტრალურ გზაზე – ვითარება ადგილზე

ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე.შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ჩუმლაყთან მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მერსედესისა და ფიატის მარკის ავტომობილები შეეჯახა.შეჯახების შედეგად, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.ავარიის სავარაუდო მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

ბოლო სიახლეები