„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, 25 ნოემბერს ერთდღიანი შვებულება აიღონ და სამშობლოს ერთი დღე დაუთმონ.
როგორც გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ხელისუფლების ოპონენტები გეგმავენ, რომ 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია, თბილისის გარდა, გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმშიც გამართონ.
„მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ორშაბათს გაეთავისუფლეთ სამსახურიდან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვისაც შეგიძლიათ, აიღეთ ერთდღიანი შვებულება და ეს ერთი დღე დავუთმოთ ჩვენ სამშობლოს. კვირას და ორშაბათს არ ვგეგმავთ, რომ მხოლოდ თბილისი იყოს პროტესტის კერა. ძალიან სერიოზული პროტესტის კერა, გვინდა, იყოს გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმშიც. ბათუმში ხვალაც არის მსვლელობა 15:00 საათზე. ვართ მაქსიმალურად მობილიზებული კოორდინაციაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.