ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ძალიან რთულ მეტოქესთან, – განაცხადა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ.
„ვიმედოვნებთ, რომ 24-შიც გამარჯვებით დავასრულებთ და მერე უკვე თებერვალში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება დანიასთან“, – აღნიშნა სანიკიძემ.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებულმა გუნდმა სტუმრად ფინეთის ნაკრები 7-ქულიანი სხვაობით, 90:83 დაამარცხა.