პარასკევი, ნოემბერი 22, 2024

ჯოზეფ ბორელი – ნეთანიაჰუს, გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის დაკავების გადაწყვეტილება სავალდებულოა რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყნისთვის, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს

ეს გადაწყვეტილებები სავალდებულოა რომის სტატუტის მონაწილე ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს, – ასე გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერის გაცემას.

„მე ვითვალისწინებ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, დეიფის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ. ეს გადაწყვეტილებები სავალდებულოა რომის სტატუტის მონაწილე ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს“, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია მურღულია – ვინმეს თუ სურვილი აქვს, თავი ევროპულ არჩევანთან გააიგივოს, კეთილი უნდა ინებოს და კარგად გაიაზროს, ევროპა რას ნიშნავს და რა ღირებულებებს ეფუძნება

ჩემთან თუ არ ხარ, ჩემი მტერი ხარ, ამაზე მეტი კომუნისტური ლოზუნგი არც გამიგონია და არც ვიცი, – ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია მურღულიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „თუ ვინმეს სურვილი აქვს, თავისი თავი ევროპულ არჩევანთან გააიგივოს, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და კარგად გაიაზროს, ევროპა რას ნიშნავს და რა ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოს უნდა ისეთი ევროპა, რომელიც ამ ღირებულებებს განასახიერებს საუკუნეების განმავლობაში და არა ის წარმოდგენები, რომლებიც ხანდახან ფაქტებს ჩაანაცვლებენ ხოლმე. ჩვენი შეშფოთება, პირველ რიგში, იმან გამოიწვია, რომ ჩვენი არხის ჟურნალისტების მიმართ იყო გამოჩენილი ასეთი ძალადობრივი ამბები. ბუნებრივია, ჩვენ, ყველანი ერთად ვქმნიდით ამ ტექსტს და ვთქვით, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, პირველი არხის ჟურნალისტებს ასე მოექცნენ ან პირველ არხს ასე დაემუქროს ვინმე, ვინც გნებავთ, ის“, – განაცხადა მურღულიამ. მისი თქმით, პოლიტიკოსს უნდა ესმოდეს, რომ ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებელია. „რა გინდა შენ, ამას რომ აკეთებ? ამას მარტივი პასუხი აქვს. ესე იგი, შენ გინდა, არ ითქვას სიმართლე, რომელსაც ის ამბობს. ამაზე ბევრი კამათი არ დაიწყოს ახლა არავინ, რომ პირველი არხი მიუკერძოებელია, ეს მიუკერძოებლობა არაერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა და ასევე არაერთმა ორგანიზაციამ დაადასტურა. ესე იგი, შენ გინდა, ეს სიმართლე არ მივიდეს ადამიანებთან და შენ გინდა, საზოგადოებას თავს მოახვიო შენი აღქმები და არა სიმართლე, რომელიც არის სასარგებლო ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარებისთვის“, – განაცხადა მურღულიამ. გია მურღულიამ ასევე განაცხადა, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებს სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებსაც, რომლებიც ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, – გვაქვს თუ არა საქმე ორმაგ სტანდარტთან, როცა მუდმივი თავდასხმა ხდება იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც მათთვის სასურველ კითხვებს არ სვამენ, მათი ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ და ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, უფლებადამცველები ამ დრომდე დუმან, რაც ახალი არ არის, რადგან როცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჟურნალისტების შევიწროებასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა ნინო ლომჯარიას, როცა ის სახალხო დამცველი იყო, ის ამბობდა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა, ზოგჯერ კი ამბობდა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლება იყო, – გია მურღულიამ განაცხადა, რომ საქმე გვაქვს სისტემასთან. „ჩვენ, ყველამ ერთად, ქართული საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არ არის იოლი გასეირნება საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. ამ გზაზე ჩვენ ძალიან სერიოზულ ნაღმებს გვიდებენ და ამას სისტემური ხასიათი აქვს. ეს სისტემა გულისხმობს ორმაგ სტანდარტებსაც და იმასაც, რომ შეიძლება, რისი პრეცედენტიც მრავლად არის დასავლეთის თუ აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენთან აკრძალული იყოს. ჩვენ შეიძლება, მავანი გვიყურებს, როგორ მეორეხარისხოვან ხალხს, საზოგადოებას თუ სახელმწიფოს, მაგრამ ჩვენ ასე არ ვუყურებთ საკუთარ თავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საითაც მივდივართ, ევროპისკენ, ევროპული კულტურული არჩევანი ჩვენი უპირობო არჩევანია, რადგან ჩვენ არა მხოლოდ ამ გზაზე ვდგავართ, არამედ ამ ევროპული კულტურის ერთ-ერთი შემოქმედი და შემქმნელი ხალხიც ვართ. ჩვენ გვიკვირს, როდესაც ადამიანი უტიფრად იტყუება, სახეში გიყურებს და აშკარად ლაპარაკობს ან სისულელეს, ან იმას, რაც არის ავად მოტივირებული. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქმე გვაქვს სისტემასთან, ოღონდ ამ სისტემას რა უნდა საქართველოსგან და ქართული საზოგადოებისგან, როგორი სახეცვლილება უნდა ჩვენი და რა გზით აპირებს ამას, ეს არის მთავარი კითხვები“, – განაცხადა მურღულიამ. როგორც მურღულიამ აღნიშნა, ცესკო-ს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმა იყო საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტი და ამის მომწონებელს საზოგადოებაში თავი საერთოდ არ გამოეყოფა. „მოდით, დავარქვათ სახელები ამ მოვლენებს და ადამიანებს. ჩვენ ერთი საზოგადოება გვაქვს, ეს ყველაფერი უნდა გადავლახოთ და მივიდეთ რაღაც კონსენსუსამდე, მაგრამ როდესაც შენ ასეთ რამეს აქეზებ და საჯაროდ იწონებ, მით უმეტეს, ვაშაძე რომ მოუწოდებდა, ძალიან კარგი სიმბოლური ქმედებაა, სადაც გამყალბებელს ვნახავთ, მელანი შევასხათ სახეშიო, ეს რა არის?“ – განაცხადა მურღულიამ. ამასთან, გია მურღულიამ აღნიშნა, რომ ბოლო დროს ხშირად ისმის მოწოდებები ქალაქის პარალიზებისკენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. „„პარალიზებას“ ხმარობენ ბოლო დროს ძალიან ინტენსიურად, ქალაქის ყველა წერტილს უნდა მოვედოთ ნელ-ნელა და ყველგან პარალიზებული უნდა იყოს მოძრაობაო. საზოგადოებას პოლიტიკოსი იმისთვის სჭირდება, რომ მან პრობლემები მოაგვაროს და არა იმისთვის, რომ ახალი პრობლემები შექმნას და ადამიანები შეაწუხოს, ხომ? ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება დიალოგით და იმ მექანიზმებით, რაც კულტურულმა კაცობრიობამ შეიმუშავა ამდენი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა გია მურღულიამ.

თამარ ლეფსვერიძე – აბსოლუტურად არაამერიკული და არაევროპულია ადამიანებზე თავდასხმა განსხვავებული აზრის გამო, ძალადობას თუ არ გმობ და რეაქცია არ გაქვს, ესე იგი, მას ახალისებ

მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებმაც თითქოს იციან, რა არის ამერიკა და რა არის ევროპა, რომ აბსოლუტურად არაამერიკული და არაევროპულია ადამიანებზე თავდასხმა განსხვავებული აზრის გამო, – ამის შესახებ ჟურნალისტმა თამარ ლეფსვერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „ასე დემოკრატია არ შენდება. იცით, რატომ საუბრობენ მუდმივად იმაზე, რომ როგორმე დავივიწყოთ ის ცხრა წელი, როცა ამბობენ, კიდევ ცხრა წელზე საუბრობთო? იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რაც მაშინ მოხდა. სტიგმების დამკვიდრებაზე მათ ძალიან დიდხანს აქტიურად იმუშავეს, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები კი არა, ვინც უბრალოდ მათ გვერდით, აქციებზე არ არის, მათთან ერთად არ იძინებს და იღვიძებს, ყველა „გოიმია“ გაცხადებულად. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ გარშემო შემოიკრიბეს ადამიანები, რომლებისთვისაც არაფერს ნიშნავს ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლის იმ ფორმით შეურაცხყოფა, რა ფორმითაც ის შეურაცხყვეს. არცერთი ლიდერი არ გამოსულა და არ დაუგმია ეს, არ შეწუხებულა და თავი უხერხულად არ უგრძვნია ამის გამო“, – განაცხადა ლეფსვერიძემ. მისი თქმით, თუკი ძალადობას არ გმობ, ცხადია, ამით ძალადობას ახალისებ. „მიუხედავად იმისა, რომ თითქოს აღარაფერი დარჩა ისეთი, რასაც არ ველოდი, მაინც გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები და, განსაკუთრებით, ქალი ლიდერები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარესთვის საღებავის შესხმა, ანუ ადამიანის გამეტება იმისთვის, რომ დააბრმავო, დაასახიჩრო და ჯანმრთელობა დაუზიანო, პროტესტის ფორმა ყოფილა და ამით ამართლებდნენ ასეთ ქცევას. თუ ძალადობას არ გმობ და ამაზე რეაქცია არ გაქვს, ესე იგი, მას ახალისებ“, – განაცხადა ლეფსვერიძემ. თამარ ლეფსვერიძემ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერებს ასევე არ დაუგმიათ ჟუნალისტებზე თავდასხმები, რასაც საზოგადოება ამ დღეების განმავლობაში უყურებდა. „ძალადობრივ მოქმედებებზე თქვეს, ეს ცუდია, არასწორია და მიუღებელიაო? ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი და ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფის წარმომადგენლები პირდაპირ ძალადობის წახალისებაზე არიან. იმ დღეს ვკითხულობდი და თვალებს არ ვუჯერებდი, მივიდეთ და დავუწვათ რესტორანი „ქვევრიო“. ჩემს მეგობარ ლაშა ბასლაძეზეა საუბარი. გადავწვათო, იძახიან, მაგრამ მერე უცებ მივხვდი, რომ ამათი ჩვეული მეთოდებია. ისე, როგორც ქიბარ ხალვაშს დაუწვეს თავისი ბიზნესი. ეს მათთვის აპრობირებული მეთოდებია და, უბრალოდ, როდესაც თავიანთ მიზანს ვერ აღწევენ და ძალიან ბრაზდებიან, ამ ფორმით გამოაქვთ ეს ყველაფერი და საჯაროდ აცხადებენ. როგორ შეიძლება, ადამიანს ასეთი აზრები გაგიჩნდეს, ხომ? ეს რა არის?“ – განაცხადა ლეფსვერიძემ. მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპოზიციის ლიდერთა განცხადებებს, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვლენ, დახურავენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული, თამარ ლეფსვერიძემ თქვა, რომ ისინი სწორედ ამიტომ ვეღარ მოვლენ ხელისუფლებაში. „აი, სწორედ ამიტომ ვეღარ მოვლენ ხელისუფლებაში. ჩვენ ერთხელ უკვე გამოვლილი გვაქვს მათი ქმედებები და ის სიტუაცია, რას ნიშნავს მედიის დახურვა, რას ნიშნავს მედიაში სპეცრაზმით შეჭრა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ლეფსვერიძემ. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ნიშნავს გზავნილი – გისურვებთ 7 ნოემბერს, ნიშნავს თუ არა ეს იმ ტელევიზიების თუ სხვა მედიასაშუალებების დარბევას და წართმევას, რომლებიც მათ ინტერსებს არ ატარებს, თამარ ლეფსვერიძემ აღნიშნა, რომ 7 ნოემბრის შემოქმედი ადამიანების მხარდამჭერებისგან ასეთი დამოკიდებულება და სურვილები არ უკვირს. „მათ გააჟღერეს ის სურვილები, რასაც გააკეთებენ, თუ როდესმე რამე გზით მოახერხებენ, რომ ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება, რასაც, დარწმუნებული ვარ, ვერასდროს მოახერხებენ ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ეს უკვე ნანახი გვაქვს, რას ნიშნავს მათ ხელში ძალაუფლება. 7 ნოემბერს გისურვებთ, ნიშნავს, რომ გისურვებენ სულხან მოლაშვილებს, ციხის ამბებს, კასრების საშინელ კადრებს, სანდრო გირგვლიანის ამბავს, რომლითაც დაიწყო ის ყველაფერი, რაც მაშინ დაიწყო. ეს სურვილი კრებსითად ნიშნავს, რომ გვისურვებენ იმ რეჟიმს, რასაც თავი დავაღწიეთ და საით მიბრუნებაც არავის უნდა. საქმე ისაა, რომ მათ ახლა ისეთი კრიზისული პერიოდი აქვთ, სიტყვებსაც ვეღარ აკონტროლებენ. უბრალოდ, ჩემთვის ძალიან გასაოცარია დღეს ამ საკითხზე იმ ჟურნალისტების დუმილი, რომლებიც 7 ნოემბერს იმ ტელევიზიაში ისხდნენ და მუშაობდნენ, რომელი ტელევიზიის წინაც ჩვენ ვიდექით იმ დღეს, როცა მისი აღება სპეცრაზმის გამოყენებით, შტურმით ხდებოდა“, – განაცხადა თამარ ლეფსვერიძემ.

ვიქტორ სანიკიძე: ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ძალიან რთულ მეტოქესთან. ვიმედოვნებთ, რომ 24-შიც გამარჯვებით დავასრულებთ

ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ძალიან რთულ მეტოქესთან, - განაცხადა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ. „ვიმედოვნებთ, რომ 24-შიც გამარჯვებით დავასრულებთ და მერე უკვე თებერვალში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება დანიასთან“, - აღნიშნა სანიკიძემ. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებულმა გუნდმა სტუმრად ფინეთის ნაკრები 7-ქულიანი სხვაობით, 90:83 დაამარცხა.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ არ იზიარებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ

აშშ არ იზიარებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ განიხილავს მომავალ ნაბიჯებს თავის პარტნიორებთან, მათ შორის ისრაელთან. „ჩვენ უარვყოფთ სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიმართ დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ძალიან შეშფოთებულნი ვართ პროკურორის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის დროს დაშვებული შემაშფოთებელი შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხზე. პარტნიორებთან, მათ შორის, ისრაელთან კოორდინაციით, ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

დანგრეული სახლები, მოგლეჯილი ხეები, რამდენიმე მეტრიანი ტალღები ზღვაზე

ფილიპინებს ქარიშხალი "მან-ი"” დაატყდა თავს. ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს. ქარიშხალმა დაანგრია სახლები, მოგლიჯა ხეები და დააზიანა ინფრასტრუქტურა. ზღვაზე გამოიწვია უზარმაზარი ტალღები და ათასობით ადამიანი აიძულა სახლები დაეტოვებინათ. ეს უკვე მეექვსე ყველაზე მომაკვდინებელი ქარიშხალი იყო, რომელიც ფილიპინებს ერთ თვეზე ნაკლებ დროში დაატყდა თავს.

ბოლო სიახლეები