პარასკევი, ნოემბერი 22, 2024

თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე. ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის განცხადებას „დასავლეთის ცივილიზაციის დომინირების ხუთას წლიანი ეპოქა დასრულდა, მსოფლიო ეკონომიკის ცენტრი აღმოსავლეთისკენ გადავიდა და შემდეგი საუკუნე იქნება ევრაზიის საუკუნე“ სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მსოფლიოში არსებულ რთულ და გარდამავალ პერიოდში საქართველომ უნდა შეძლოს მისთვის მომგებიან პოზიციაზე გავიდეს.

“ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენც და ვინც ამ რეალობას არ მიიღებს, ის წააგებს. ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის. ამიტომ ვამბობთ, რომ ოპოზიცია წარსულის პოლიტიკით ცხოვრობს და სურს ქვეყანა წარსულში ჩატოვოს.

პოლიტიკაში პროცესები თუ დაიძრა, მას ვეღარაფერი აჩერებს. ეს პროცესი უკვე დაიძრა და ამის შეჩერება შეუძლებელია.
საქართველომ, როგორც პატარა, მაგრამ ახალ გლობალურ პოლიტიკაში უკვე მნიშვნელოვანმა სახელმწიფომ, ეს უნდა გამოიყენოს სათავისოდ, რათა კიდევ არ აღმოვჩნდეთ “სტრატეგიულ პარტნიორობას” ამოფარებული მორჩილი ქვეყანა. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ რთული, გარდამავალი პერიოდის მშვიდად გადატანა და საქართველოს გაყვანა მომგებიან პოზიციაზე.

სწორედ ამას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება. ცდილობს შეინარჩუნოს არსებული თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და ფეხი აუწყოს იმ გარდაუვალ ცვლილებებს. რაც ახალ რეალობაში აცხოვრებს მსოფლიოს,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვიქტორ სანიკიძე: ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ძალიან რთულ მეტოქესთან. ვიმედოვნებთ, რომ 24-შიც გამარჯვებით დავასრულებთ

ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ძალიან რთულ მეტოქესთან, - განაცხადა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ. „ვიმედოვნებთ, რომ 24-შიც გამარჯვებით დავასრულებთ და მერე უკვე თებერვალში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება დანიასთან“, - აღნიშნა სანიკიძემ. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებულმა გუნდმა სტუმრად ფინეთის ნაკრები 7-ქულიანი სხვაობით, 90:83 დაამარცხა.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ არ იზიარებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ

აშშ არ იზიარებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ განიხილავს მომავალ ნაბიჯებს თავის პარტნიორებთან, მათ შორის ისრაელთან. „ჩვენ უარვყოფთ სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიმართ დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ძალიან შეშფოთებულნი ვართ პროკურორის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის დროს დაშვებული შემაშფოთებელი შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხზე. პარტნიორებთან, მათ შორის, ისრაელთან კოორდინაციით, ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

დანგრეული სახლები, მოგლეჯილი ხეები, რამდენიმე მეტრიანი ტალღები ზღვაზე

ფილიპინებს ქარიშხალი "მან-ი"” დაატყდა თავს. ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს. ქარიშხალმა დაანგრია სახლები, მოგლიჯა ხეები და დააზიანა ინფრასტრუქტურა. ზღვაზე გამოიწვია უზარმაზარი ტალღები და ათასობით ადამიანი აიძულა სახლები დაეტოვებინათ. ეს უკვე მეექვსე ყველაზე მომაკვდინებელი ქარიშხალი იყო, რომელიც ფილიპინებს ერთ თვეზე ნაკლებ დროში დაატყდა თავს.

საგამოძიებო სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

19 ნოემბრის აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლიზი თირქიას ბრალდებას, თითქოს მას ტელეფონით დაუკავშირდნენ სამართალდამცველები და ის 5 პოლიციელზე თავდასხმასა და შემდგომ მიმალვაში დაადანაშაულეს, უარყოფს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და შესაბამის აუდიო მასალას ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია გამომძიებელსა და ლიზი თირქიას შორის არ შემდგარა და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. "აქციის მონაწილეების მიმართ ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლის მხრიდან ნამდვილად შედგა კომუნიკაცია მოქალაქე ლიზი თირქიასთან და შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაკავების გარემოებებისა და მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მისვლა შესთავაზა. მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შემდეგ, ლიზი თირქიასთან კომუნიკაციის დეტალების დაზუსტების და გამომძიებლის შესაძლო არაეთიკური ქცევის შესწავლის მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი დაუკავშირდა ლიზი თირქიას, რომელმაც სატელეფონო საუბრისას უარყო მანამდე მის მიერ გაცხადებული ტექსტი და განმარტა, რომ პოსტი სოციალურ ქსელში თავის დაზღვევის მიზნით განათავსა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შემდეგ შეიტყო მისი დაბარების რეალური მიზეზი. ლიზი თირქია გამოიკითხა, განემარტა მისი უფლებები და შესთავაზა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება", - წერია განცხადებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მედიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე საკითხის გადამოწმებისკენ მოუწოდებს.

მამუკა ხაზარაძე – ჯინიანობის დრო არ არის, ახლა არის დარწმუნების და იმის ჩვენების დრო, რომ ოთხივე პარტია ერთად თუ არ დავდგებით, ქვეყანას წავაგებთ, გახარიას...

ჩვენ განვაცხადეთ, რომ არჩევნები არ ჩატარებულა საქართველოში, შესაბამისად, „ძლიერმა საქართველომ“ განაცხადა, რომ კანონის შესაბამისად აბარებს მანდატებს, ჩახსნის სიას. ეს არის მკაფიო, წყალი არ გაუვა. ამავე დროს, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ოთხივე ოპოზიციური პარტიის ერთდროული მოქმედებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა. ხაზარაძეს გადაცემის წამყვანმა მიმართა, რომ „მეოთხე პარტია, გახარია არ აპირებს უფლებამოსილების შეწყვეტას და სიის ჩახსნას“, რაზეც ხაზარაძემ განაცხადა: „ეს არის დიდი პრობლემა, მაშინ ახლავე უნდა ვთქვათ, რომ როცა ამბობ, ლეგიტიმაციას არ მივცემ პარლამენტს, ეს არის ტყუილი და იღებ პასუხისმგებლობას. სიების ჩახსნა და ბოიკოტი სხვადასხვა რაღაც არის. ბოიკოტი არ არის ლეგიტიმაციის არმიცემა. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. მინდა, ძალიან კორექტული ვიყო. იცით, მე და ჩვენს პარტიას მორატორიუმი გვაქვს გამოცხადებული თავდაუსხმელობის შესახებ, ბევრი ნაბიჯი გადავდგი ამისკენ, მაგრამ საკითხი ეხება ჩვენს ხვალინდელ დღეს. ახლა სიტყვებით გაფორმება და შემდეგ უცბად, „გაპრავება“ არალეგალური, მოპარული არჩევნების და „ქართული ოცნების“, არ გამოვა. ამიტომ უნდა შევიკრიბოთ ოთხივე. მაშინ გაუგებარია, დანარჩენი სამი პარტია რატომ ტოვებს მანდატებს. ერთმანეთს და საზოგადოებას ნუ მოვატყუებთ. თუ ბრძოლაა, იყოს ბრძოლა ბოლომდე გულწრფელი და ხვალინდელი დღისთვის. იმაზე თუ არის ლაპარაკი, რომ ვიღაცას ხელფასი უნდა პარლამენტში, შემდეგ კომისიებში ჩაჯდომა, უცხოეთში მოგზაურობა და თან ბოიკოტში ხარ – ასე არ ხდება. უნდა ვიცოდეთ, ვინ რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს. პირდაპირ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. ბოიკოტი არ არის მანდატების ჩახსნა. არავის ვაიძულებ, არც სურვილი მაქვს და არც თავს მივცემ უფლებას, ვიღაც ვაიძულო. სხვათა შორის, ქართულ პოლიტიკაში ბევრს აქვს ამისი სურვილი და მათაც მოვუწოდებ, მსგავს მეთოდებს ყველამ თავი დაანებოს. ამას არ ვაკეთებ. ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ჟურნალისტმა ხაზარაძეს კითხვა დაუსვა, ოპოზიციაში ხომ არ არის ეს პრაქტიკა დამკვიდრებული, რაზეც მან აღნიშნა: „დიახ, მაგრამ ამაზე არ არის საუბარი ახლა. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს მეთოდები მოძველებულია – დაბულინგება, „ფეისბუქის“ სტატუსები, ვიღაცების მოთაგვა თუ რაღაც. მოდით, რა ხვალინდელ დღეზე ვილაპარაკოთ. ყველამ გადადოს გვერდზე ბავშვობა, ზურგში მოპარვა და თითქოს რაღაც ეგოების თამაში. საუბარია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. ეს მამოძრავებს მე დღეს. ან ბრძოლაში მივდივარ ბოლომდე, ან დღესვე ვიღაცამ პირდაპირ თქვას, რომ „ქართულ ოცნებას“, ამ პარლამენტს ვუკეთებ ლეგიტიმაციას. ნახევრად ფეხმძიმე ვითარება არ შეიძლება, იყოს. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და თქვას, თუ ეს არის გულწრფელი ბრძოლა და ყველას გვინდა ახალი არჩევნები, გადავარჩინოთ ქვეყანა და იყოს სამართლიანი არჩევნები. ეს ჩემთვის პრინციპული საკითხია. იცით, ეს პოზიცია დავაფიქსირე, განცხადებაც გვქონდა გაკეთებული, ოთხივე პარტია შევიკრიბოთ პრეზიდენტთან. პრეზიდენტი მზაობას გამოთქვამს, თუ ოთხივე პარტია მივა მასთან. ეს უკვე ფრონტია, ეს უკვე პოზიციაა, მართლა კუთხეში მიყენებაა „ქართული ოცნების“ და გარანტიას გაძლევთ, ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩაინიშნება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. კიდევ ერთ კითხვაზე, „სინქრონი თუ არ იქნა და გახარიას პარტია არ ჩახსნის სიებს, აზრს კარგავს ამის გაკეთება თქვენგანაც?“, ხაზარაძემ აღნიშნა: „ეს არ მითქვამს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და უნდა ავუხსნათ გახარიას პარტიას, რომ ეს არ არის ბრძოლა. მესმის, რომ მათ თავიანთი სტრატეგია აქვთ, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ მას და საზოგადოებამაც მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, მისმა ამომრჩეველმა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. მოლაპარაკებების, დარწმუნების და ახსნა-განმარტების გზით. რაც არ უნდა საოცარი იყოს ,ამ ბოლო დროს მე გამოვდივარ რაღაც ყველაზე დიდი ადვოკატი  გახარიასი და მისი პარტიის. დარწმუნებული ვარ, მის გუნდში მიზნის მიღწევა უნდათ, ისევე როგორც ჩვენ. ამიტომ კონსულტაციები უნდა გაიმართოს, ეს ალტერნატიული სახალხო პარლამენტი უნდა გაკეთდეს, კოალიციამ და კოალიციებმა თანამშრომლობა უნდა გააუმჯობესონ. ოთხი კოალიცია უნდა ვსაუბრობდეთ ერთად საქმისთვის. ვინაიდან მოხდა პრეცედენტი ვენესუელაში, გარანტიას გაძლევთ, ეს ამბავი მოხდება საქართველოში, თუ კიდევ ერთხელ ვიქნებით თანმიმდევრულები, მტკიცენი, გვექნება კარგი კოორდინაცია ამ ოთხ ოპოზიციურ კოალიციას. სხვა რას გააკეთებს, ამას ვნახავთ, მაგრამ ახლა ჯინიანობის დრო არ არის, ახლა არის დარწმუნების, ახსნა-განმარტებების და იმის ჩვენების დრო, რომ ოთხივე ერთად თუ არ დავდგებით და სტრატეგიაზე არ შევთანხმდებით, უბრალოდ, ქვეყანას წავაგებთ. ამიტომ, ეს საკითხი არის დისკუსიის და შეხვედრებისთვის გადადებული. ვთხოვ თქვენი ტელეეთერიდან გახარიას გუნდს და გახარიას, უახლოეს ხანში შევხვდეთ და ამ თემაზე ვისაუბროთ, რადგან ამ საკითხში ბუნდოვანება არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ბოლო სიახლეები