ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: არ არის გამორიცხული, პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ – იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და მანდატებზე უარის თქმა

არ არის გამორიცხული ისინი [ოპოზიცია] პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ ან ბევრი მათგანი პირველივე სხდომაზე შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მათ იცოდნენ, რომ საპარლამენტო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით დაწერილ განცხადებებს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს იქამდე, სანამ პარლამენტი მათ უფლებამოსილებას არ ცნობს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატებზე თქვან უარი, რასაც მამუკა მდინარაძის განმარტებით არც ერთი მათგანი არ გააკეთებს.

„საბოლოოდ, ისინი ფიქრობენ პარლამენტში შემოსვლას გარანტირებულად. იმიტომ, რომ მათ შეუძლებელია არ სცოდნოდათ, როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებას, არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, ეს დაშვება პირობითია, რადგან მათ იციან, მაგრამ მაინც ამ პირობითი დაშვების ფარგლებში შემიძლია ვუთხრა, რომ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს. მაგრამ ასეთის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს. სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე მათ განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში.

ისინი ატყუებენ თავის ამომრჩეველს, რომ თითქოს გამორიცხავენ პარლამენტში შემოსვლას. ვნახოთ, როგორ გატეხენ ან არ გატეხენ თავის სიტყვას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა, კონფერენციაში - „პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოში - არსებული სამართლებრივი მექანიზმები და პრაქტიკული გამოწვევები”, მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართლის კვლევითი ცენტრის (IP & Tech Law Research Center) ორგანიზებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებმა, იურიდიულმა კომპანიებმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტებმა. კონფერენცია გახსნეს IP & Tech Law Research Center-ის დამფუძნებელმა ლიკა შიხიაშვილმა და თანადამფუძნებელმა ნინო ჯიბუტმა. მათი განცხადებით, კონფერენციაზე დარეგისტრირდა 100-მდე პრაქტიკოსი იურისტი, დარგის სპეციალისტი, სტუდენტი, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი, რომლებიც განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი საკითხები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი, ხელოვნური ინტელექტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვა, საქართველოში არსებული გამოწვევები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ნინო ომანაძის თქმით, პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ძალაში შესვლისთანავე უნივერსიტეტში შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტია უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საქმიანობას. „საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ამოქმედებისთანავე, უნივერსიტეტში შეიქმნა შესაბამისი სამსახური, გავიარეთ ტრენინგები და შევუდექით საქმიანობას. პირველ რიგში, შევიმუშავეთ სამართლებრივი აქტები, რომლითაც ჩვენი საქმიანობა მოვიყვანეთ კანონთან შესაბამისობაში. კონფერენცია მეტად მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუცია ახალი შექმნილია, ხოლო IP & Tech Law Research Center კი არის ევროპაში მოქმედი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საშუალება გაგვიზიაროს ევროპული სტანდარტების შესახებ ინფორმაცია”, - აცხადებს ნინო ომანაძე. ინფორმაციისთვის: პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა 2023 წელს მიიღო. ამ თანამდებობის შემოღების აუცილებლობა გათვალისწინებულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს სამართლებრივი აქტებით. კანონი უკვე მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში.

მერაბ ტურავა: საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის სხდომის საკითხი არ არის დაყენებულ და განმარტებას ვერ გავაკეთებ

სასამართლოში ორი სარჩელია შესული, მათგან ერთი პრეზიდენტის, ხოლო მეორე პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის ავტორობით. ერთი სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია, მეორეს კი ამ დროისთვის საორგანიზაციო დეპარტამენტი ამოწმებს და დღის ბოლომდე დაადგენს, ხომ არ არის რაიმე ხარვეზი. ამავე განმარტების თანახმად, არ არის მიზანშეწონილი სარჩელების ცალ-ცალკე განხილვა, რადგან დროშიც თითქმის ერთდროულად შევიდა სასამართლოში და შინაარსობრივადაც ერთმანეთს ემთხვევა. - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ მედიასთან განაცხადა.   "შემოსული არის ორი სარჩელი, ერთი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, მეორე საქართველოს პარლამენტის წევრთა 1/5-ის ავტორობით. ერთი სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე კანონით განსაზღვრულ ვადებში. რაც შეეხება მეორე სარჩელს, იყო ფოსტით გამოგზავნილი, შემოვიდა გუშინ, საორგანიზაციო დეპარტამენტი ამოწმებს მის ტექნიკურ მხარეს და ვფიქრობ, რომ დღის განმავლობაში დაადგენს რაიმე ხარვეზები ხომ არ აქვს სარჩელს და ამის შემდგომ, ამ სარჩელსაც დაარეგისტრირებს. ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული და შესაბამისად ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც გადავხედე, შინაარსობრივად ისინი, არა მთლიანად, მაგრამ თითქმის ერთმანეთს ემთხვევა, აქედან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა. რაც შეეხება პარლამენტის სხდომას, ეს საკითხი ჩვენთან არ არის დაყენებული, ამ საკითხზე განმარტებას ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი განხილვის საგანი", - განაცხადა მერაბ ტურავამ.

თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე. ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის განცხადებას „დასავლეთის ცივილიზაციის დომინირების ხუთას წლიანი ეპოქა დასრულდა, მსოფლიო ეკონომიკის ცენტრი აღმოსავლეთისკენ გადავიდა და შემდეგი საუკუნე იქნება ევრაზიის საუკუნე“ სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მსოფლიოში არსებულ რთულ და გარდამავალ პერიოდში საქართველომ უნდა შეძლოს მისთვის მომგებიან პოზიციაზე გავიდეს. “ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენც და ვინც ამ რეალობას არ მიიღებს, ის წააგებს. ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის. ამიტომ ვამბობთ, რომ ოპოზიცია წარსულის პოლიტიკით ცხოვრობს და სურს ქვეყანა წარსულში ჩატოვოს. პოლიტიკაში პროცესები თუ დაიძრა, მას ვეღარაფერი აჩერებს. ეს პროცესი უკვე დაიძრა და ამის შეჩერება შეუძლებელია. საქართველომ, როგორც პატარა, მაგრამ ახალ გლობალურ პოლიტიკაში უკვე მნიშვნელოვანმა სახელმწიფომ, ეს უნდა გამოიყენოს სათავისოდ, რათა კიდევ არ აღმოვჩნდეთ “სტრატეგიულ პარტნიორობას” ამოფარებული მორჩილი ქვეყანა. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ რთული, გარდამავალი პერიოდის მშვიდად გადატანა და საქართველოს გაყვანა მომგებიან პოზიციაზე. სწორედ ამას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება. ცდილობს შეინარჩუნოს არსებული თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და ფეხი აუწყოს იმ გარდაუვალ ცვლილებებს. რაც ახალ რეალობაში აცხოვრებს მსოფლიოს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასი ტარდება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) სტუდენტური კლუბების ერთობლივი ღონისძიება - პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასი ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, მასტერკლასი, სტუ-ის ნიკო ნიკოლაძის სტუდენტური კლუბის ინიციატივით, პირველად ეწყობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ღონისძიების ბენეფიციარები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და პედაგოგები არიან. პროექტის მხარდამჭერია თსსუ-ის სტუდენტური კლუბი - „მომავალი ექიმები საქართველოსთვის“. როგორც ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტი მარიამ კაკაურიძე აღნიშნავს, პროექტის მიზანია, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით მიაწოდოს საბაზისო ცოდნა, რომლის გამოყენებასაც პროექტის ბენეფიციარები პრაქტიკაში შეძლებენ. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის კლუბი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურ კლუბთან ერთად, ვახორციელებთ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისთვის და, ასევე, ჩვენი პედაგოგებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასების ჩატარებას. ჩვენი მიზანია ამ მიმართულებით საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების ტრანსფერი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები აკეთილშობილებს საზოგადოებას, რაც, საბოლოო ჯამში, სოციუმის კეთილდღეობაზე აისახება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანატოლების მხრიდან დაინტერესება დიდია. ეს გვაძლევს მოტივაციას და იმის საფუძველს, რომ პროექტი გაცილებით მასშტაბური გავხადოთ“, - ამბობს მარიამ კაკაურიძე. თსსუ-ის სტუდენტური კლუბის - „მომავალი ექიმები საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, თორნიკე ფუტკარაძის თქმით, პირველადი სამედიცინო დახმარების ორდღიანი მასტერკლასი, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება, მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, სიტუაციურ ანალიზსა და შეფასებებს, ასევე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით. როგორც თორნიკე ფუტკარაძე განმარტავს, მასტერკლასის გავლის შემდეგ ახალგაზრდები პრეჰოსპიტალურ ეტაპზე პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასა და გადაუდებელი დახმარების გაწევას შეძლებენ. „დაზარალებული ადამიანი შეიძლება შეგვხვდეს ქუჩაში, სამსახურში, თავშეყრის ადგილებში. ის შეიძლება იყოს უცნობი, ჩვენი მეგობარი ან ოჯახის წევრი. დროულად და სწორად აღმოჩენილი პირველადი სამედიცინო დახმარება ზრდის ადამიანის სიცოხლის ხანგრძლივობას. ჩვენი ერთობლივი პროექტის მიზანიც ეს არის - ახალგაზრდებმა სამედიცინო მიმართულებით შეიძინონ კრიტიკული მდგომარეობის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები და შეძლონ ნებისმიერი მოქალაქისთვის პირველადი დახმარების გაწევა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, ანუ იქამდე, ვიდრე პაციენტის მდგომარეობის მართვაში პროფესიონალი მედიკოსები ჩართვებიან”, - აღნიშნავს თორნიკე ფუტკარაძე. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ორდღიანი მასტერკლასის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პედაგოგებმა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, გაიარეს გადაუდებელი შემთხვევების ანალიზისა და მართვის პრაქტიკული სავარჯიშოები, შეისწავლეს სხვადასხვა ტრავმისას სისხლდენის სწრაფად და ეფექტურად შეჩერების, ჭრილობაზე ნახვევის სწორად დადების, ინტოქსიკაციისა და გულყრის შემთხვევების მართვის, სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფის, ასევე, გულზე მასაჟისა და ხელოვნური სუნთქვის ჩატარების მეთოდები. სტუ-ის ინფორმაციით, სამომავლოდ, პროექტის ორგანიზატორები - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბები - პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასის გაფართოებას და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩატარებას გეგმავენ.

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: დამარცხების შემდეგ არჩეული არასწორი პოლიტიკური ტაქტიკის შემდეგ, მათ უწევთ თავის მართლება ამომრჩევლების ნაწილთან და უცხოელ პატრონებთან

"ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის აქცია უმიზნოა. „დამარცხების შემდეგ, არჩეული არასწორი პოლიტიკური ტაქტიკის შემდეგ მათ უწევთ თავის მართლება ამომრჩევლების ნაწილთან და უცხოელ პატრონებთან. ეს აქციები კი ემსგავსება უმიზნო აქციას, ანუ აქცია აქციისთვის. ის მიზანი რაც მათ აქვთ იმდენად ილუზიურია, რომ ვერ ხდება ამის გარჩევა, ეს აქცია აქციისთვის კი თავის თავს აუცილებლად ამოწურავს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ბოლო სიახლეები