კიევში აშშ-ს საელჩო მუშაობას 21 ნოემბერს განაახლებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერს არ დაუკონკრეტებია საფრთხის დეტალები, თუ რამ გამოიწვია კიევში საელჩოს მუშაობის შეჩერება.
მისივე თქმითვე, აშშ-ს საელჩოს არცერთ თანამშრომლებს არ დაუტოვებია უკრაინა.
„ეს არის ის, რასაც ყურადღებით ვაკვირდებით. სახელმწიფო დეპარტამენტი ძალიან სერიოზულად ეკიდება თავისი პერსონალის უსაფრთხოებას.ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ხვალ ჩვეულებრივ მუშაობას განვაახლებთ“, – აღნიშნა მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ასევე არ უპასუხა კითხვაზე, ჰქონდა თუ არა აშშ-ს დაზვერვას რაიმე საფრთხეზე ინფორმაცია, მან მხოლოდ აღნიშნა, რომ უკრაინა ბოლო დღეების განმავლობაში მასშტაბურ თავდასხმებს განიცდიდა.
ცნობისთვის, 20 ნოემბერს აშშ-მა დახურა კიევში საელჩო უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო.