ოთხშაბათი, დეკემბერი 24, 2025

შალვა პაპუაშვილი: ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი, ხალხს მოუსმინონ, შემდეგ დაბრუნდნენ ბრიუსელში და კეთილი ინებონ, საქართველოს ხელისუფლებას არ ელაპარაკონ ქართველი ხალხის სახელით

„ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და ხალხი რას ფიქრობს იმას მოუსმინონ“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე არადემოკრატიულ ქცევას უწოდებს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარს.

„იმას კი არა საკუთარი დაფინანსებული ენჯეო რას ელაპარაკება და ერთმანეთს რომ აქეზებენ, ხალხს მოუსმინონ, შემდეგ დაბრუნდნენ ბრიუსელში და კეთილი ინებონ, საქართველოს ხელისუფლებას არ ელაპარაკონ ქართველი ხალხის სახელით, რომლის არჩეულიც არის ეს ხელისუფლება. ეს არის ყველაზე არადემოკრატიული ქცევა, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსისგან. ეს არის ის ქცევა, რასაც ჩვენ ვხედავდით მოსკოვისგან, როდესაც ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა ხდებოდა და ამ ქცევას ახლა ვხედავთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან. ამას უნდა დაანებოს ყველამ თავი. ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს. საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ რა უნდათ ხალხს და გამოჩნდა კიდეც რაზე დებდნენ ფსონს, როცა მთელი სხეულით შესული იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში უცხოელი პოლიტიკოსები, ზოგი დიპლომატი თუ ასე შემდეგ და მიიღეს პასუხი ქართველი ხალხისგან და ახლა დაკმაყოფილდნენ ამ პასუხით“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რობერტა მეცოლა აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრისთვის, ტიერი ბრეტონისთვის და კიდევ ოთხი ევროპელისთვის დაწესებულ სანქციებს გმობს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრისთვის, ტიერი ბრეტონისთვის და კიდევ ოთხი ევროპელისთვის დაწესებულ სანქციებს გმობს. ამის შესახებ რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.მისი თქმით, ტიერი ბრეტონისა და სხვების მიმართ მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმის გამო, რომ ის ევროკომისრის მოვალეობას ასრულებდა, მიუღებელია.ევროპარლამენტის პრეზიდენტი ამ შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს.„ევროპარლამენტის სახელით, მოვითხოვ მის სწრაფად გაუქმებას“, – წერს რობერტა მეცოლა.ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ. 

ცნობილია, 2025 წელს დაბადებული ბავშვების ყველაზე პოპულარული სახელების ჩამონათვალი

ცნობილია, ყველაზე პოპულარული სახელების ჩამონათვალი, რომელიც 2025 წელს დაარქვესბიჭი 1) ალექსანდრე 2) გიორგი 3)თომა 4) ლუკა 5) დემეტრეგოგო 1) ნიცა 2) მართა 3) თაია 4)მარიამ 5) ევა

„მოსალოდნელია ნალექი, თოვა და ქარის გაძლიერება“ – მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე ამინდის განახლებულ პროგნოზზე წერს:,,ახალი წლის წინა დღეები: მკაცრი ამინდის პირობებით.ის, რასაც შეიძლება საახალწლო ციკლონი ვუწოდოთ, ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ახდენს ზემოქმედებას და ის საქართველოში შავი-ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან 24 - დეკემბრიდან დაიწყებს გავრცელებას.ამიტომაც, დასავლეთში, ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან, ხვალიდან მოსალოდნელია ნალექი (ახალწლამდე მცირედი გამოდარებებით) ზღვის დონიდან 500-600 მეტრის ზემოთ მოსლაოდნელია თოვა, ისევე, როგორც ყველა ზამთრის კურორტზე.დაბლობსა და ბარში იწვიმებს და დაბალი ტემპერატურის გამო ახალ წლამდე შესაძლებელია იყოს თოვლჭყაპი.წლის ბოლოს, თუ პროგნოზში ცვლილება არ მოხდება, ქვეყანაში შესაძლოა დაფიქსირდეს სეზონის პირველი მკვეთრი სიცივე. ეს განსხვავებული იქნება გასული წლებისგან, როდესაც მაღალი წნევის ანომალიების ფონზე დეკემბრის ბოლოს ზედმეტად რბილი პირობები გვქონდა“,- წერს მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე.

ვიდეო: „მე ვარ მინი ბასლა და დღეს ჩვენ მივდივართ ლაზარეთის მოხუცთა თავშესაფარში“ – ლაშა ბასლანძის შვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

რესტორანი „ქვევრი“ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პროდიუსერის და ბიზნესმენის, ლაშა ბასლანძის შვილის, სანტის ვიდეომიმართვას ავრცელებს.კადრებში ჩანს როგორ მონაწილეობს უსაყვარლესი ბიჭუნა საქველმოქმედო ღონისძიებაში:„მე ვარ მინი ბასლა და დღეს ჩვენ მივდივართ ლაზარეთის მოხუცთა თავშესაფარში“ – ამბობს ვიდეომიმართვაში ლაშა ბასლანძის შვილი.

ირაკლი კობახიძე – რკინიგზის მოდერნიზაცია აძლიერებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას, ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, შუა დერეფანი საბოლოოდ იქცეს ყველაზე საიმედო და უსაფრთხო კორიდორად რეგიონში

მსოფლიო დღეს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესშია. იცვლება მიწოდების ჯაჭვები, იზრდება უსაფრთხო, პროგნოზირებადი და სანდო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა. ამ კონტექსტში საქართველოს როლი გააზრებული და სტრატეგიული გადაწყვეტილებებით გამყარებული უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ ამ პოლიტიკის გამოხატულებაა საქართველოს მთავრობის ინიციატივები, ანაკლიის ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო ინფრასტრუქტურა.„ჩვენი მომავალი სწორედ ინტერმოდალური ტრანზიტული ფუნქციაა, რომელიც ყველა სახის ტრანსპორტს ერთიან ეკოსისტემაში მოაქცევს. ამ მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური პროცესების გაციფრულება, რაც აქტიურად მიმდინარეობს.შუა დერეფანი წარმოადგენს არა უბრალოდ ალტერნატიულ გზას, არამედ ახალ სტანდარტს ევროპასა და აზიას შორის კავშირისთვის. ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს ამ დერეფნის საკვანძო, სანდო და შეუცვლელ რგოლად – ქვეყნად, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ, უსაფრთხო და უწყვეტ გადაადგილებას.რკინიგზის მოდერნიზაცია სწორედ ამ ხედვის ნაწილია. ის აძლიერებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას, ზრდის სატრანზიტო პოტენციალს და ქმნის მყარ საფუძველს იმ მზარდი სავაჭრო ნაკადების მისაღებად, რომლებიც მომავალ წლებში ევროპასა და აზიას შორის კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, შუა დერეფანი საბოლოოდ იქცეს ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და ეფექტიან კორიდორად რეგიონში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები