პარასკევი, ნოემბერი 7, 2025

გვინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ „იმედის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას, რომელთაც დღეს მუშაობა უწევთ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ პატრონების მიერ წახალისებული ძალადობის პირობებში – საზოგადოება „ქართული“

საზოგადოება „ქართული“ ტელეკომპანია ,, იმედის” ჟურნალისტებსა და მის ხელმძღვანელობას მხარდაჭერას უცხადებს.

„გვინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას, რომელთაც დღეს მუშაობა უწევთ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გენერირებული და მათი პატრონების მიერ წახალისებული სიძულვილის ატმოსფეროსა და აღვირახსნილი ძალადობის პირობებში“, – აღნიშნულია გავრცელებულ წერილში.

19 ნომებერს, ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს რადიკალებმა წყალი შეასხეს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კი „იმედის“ ჯგუფს ასე მიმართა – გისურვებთ 7 ნოემბერს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება

2022 წლიდან, როდესაც ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ოფიციალური განაცხადი წარვადგინეთ, ჩვენ ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება.„საქართველოს სხვა კანდიდატ ქვეყნებს, მოლდოვას ან ბოსნიას თუ შევადარებთ, საქართველო გაცილებით წინ არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ყველა ამ კრიტერიუმს თუ გავითვალისწინებთ, საქართველო გაცილებით უკეთეს ადგილზეა. სხვათა შორის, 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, ანგარიში მინიჭებული ქულებით. ქულების მინიჭებამ აჩვენა, რომ საქართველო გაცილებით უკეთესია მოლდოვასთან, ბოსნიასთან შედარებით. თუმცა, ამ ორმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოს განაცხადი უარყოფილია. არანაირი ახსნა-განმარტება, არაფერი. ასე დაიწყო ეს გამოწვევა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შალვა პაპუაშვილი: დღეს ერეკლეობაა! იმ მეფის ხსენება, რომელმაც გაბედა, მცირე ქვეყნის გული დაეცვა იმპერიების დაუნდობელ ჭიდილში

დღეს ერეკლეობაა! იმ მეფის ხსენება, რომელმაც გაბედა, მცირე ქვეყნის გული დაეცვა იმპერიების დაუნდობელ ჭიდილში, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.„დიდება მეფე ერეკლეს, საქართველოს მახვილსა და ფარს!“, - დასძენს პაპუაშვილი.305 წელი მეფე ერეკლეს დაბადებიდან - მმართველი გუნდი საქართველოს მოქალაქეებს ერეკლეობას ულოცავს.

305 წელი მეფე ერეკლეს დაბადებიდან – მმართველი გუნდი საქართველოს მოქალაქეებს ერეკლეობას ულოცავს

305 წელი მეფე ერეკლეს დაბადებიდან - ქართლ-კახეთის გმირი მეფის სახელს დღეს განსაკუთრებით კახეთში გაიხსენებენ. დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება.ერეკლეობას საქართველოს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის ლიდერები ულოცავენ.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტაიფუნ „კალმაეგის“ მსხვერპლთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.„როიტერის“ ინფორმაციით, ფილიპინებში სტიქიის მსხვერპლთა რიცხვმა 190-ს გადააჭარბა, რის შემდეგაც „კალმაეგი“ ვიეტნამს დაატყდა თავს და სულ მცირე, ხუთი ადამიანი იმსხვერპლა.ამასთან, ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. ფილიპინების კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, სტიქიამ ყველაზე მეტად პროვინცია სებუ დააზიანა, სადაც ასობით სახლი ნანგრევებად იქცა. ტაიფუნის გამო საცხოვრებლის დატოვება და თავშესაფარში გადასვლა 500 000-მდე ადამიანს მოუწია.ძლიერმა ქარმა და წვიმამ ვიეტნამში მეწყერი გამოიწვია, დაზიანდა 2 800-ზე მეტი სახლი და საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიწოდება 1.3 მილიონზე მეტ ადამიანს.

„6 მედიკამენტი, რომელიც მშიერმა არ უნდა მიიღო“ – გიორგი ღოღობერიძე

„6 მედიკამენტი, რომელიც მშიერმა არ უნდა მიიღო“  - ექიმი, გიორგი ღოღობერიძე  გვირჩევს. „ამ მედიკამენტებს ნუ მიიღებთ მშიერ კუჭზე“1 - კარდიომაგნილი2 - ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი - სიცხის დამწევი3 - სტერეოიდები - მაგ, დექსამეტაზონი4 - შაქრის დამწევი საშუალებები5 - C ვიტამინი6 - დოქსიციკლინი

ბოლო სიახლეები