შაბათი, ივლისი 5, 2025

უმძიმეს დანაშაულზე განაჩენი ცნობილია – უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი და სიდედრი მოკლა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული, 1997 წელს დაბადებული პირი, დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

“რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 22 მაისს, ქ. რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლის და სიდედრის მიმართულებით, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, სანადირო თოფიდან არაერთხელ გაისროლა. აღნიშნულის შედეგად, მათ გულ-მკერდის არეში მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდში, ბრალდებული დაზარალებულ მეუღლეს, გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ამცირებდა, აკონტროლებდა, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა მასზე.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2024 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრი ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” – წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე 2024 წლის 22 მაისს შუადღის საათებში მოხდა. კაცმა ცოლს და სიდედრს მაშინ ესროლა, როდესაც ისინი ჩვილ ბავშვთან ერთად, ეტლით გადაადგილდებოდნენ. ბავშვს დაზიანება არ მიუღია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თინა ბოკუჩავა – დღეს ვიხილეთ „ლელოს“ მორალური სიკვდილი, ოქტომბერში კი ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც

ძალიან, უკიდურესად სამწუხაროა, „ლელომ“ ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.ბოკუჩავას შეფასებით, დღეს ვიხილეთ „ლელოს“ მორალური სიკვდილი, ოქტომბერში კი ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც.„ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი – ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი. არა ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ რეჟიმთან გარიგება საპატიო მეორე ადგილისთვის.არ გამოვრიცხავ, მიხეილ ზებრა ყაველაშვილმა ახლა თავადაც შეიწყალოს „ლელოს“ ლიდერები, რომ გარიგებულის მანტია ბოლომდე მოარგოს. ეს ხომ ნაცადი რუსული ტაქტიკაა, ამორალურ კომპრომისზე დაყოლიება და შემდეგ ყველაზე ცინიკურად და სასტიკად მხილება.დღეს ვიხილეთ „ლელოს“ მორალური სიკვდილი. პოლიტიკა მორალის გარეშე კი არ არსებობს. ამიტომ ოქტომბერში ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ“, – წერს ბოკუჩავა.

წყალდიდობა ტეხასში – დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, 25 ბავშვი დაკარგულად ითვლება

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, ხოლო, გოგონების საზაფხულო ბანაკიდან 25-მდე დაკარგულად ითვლება.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტეხასში მომხდარს "შოკისმომგვრელი" და "საშინელი" უწოდა.ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის თქმით, ფედერალური ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს შტატს სტიქიური უბედურების შედეგებთან საბრძოლველად დახმარება გაუწიოს.მისივე განცხადებით, წყალდიდობის შედეგად დაკარგულების სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება, ეს არის დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა, დე ფაქტო ხელისფულებასთან დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცხადებია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, დღეს კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს, ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.„დღეს ვუბრუნდებით ჩვენს ბრძოლას და კიდევ ერთხელ ვპასუხობთ არალეგიტიმურ, დე ფაქტო პრეზიდენტს, ყაველაშვილს და კიდევ ერთხელ მივუთითებთ გზას რუსული ხომალდისკენ. სამწუხაროდ, საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი არის მასხარა. გუშინ ივანიშვილის სათამაშოს მიერ გაკეთებული ვაჭრული შემოთავაზება იყო „კაგებეს“ და სუს-ის  დაგეგმილი ავანტიურა „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ. დღევანდელი ღონსიძიება დაიგეგმა რამდენიმე დღის წინ, მოხდა პარტიის რეგიონალური ლიდერების ინფორმირება და თბილისში მოწვევა. ანონსი დაიგზავნა მედიაში და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რათა ჩვენ გაგვეხმოვანებინა პარტიის საბოლოო გადაწყვეტილება. მრავალკვირიანი მოლაპარაკებების მცდელობების, კომუნიკაციის, იმედის პირობებში, ჩვენ ეს გადაწყვეტილება გადავავადეთ. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის ხელი შეეშალათ, სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ეშინია პროდასავლური ოპოზიციის ჩართვის ამ ბრძოლაში. ივანიშვილის პრეზიდენტმა გუშინ დადგა ის მასკარადი, რაც ვიხილეთ. სულ ტყუილად. „ძლიერ საქრთველოს“ აქვს თავისი გეგმა, აქვს თავისი გზა, რომელიც ქართველი ხალხის, საქრთველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით „კაგებე“, სუს-ი, ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი.ბრძოლა – არის ერთადერთი გზა, რომელიც რუსული  ოლიგაქრიული რეჟიმის წინააღმდეგ გვაქვს. ეს არის უკომპრომისო ბრძოლა ყველა შესაძლო მიმართულებით და ველზე. ბრძოლა ქუჩაში, პროტესტით და დაუმორჩლებლობით, ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე არაღიარებით, სანქციებით და „ქართული ოცნების“ რეჟიმის იზოლაციით. ბრძოლა არჩევნებში დაპირისპირებების ახალი კერის შექმნა ივანიშვილის წინააღმდეგ და პროტესტის ახალი ენერგიის მობილიზებით. საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვა და ყველა ადამიანისთვის პროტესტის გამოხატვის უფლების მიცემა. ეს არის ჩვენი, პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ვალდებულება და ამოცანა.დღეს, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს. ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის. ჩვენ რუსულ რეჟიმთან შევდივართ ბრძოლაში. ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას სხვა ველზეც. დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. ეს არის დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა. დე ფაქტო ხელისფულებასთან დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცხადებია, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე“, – განცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მოლდოვა თუ შეუერთდება ევროკავშირს, ჩვენ ყველა ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ, მტკიცედ და გაერთიანებულები

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მოლდოვას გაწევრიანების შემდეგ ევროკავშირში ყველა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს.ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა კიშენაუში გამართულ ევროკავშირი-მოლდოვის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.მისივე თქმით, ევროკავშირი მოლდოვის მხარეს დგას, რათა მხარი დაუჭიროს მის ევროპულ მომავალს და დამოუკიდებლობისკენ მისწრაფებას.„მოლდოვა თუ შეუერთდება ევროკავშირს, ჩვენ ყველა ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ, მტკიცედ და გაერთიანებულები”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

რუბენ ნევეში-დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით

 „ჩვენ არამხოლოდ მეგობრები, არამედ ერთი ოჯახი ვართ. ცხოვრებამ გაგვაერთიანა და ახლა ჩვენს დაშორებას ვერ შეძლებს.ყველაფერს გავაკეთებ, რომ მუდამ ჩვენთან იყო და არაფერი მოაკლდეთ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარხარ.დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით“, - რუბენ ნევეში

ბოლო სიახლეები