კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის ქუჩებში პროტესტი იქნება ყოველდღიური.
აღნიშნულის შესახებ ნიკა მელიამ სპორტის სასახლესთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მადლობა ამ სიმართლისთვის, ამ გამძლეობისთვის, მადლობა ამ ჟინისთვის. ყოველ დღე, რითიც დავიწყეთ ეს პროცესი, ამით ვაგრძელებთ. ყოველდღიურად, იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმები თუ არ აგვეჩეჩება, დაგვაწვიმდება თუ არ დაგვაწვიმდება, მოთოვს თუ არ მოთოვს, ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, ვიდრე ყველანი არ დავდგებით საპროტესტოდ და რეჟიმს, დემოკრატიულად, ჩვენი სიმრავლით უკვე, არა მხოლოდ სიმართლით და ღირსებით, ჩვენი სიმრავლით, დემოკრატიულად არ მოვგუდავთ. ეს არის ამოცანა და მიზანი. მადლობა, გელოდებით ხვალ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.