ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. აქედან 92 ადამიანი სტიქიას ვალენსიაში ემსხვერპლა.
ესპანეთის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას კვლავ აფრთხილებს.
კასტელიონში, ვალენსიასა და ალიკანტეში მოსახლეობისთვის გამოცხადებულია როგორც ყვითელი, ასევე წითელი განგაშის დონე. წყალდიდონის შედეგად ათობით მუნიციპალიტეტი დაიტბორა, გზები და მაგისტრალები გადაიკეტა, განადგურდა ხიდები.
წყალდიდობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. პედრო სანჩესმა ქარიშხალ„დანას“ გამო მოქალაქეებს უკიდურესი სიფრთხილისკენ მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთს საუკუნის ყველაზე მძიმე ქარიშხალი დაატყდა თავს.