ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის – „ქართული თვითმყოფადობა“, პრეზენტაციის ფარგლებში ედიშერ ჭელიძემ საჯარო ლექცია – „გრიგოლ ხანცთელი“, გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის – „ქართული თვითმყოფადობა“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის – „ქართული თვითმყოფადობა“, ფარგლებში ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ედიშერ ჭელიძემ საჯარო ლექცია – „გრიგოლ ხანძთელი“, გამართა.

ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები „Logos – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, პროგრამა, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის ისტორიის იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპების შეხსენებასა და გაცნობიერებას ისახავს მიზნად, რამაც ქვეყნის ფასეულობები და თვითმყოფადობა განსაზღვრა, ხორციელდება საქართველოს სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით და გულისხმობს მართებულად განხორციელდეს საქართველოს ისტორიის თანამედროვე მსოფლიოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია და რაც მთავარია, ეს პროცესი უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ ღირებულებებსა და თვითმყოფადობას.

„საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით და საპატრიარქოს მხარდაჭერით შემუშავებული სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის – ,,ქართული თვითმყოფადობა“, მიზანია საქართველოს მოსახლეობას შეახსენოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს ქვეყნის ფასეულობები და თვითმყოფადობა. ეს არის ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროგრამა, ისევე, როგორც პატრიარქის ინიციირებული სხვა პროგრამები. დღეს, როცა ეროვნული ღირებებულების წინააღმდეგ ფსევდოლიბერალები იბრძვიან, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს და კონკრეტულად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მნიშვნელოვანი მისია აკისრია. უნივერსიტეტში უკვე 23 წელია მოქმედებს თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ხოლო წელიწადზე მეტია, რაც დავაარსეთ ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია, ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედებს ახალი სასწავლო კურსი – ქართული სახელმწიფოს ისტორია და ქრისტიანული ცივილიზაცია, რომელსაც მეუფე ანანია ხელმძღვანელობს. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე გააცნობს ისეთი დიდი საზოგადო და სასულიერო პირის ცხოვრების და მოღვაწეობის ისტორიას, როგორიცაა გრიგოლ ხანძთელი. ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობიდან, რომლის ორგანიზატორი იყო წმინდა მამა, დაიწყო საქართველოს გაერთიანება. ეს იყო ეპოქა, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს, ხოლო გრიგოლ ხანძთელმა, გიორგი მერჩულის ცნობით, საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობის წევრთათვის შეადგინა ქტიტორული ტიპიკონი და შეთხზა ჰიმნოგრაფიული კრებული – „საწელიწდოჲ იადგარი“ — ლიტურგიკული კრებული მთელი წლისა. ეს არის ქართული სულიერების დამოუკიდებლობის საწყისი. დარწმუნებული ვარ, ჩვენმა სტუდენტებმა დიდი მამის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ იციან, თუმცა ის, რასაც დღეს მოისმენენ გაცილებით მეტია“, – აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი 1981 წლიდან, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეალური ისტორიის დამდგენი საპატრიარქოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ქართული უნივერსიტეტის ობიექტური ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, მეუფე ანანია. მეუფეებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის – „ქართული თვითმყოფადობა“ და წარმატებები უსურვეს სტუდენტებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში

მგონია, რომ არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა. კობახიძის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი, სადაც მმართველ გუნდს პრინციპული სხვაობა აქვს რადიკალურ ოპოზიციასთან, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემაა. „რაც შეეხება ქვეყნის მომავალს, ისინი იძლევიან ისეთ დაპირებებს, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია ამ ქვეყნისთვის პრობლემების შექმნასთან და ჩვენ ვიძლევით ისეთ პროგრამას, რომელიც ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. ადამიანურ დონეზეც, თქვენ იცით სახეები, რომლებიც წარმოადგენენ რადიკალურ ოპოზიციას. ერთი არის სააკაშვილის პარტია და ყველამ კარგად იცის, ვინ არის სააკაშვილი და რას აკეთებდა, როცა ხელისუფლებაში იყო. მეორე არის გვარამიას პარტია და გვარამიაც ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ იყო, რას აკეთებდა და დღეს რა პრობლემები აქვს. მას თავად აქვს აღიარებული, რომ წარსულში ფსიქიკური პრობლემები მქონდაო და ამით ამართლებდა მის უმძიმეს ქცევას მთელი ამ წლების განმავლობაში. „იმედში“ შეჭრას როდესაც „აპრავებდა“, როცა ადეიშვილის მოადგილე იყო და პროკურორობდა იმ სისხლიანი რეჟიმის პირობებში, არ ვიცი, შეიძლება ესეც მისი ფსიქიკური პრობლემების შედეგი იყო. მისი პარტიის სხვა სახეებზე აღარ ვისაუბრებ. ხოშტარია, რომელსაც არავითარი პრინციპები არ აქვს, ჯაფარიძე, რომელსაც არაფერი წმინდა არ აქვს მშობლების, პატრიარქის, ეკლესიის და სამშობლოს ჩათვლით. ეს საერთოდ ცალკე ისტორიაა. არის ხაზარაძის პარტია, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული „ნაცმოძრაობის“ რეჟიმთან ერთად ბიზნესის რეკეტში. აქ აბსტრაქტულ მონათხრობზე არ არის საუბარი, აქ საუბარია „მაგნატის“, „კონსტანტას“, „ელიტ ელექტრონიქსის“ საქმეზე, სადაც მას პირდაპირ ხელს ადებენ ბიზნესის რეკეტში მონაწილეობაში. გახარიაზე აღარ ჩამოვთვლი იმ ქმედებებს, რაც მას აქვს ჩადენილი და განხორციელებული. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, ვინ ჩაუსვეს ამ ადამიანებს საკუთარ პარტიებში – ადეიშვილის, მერაბიშვილის კადრები და ა.შ. სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში. „ქართულ ოცნებაში“ არის ჯანსაღი გუნდი, რომელიც არის პროევროპულად მოაზროვნე, პროევროპულად განწყობილი და რაც მთავარია, ქართულად მოაზროვნე და ქართულად განწყობილი. ყველა დონეზე თუ გადავხედავთ ორ დაპირისპირებულ მხარეს – ერთ მხარეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მეორე მხარეს „ქართულ ოცნებას“, არის ცა და დედამიწა. გაკეთებულ საქმეებს რაც შეეხება, სად იყო ჩვენი ქვეყანა 2012 წელს და სად არის დღეს იგივე ეკონომიკის, განათლების კუთხით, რამდენი სკოლა და ბაღი გარემონტდა, აშენდა, ამ დეტალებზე აღარ ვისაუბრებ. იმდენი საქმე გაკეთდა, ესეც არის ერთ-ერთი საფუძველი, რაც ამარტივებს არჩევანს ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ მთავარი მაინც არის ომის და მშვიდობის საკითხი. ეს ადამიანები ომისკენ ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას. ჯერ მიიყვანეს ომამდე ქვეყანა 2008 წელს, შემდეგ ომისკენ ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას 2022 წლიდან მოყოლებული და თეორიულად რომ დავუშვათ მათ მიერ არჩევნების მოგება, ეს ადამიანები აუცილებლად შეასრულებენ დავალებას და საქართველოში აუცილებლად გახსნიან მეორე ფრონტს ისე, რომ პიარულადაც არ შეფუთავენ ამ ყველაფერს. მყისიერად გააკეთებენ, როგორც კი დასრულდება არჩევნები, თუმცა, მადლობა ღმერთს, ამის თეორიული შანსი პრაქტიკულად აღარ არსებობს. როცა 60%-მდეა შენი რეიტინგი, ორ დღეში ვერაფერი შეიცვლება და ასეთ დროს რეალურად რადიკალურ ოპოზიციას ამ არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ აქვს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ვაფრთხილებთ საზოგადოებას, ძალიან მყარი პოზიცია უნდა დაფიქსირდეს, არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, არჩევანი აუცილებლად მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს

ვიდრე არსებობს პირველი ფრონტი, კონკრეტულ ძალებში ყოველთვის იარსებებს მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი ერთი მარტივი მიზეზით, რათა პირველ ფრონტს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა, ეს არის მთავარი ამოცანა, მაგრამ არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა შევწიროთ ამ ამოცანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,როგორც კი გაქრება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის ინტერესი. „რაც შეეხება ომს და მშვიდობას, ეს არის აბსოლუტურად რეალური დილემა, რომლის წინაშეც ახლაც დგას ჩვენი ქვეყანა. უფრო ინტენსიური იყო პროცესები 2022 წლის თებერვალ-მარტ-აპრილში. ყველაზე მძიმე მაშინ იყო ზეწოლა და შანტაჟი ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა ეს პრობლემა დღესაც სახეზეა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ვიდრე პირველი ფრონტი არის ძალაში, მეორე ფრონტის ინტერესიც არსებობს. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, როცა დასრულდება ომი უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე რადიკალურად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. როგორც კი გაქრება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის ინტერესი – უმარტივესი ლოგიკაა. მანამდე, ვიდრე არსებობს პირველი ფრონტი, ყოველთვის იარსებებს კონკრეტულ ძალებში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი ერთი მარტივი მიზეზით, რომ პირველ ფრონტს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა ეს არის მთავარი ამოცანა, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა შევწიროთ ამ ამოცანას. ვიღაცას შეიძლება, ჰქონდეს თავის გლობალური ამოცანები, ჩვენ შეიძლება, ამას პატივი ვცეთ, მაგრამ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას ვერ გავწირავთ ამ გლობალური ამოცანების გამო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, არჩევანი არის ომსა და მშვიდობას შორის და არჩევანი აუცილებლად მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. „ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომლებიც საერთოდ ვერ გრძნობდნენ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, რადგან გარედან იყვნენ მოყვანილი თავის დროზე. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ ქვეყნის, სახელმწიფოს და ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩვენ უფლება არ გვაქვს, გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამ ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ აქ ძალიან მყარი პოზიცია უნდა დაფიქსირდეს, არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, არჩევანი აუცილებლად მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. შეგახსენებთ, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2021 წელს, ომამდეც იყო გარკვეული შეხვედრები, ომის შემდეგი დღეები იყო ერთმანეთზე მძიმე. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება კონკრეტულად ის ფაქტიც, რაც მოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა. ეს ხდებოდა უშუალოდ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ერთ-ერთი შეხვედრა, რომელიც გაიმართა თავის დროზე, ჩვენ არ ვასახელებთ, ვინ იყო შეხვედრის მეორე მხარე, მაგრამ შედგა უმძიმესი დიალოგი, რასთან დაკავშირებითაც მაშინ ინფორმაცია მოგვაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა. უმძიმესი შინაარსის დიალოგია. გეუბნებიან, რომ რამდენიმე დღეში შეიძლება, განხორციელდეს მთელი ქვეყნის ოკუპაცია, მაგრამ სამი მილიონი ხართ, ვერ გაგწყვეტენ ბოლომდე და უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ომზე. ამაზე იყო სიტყვასიტყვით საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – არჩევანი ასეთია, ერთმანეთს უპირისპირდება „ქართული ოცნება“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ისინი თავად აცხადებენ საკუთარ თავს ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებად

ასეთი არჩევანი დგას – ერთმანეთს უპირისპირდება „ქართული ოცნება“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ისინი თავად აცხადებენ საკუთარ თავს ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა. კობახიძის თქმით, ადრე თუ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი საარჩევნო სუბიექტი, ახლა არის უკვე ოთხი სუბიექტი, მაგრამ პოლიტიკური ძალა არის ერთი. „ასეთი არჩევანი დგას – ერთმანეთს უპირისპირდება „ქართული ოცნება“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. არავითარი განსხვავება არ არის. სწორი სურათის ჩამოყალიბებაში ძალიან გვეხმარება თვითონ ოპოზიცია. მათ შორის, ის პროცესები, რაც დაიგეგმა მათი პატრონების მხრიდან, სალომე ზურაბიშვილის გარშემო, ეს საერთო ქარტიის შექმნა, კოალიციასთან დაკავშირებით შეთანხმება. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ერთ ხელისუფლებას შექმნიან, თუ მოიგეს არჩევნები. ისინი რომ არიან ერთ ქვაბში ჩაყრილი, ამას თვითონვე ადასტურებენ. ჩვენ რომ უნდა მიგვეწოდებინა ეს სიმართლე საზოგადოებისთვის, ჩვენი ძალისხმევაც აღარ გახდა საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი თავად აცხადებენ საკუთარ თავს ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებად. სინამდვილეში, ისევ იგივე დაპირისპირებაა. ადრე თუ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი საარჩევნო სუბიექტი, ერთი ნომრით, ხუთიანით, ახლა არის უკვე ოთხი სუბიექტი, მაგრამ პოლიტიკური ძალა არის ერთი და მათ ერთი რამ კრავთ ყველაზე მეტად – მათ ჰყავთ ერთი საერთო პატრონი. ამიტომ, ამ ოთხ პარტიას ჩვენ ცალ-ცალკე საერთოდ ვერ განვიხილავთ. პირდაპირი ალიანსი არსებობს მათ შორის, რადგან არის საერთო პატრონი – რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. დაავალეს გახარიას და „ნაცმოძრაობას“, ერთად შეექმნათ კოალიცია, შექმნეს ოთხ მუნიციპალიტეტში ერთად კოალიცია. მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ისინი ერთად გამოდიან საერთო პოლიტიკური დღის წესრიგით, არჩევნების დასრულების შემდეგ. კოალიციას აქვს თავისი კლასიკური განმარტება. ისინი ამბობენ, რომ მათ ექნებათ საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი, არჩევნებში მოგების შემთხვევაში. ეს არის კოალიცია, მეტი არაფერი. გარდა ამისა, უკვე შემდგარი ფაქტია მათი კოალიცია ოთხ მუნიციპალიტეტში. როცა შეაქმნევინეს თავის დროზე პარტია ხაზარაძეს, ეგრევე ჩაუსვეს მას აგენტურა პარტიის შიგნით. როგორიც არის სამადაშვილი. პირდაპირ „ნაცმოძრაობიდან“ გადაუყვანეს კონკრეტული ადამიანი პარტიაში, უსუფაშვილი და ხიდაშელი ჩაუსვეს პარტიაში, ანა ნაცვლიშვილი ჩაუსვეს პარტიაში. მაშინაც კი, როდესაც უკვე არსებობს კავშირი, პოლიტიკოსსა და პატრონს შორის, იქაც კი ბოლომდე არ ენდობიან და იქაც კი გაამაგრეს სხვა პიროვნებებით საკუთარი ინტერესები“, – განაცხადა პრემიერმა.

დათო ხუჯაძე მესამე შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

მომღერალი დათო ხუჯაძე სოციალურ ქსელში მესამე შვილის ფოტოს აქვეყნებს. ცნობილია, რომ ბავშვი მომღერალს მესამე ქორწინებიდან ჰყავს, რომელსაც თემიკო დაარქვეს. ხუჯაძემ თაკო თუხაშვილზე გასული წლის სექტემბერში იქორწინა. ხუჯაძეს წინა 2 ქორწინებიდან 2 ქალიშვილი ჰყავს.

ირაკლი კობახიძე: რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის...

ძალიან ძლიერი მუხტი იყო დღევანდელ შეკრებაზე, ეს იყო აშკარა განაცხადი, რომ ჩვენ ვაპირებთ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ამ არჩევნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები „ქართული ოცნების“ შეკრებასთან შედარებით. პრემიერის განცხადებით,  ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე. „ძალიან შთამბეჭდავი აქცია იყო ყველა თვალსაზრისით, ძალიან ძლიერი მუხტი იყო ამ შეკრებაზე. ეს იყო აშკარა განაცხადი, რომ ჩვენ ვაპირებთ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ამ არჩევნებზე. ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%, ოპოზიციას აქვს შესაბამისი მწირი რეიტინგი. ეს ყველაფერი იძლევა იმაზე საუბრის შესაძლებლობას, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. დღესაც თვალნათლივ გამოჩნდა ის უდიდესი უპირატესობა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან მიმართებით. რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება დაანონსებული, და საბოლოო ჯამში, რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით. ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იყო ოპოზიციის შეკრებაზე, ვერც ერთი პოლიტიკოსის სცენაზე აყვანა ვერ გაბედეს. როცა შენ თვითონაც იცი, რამდენად მძიმეა შენი რეპუტაცია საზოგადოების თვალში, ზოგადად, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველშიც კი ვერ გადიხარ, აქ რა შედეგზე უნდა გქონდეს პრეტენზია. მათ წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ. დღეს შეკრებაზე გამოჩნდა, თუ სად დგას საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა - რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დგას სწორედ მშვიდობის მხარეს, ღირსებით ევროპისკენ სვლის მხარეს, კეთილდღეობის მიღწევის მხარეს. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და არა ის, რასაც გვთავაზობს ოპოზიცია ამ აბსოლუტურად დრომოჭმული სახეებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები