ოთხშაბათი, ოქტომბერი 23, 2024

ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში და ეს ამერიკული, შორ რადიუსზე მოქმედი შეიარაღების გარეშეც შესაძლებელია

აშშ-ის თავდაცვის მდივანის ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია და მიაჩნია, რომ ეს ამერიკული, შორ რადიუსზე მოქმედი შეიარაღების გარეშეც შესაძლებელია.

პენტაგონის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ამერიკულ შეზღუდვებს, რომელიც ვაშინგტონს შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე აქვს დაწესებული.

ამასთან, ლოიდ ოსტინი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე გაიყვანა „ატაკამსების“ მოქმედების ზონიდან თვითმფრინავები, რომლებსაც მართვადი ავიაბომბების დასაშენად იყენებდა.

„უკრაინას აქვს მრავალი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ დრონების სახით. ასევე, აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს საკუთარი უპილოტო აპარატები. ისინი ძალიან ეფექტურია. რეალურად ვნახეთ, როგორ ახორციელებენ თავდასხმებსა და ოპერაციებს საზღვრიდან 400 კილომეტრის მოშორებით. უკრაინას აბსოლუტურად შეუძლია გამარჯვება. ჩვენ გამარჯვებას განვსაზღვრავთ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისი ტერიტორია და შეაკავოს აგრესია მომავალში“, – განაცხადა ოსტინმა.

ლოიდ ოსტინმა ასევე დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები რუსეთში იმყოფებიან და ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებენ. „არსებობს მტკიცებულება, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები რუსეთში არიან. რას აკეთებენ? ვნახოთ“, – განაცხადა ოსტინმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვერ არევთ ქვეყანას, ეს არც მანამდე გამოგსვლიათ და არც შემდგომში გამოგივათ. სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ – ხელისუფალი ისე, როგორც არასდროს, არის ძლიერი – მარიამ...

ვერ არევთ ქვეყანას, ეს არც მანამდე გამოგსვლიათ და არც შემდგომში გამოგივათ, - ამგვარად გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდიას განცხადებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში „რევოლუციითა და სისხლით“ იმუქრება. „ვერ არევთ ქვეყანას, ეს არც მანამდე გამოგსვლიათ და არც შემდგომში გამოგივათ. სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ - ხელისუფალი ისე, როგორც არასდროს, არის ძლიერი. ჩვენ ვნახეთ, რომ ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი ტიპის პატარა დანაშაულებიც კი თავის დროზე იყო იდენტიფიცირებული. აგრესიის გამოხატულება და რევოლუციის მოწყობა, ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ არის პირველ რიგში მიმართული. მსგავსი ადამიანების ადგილი ქვეყანაში არ არის”, - განაცხადა მარიამ ლაშხმა. უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში რევოლუციას აანონსებს.

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: 13 წელი გავიდა და ვერაფერი ხელშესახები ბიძინა ივანიშვილზე ვერ ნახეთ – რუსეთი თქვენთან მოიკითხეთ

„ტვ პირველს“ ცხოვრება კარგად გაქვთ აწყობილი. გამავრცელებელიც თქვენ ხართ, ბრალმდებელიც თქვენ ხართ, მოსამართლეც თქვენ ხართ, დაადგინეთ მტყუან-მართალი და ახლა გინდათ ჩემი კომენტარი, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რუსეთში თითქოს საიდუმლო ოფისს არსებობას ეხებოდა.   „არანაირ ჩანაწერზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რამდენს უვლით 2011 წლიდან მოყოლებული, მაშინ, ჩვეულებრივი მოქალაქე ვიყავი და ზურაბ ჯაფარიძე სანამ „გირჩი“ გახდებოდა, როცა ვითომ ენჯეოშნიკობდა და მერე მივხვდით, რომ ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ „ენჯეო“, იმ მომენტიდან გაიხსენეთ როგორ უვლიან ბიძინა ივანიშვილს რომ რაღაც მოუძებნონ. 13 წელი გავიდა და ვერაფერი ხელშესახები ამ ადამიანთან ვერ ნახეთ. ერთადერთი რაც ვნახეთ, „ტვ პირველის“ მეპატრონეს მამუკა ხაზარაძეს პირველი მილიონი რუბლებში ჰქონია გაკეთებული რუსეთში.ასე, რომ რუსეთი მოიკითხეთ თქვენთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იაგო ხვიჩია – პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის დასახელებას წინასაარჩევნოდ აპირებდა, ან „მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს, „ლელოს“ არ უჭირს, დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ტექნიკური მთავრობა არჩევნების შემდეგ დაასახელოს, ნიშნავს იმას, რომ „ან მიაკაჩავეს და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს“. „„Ლელოს“ არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა. მოგეხსნებათ, პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის დასახელებას წინასაარჩევნოდ აპირებდა, უფასოდ რომ გადაეფიქრებინა, ამის დაჯერება ცოტა მიჭირს. ოპოზიციაში ყველა ოცნებობს პრემიერმინისტრობაზე და ვიღაც მეცნიერი, ფიზიკოსი ან ბიოლოგი რომ პრეზიდენტს დაესახელებინა, ამდენი ხალხი ხომ გაღიმებული დარჩებოდა, ეს არავის არ უნდოდა, შეიძლება, დაარწმუნეს, მაგრამ ვინაიდან „ლელოს“ ბევრი ფული აქვს, ესეც, შეიძლება, ჩართულიყო საქმეში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მტკიცებულება არ აქვს, რომ ვინმემ ფული აიღო, თუმცა, მისი თქმით, პრეზიდენტი ამბობდა, რომ არჩევნებამდე დაასახელებდა ტექნიკურ მთავრობას, მერე „ლელოს“ შეხვდა და გადაიფიქრა. „პრეზიდენტის ტროას ცხენობა არ იცვლება, ხომ შეიძლება, ასე კი არ ააფეთქო, არამედ სხვანაირად ააფეთქო, თან ცოტა ხელი მოითბო, გნებავთ – ფულით, გნებავთ – რეპუტაციულად. მტკიცებულება არ მაქვს, რომ ვინმემ ფული აიღო, უბრალოდ, პრეზიდენტი რომ იმუქრებოდა, აუცილებლად დავასახელებო, ამას ვიზამ, იმას ვიზამო, შეხვდა პოლიტიკოსებს. გვარამია ყველაფერზე იყო წამყოლი, ისედაც ყველაფერზე ეთანხმებოდა, მერე შეხვდა ვიღაცებს, ბოლოს – „ლელოს“ და გადაიფიქრა. „ლელოს“ როცა შეხვდები და რამეს გადაიფიქრებ, როგორ შეიძლება, ფულზე არ ვიფიქრო და ჩემი ინტერესი, მოსაზრება მხოლოდ „ლელოს“ სიტყვის დამაჯერებლობაზე წავიდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის სასარგებლო ნაბიჯი რეალურად არ გადაუდგამს, მხოლოდ სიტყვით. „მომგებიანი შეიძლება იყოს, თუ ვიღაც ფულს იშოვის და სიბერეს უზრუნველად გაატარებს. მომგებიანი შეიძლება ის იყოს, რომ პრეზიდენტს ვინმე დააჯერებს, რომ მართლა პრეზიდენტია, თითქოს რაღაცას წყვეტს და სიამოვნებას ამით მიიღებს. ვიცი ის, რომ ქალბატონ სალომეს არასდროს ოპოზიციის სასარგებლო ნაბიჯი რეალურად არ გადაუდგამს, მხოლოდ სიტყვით, მაგრამ ქმედებებით ის ყოველთვის „ქოცი“ იყო და ბიძინა ივანიშვილის ერთგულ თანამებრძოლად რჩებოდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

REUTERS/IPSOS: ჰარისი – 46%, ტრამპი – 43%

Reuters/Ipsos-ის ახალი კვლევის მიხედვით, აშშ-ს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს რეგისტრირებული ამომრჩევლის 46% უჭერს მხარს, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპს კი 43%. ამასთან, გამოკითხული რეგისტრირებული ამომრჩევლების 70%-მა აღნიშნა, რომ გაზრდილია ცხოვრების ხარჯები, 60%-მა აღნიშნა, რომ ეკონომიკა არასწორი მიმართულებით მიემართება, 65%-მა კი იგივე თქვა მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით. გამოკითხულმა ამომრჩევლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები ეკონომიკა, მიგრაცია და დემოკრატიისთვის არსებული საფრთხეებია. კითხვაზე, თუ რომელი კანდიდატი უდგებოდა უკეთ ზემოხსენებულ საკითხებს, ეკონომიკისა (46%-38%) და მიგრაციის (48%-35%) საკითხებში ამომრჩევლებმა დონალდ ტრამპი დაასახელეს. Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვაში მონაწილეობა 4 129 ადამიანმა მიიღო, მათ შორის, 3 481-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა. მათგან 3 307 გამოკითხული ითვლება ისეთ ადამიანად რომლის არჩევნებში მონაწილეობა ყველაზე სავარაუდოა. არჩევნების სავარაუდო მონაწილეთა შორის ჰარისი 3%-იანი სხვაობით ლიდერობს (48%-45%).

ზურაბ ქადაგიძე: მამუკა ხაზარაძე გპირდებათ 1000 ლარიან პენსიას და საშუალო ხელფასის გაორმაგებას. ამ დროს იცით რამდენია მის კუთვნილ TBC ბანკში საშუალო ხელფასი? 850 ლარი

მამუკა ხაზარაძე გპირდებათ 1000 ლარიან პენსიას და საშუალო ხელფასის გაორმაგებას. ამ დროს იცით რამდენია მის კუთვნილ TBC ბანკში საშუალო ხელფასი? 850 ლარი. ჰოდა კარგად დაფიქრდით, ეს თაღლითი მევახშე რასაც საკუთარ კომპანიაში არ გააკეთებს, იმას გააკეთებს ქვეყანაში? - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. მანვე აღნიშნა, რომ დამნაშავეებისთვის და თაღლითებისთვის ხმის მიცემა დანაშაულია. „მამუკა ხაზარაძე გპირდებათ 1000 ლარიან პენსიას და საშუალო ხელფასის გაორმაგებას. ამ დროს იცით რამდენია მის კუთვნილ TBC ბანკში საშუალო ხელფასი? 850 ლარი. ჰოდა კარგად დაფიქრდით, ეს თაღლითი მევახშე რასაც საკუთარ კომპანიაში არ გააკეთებს, იმას გააკეთებს ქვეყანაში? P.S. დამნაშავეებისთვის და თაღლითებისთვის ხმის მიცემა დანაშაულია!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები