ოთხშაბათი, ოქტომბერი 23, 2024

“ჩვენ სისხლის არ გვეშინია” – უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდია “ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში რევოლუციას აანონსებს

“ჩვენ სისხლის არ გვეშინია“ – უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდია “ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში რევოლუციას აანონსებს.

შესაბამისი განცხადებები ლადო გამსახურდიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ეს იქნება რევოლუცია და დემოკრატიულმა სამყარომ უნდა დაუჭიროს მხარი ამ რევოლუციას. ჩვენ არ გვეშინია სისხლის, როცა დგება სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი, კრემლს საქართველოს არავინ აჩუქებს და მე მზად ვარ ნებისმიერი მეთოდისთვის“, – აღნიშნა ლადო გამსახურდიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი: ქართული კანონის “რუსულ კანონად” დაბრენდვა სტრასბურგის სასამართლომ ხუხულასავით ჩამოშალა, ცრუ ბრალდებების გამავრცელებლებს ისღა დარჩენიათ, ქართველ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადონ

ქართული კანონის „რუსულ კანონად“ დაბრენდვა სტრასბურგის სასამართლომ ხუხულასავით ჩამოშალა, ცრუ ბრალდებების გამავრცელებლებს ისღა დარჩენიათ, ქართველ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართული კანონის „რუსულ კანონად“ დაბრენდვა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული სპეცოპერაცია იყო. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გუშინ რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც ეხება მოქმედ კანონს „უცხოელი აგენტების“ შესახებ. ეს ის კანონია, რომელზეც ჩვენ ვნახეთ დეზინფორმაციის მთელი კამპანია, სათავეში კი იდგნენ პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი პოლიტიკოსები თუ დიპლომატები.ტერმინით, „რუსული კანონი“ ქართული კანონის დაბრენდვა, რომელიც იყო ჩვეულებრივი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუხულასავით ჩამოშალა. მთელი ეს კამპანია, რომელშიც ჰქონდათ მილიონობით ფული ჩასხმული ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რათა ქართველი ხალხის და საქართველოს დისკრედიტაცია მოეხდინათ. ჩამოშალა კიდევ ერთხელ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ როგორც ეს აქამდე არაერთხელ გაუკეთებია. გახსოვთ „რუსთავი ორის“ საქმე, გვარამიას საქმე, სააკაშვილის საქმე, მელიას საქმე, სადაც ზუსტად იგივე აქტორები ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი აქტორები ქმნიდნენ ყალბ ნარატივებს, თითქოს ქართული მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი განაჩენები იყო პოლიტიკურად მიკერძოებული და უსამართლო – სტრასბურგის სასამართლო ბოლოს წერტილს უსვამდა ამას. როგორც გახსოვთ, „რუსთავი ორის“ საქმეზე არავინ ბოდიში არ მოიხადა, არცერთმა პოლიტიკოსმა თუ უცხოელმა დიპლომატმა. როგორც გააკეთა ეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გვახსოვს ჩვენ ევროკავშირის 27 წევრის დემარში იუსტიციის სამინისტროში ყალბი საფუძვლით სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სულ რამდენიმე კვირაში ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს დემარში იყო აბსოლუტურად ცრუ და არანაირი საფუძველი მას არ ჰქონდა. მოიხადა ვინმემ ბოდიში, რომელიმე წევრმა ქვეყანამ ან დიპლომატმა, იგივე იყო გვარამიას საქმეზე, მელიას საქმეზე, სამწუხაროდ ასე ზიანს აყენებენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს და შემდეგ ბოდიშს არავინ არ იხდის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსეთში მოქმედ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით, პასუხი გასცა ყველა იმ აქტორს, რომელიც ცრუ ნარატივებს ავრცელებდა საქართველოს მისამართით. „რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, გუშინდელ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზუსტად დაასახელა ის 6 პუნქტი, რომელიც არის რუსეთში მოქმედ კანონში შეუსაბამო ადამიანის უფლებათა კონვენციასთან. პირველი – ვალდებულება, რომელიც ეკისრება ორგანიზაციებს ყველა გამოცემა დაბრენდონ ანუ ბრენდირება მოახდინონ როგორც უცხოელი აგენტის წარმოებული. არაფერი მსგავსი ქართულ კანონმდებლობაში არ არის და საერთოდ არანაირი ტერმინი აგენტთან დაკავშირებით არ არის.მეორე – ასეთი ორგანიზაციები ყოველგვარი საარჩევნო პროცესისგან გამორიცხულები არიან , არანაირად მსგავსი ქართულ კანონმდებლობა არ არის, მესამე – პროფესიული სასწავლო პროგრამების აკრძალვა – არაფერი მსგავსი ქართულ კანონმდებლობაში არ არის. მეოთხე – ახალგაზრდებთან პროგრამების განხორციელების აკრძალვა, არაფერი მსგავსი ქართულ კანონში არ არის და ასევე არაპროპორციული სანქციები, კერძოდ ჯარიმები, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ორგანიზაციის გაუქმება, არაფერი მსგავსი ქართულ კანონში არ არის. ეს არის ზუსტად სტრასბურგის სასამართლოს პასუხი ოპოზიციის ყველა იმ წარმომადგენლის, „ენჯეოს“ მიმართ თუ უცხოელი აქტორის მიმართ, რომლებიც ეს პერიოდია ცრუ ბრალდებებს აყენებს და ცრუ ნარატივებს ავრცელებს საქართველოსთან დაკავშირებით; ბედავენ, რომ ქართულ კანონმდებლობას უწოდონ რუსული კანონი, ამით იმუშაონ ადამიანების ემოციაზე, რაც ჩვეულებრივი მავნე დეზინფორმაციის მეთოდებია, ამიტომ ჩამოიშალა მათი პროპაგანდა რუსულ კანონთან დაკავშირებით. ახლა მათ რაც დარჩენიათ, არის ბოდიშის მოხდა ქართველი ამომრჩევლისადმი, იმ მავნე დეზინფორმაციის გამო, რაც აკადრეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თეონა აქუბარდია: “ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ნდობის საფუძველი გამოაცალოს არასამთავრობო ორგანიზაციებს

პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, “ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ და ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერ გაექცევიან. “ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული მომავლის შესაძლებლობა გააჩერა, თუმცა ეს მხოლოდ 26 ოქტომბრამდე. დღეს ცდილობს, რომ ნდობის საფუძველი გამოაცალოს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ყველა დასავლური პარტნიორი, რომელიც ქართველი ხალხის პოლიტიკურ მომავალს მხარს უჭერს,  “ქართულ ოცნებას“ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს და ეს არის მათი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ისაუბრონ მათ არასამთავრობო სექტორთან მიმართებით, ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გია ვოლსკი ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შესახებ: არა თუ “ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები არიან, ბევრი მათგანი, ვინც ხელმძღვანელობს ამ ორგანიზაციებს, არიან რადიკალური ოპოზიციის წევრები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების ნახევარზე მეტი არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, არამედ მონაწილეობენ, მისი შეფასებით, ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებში. “არა თუ “ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები არიან, ბევრი მათგანი, ვინც ხელმძღვანელობს ამ ორგანიზაციებს, არიან რადიკალური ოპოზიციის წევრები, ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან დესტაბილიზაციის სცენარში. დესტაბილიზაციის სცენარი, “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით ხორციელდება საქართველოში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შალვა პაპუაშვილი: ყველამ იცის, რომ გაფართოების უახლოესი თარიღია 2030 წელი, არავინ იცის, რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა 2030 წელს

"ყველამ იცის, რომ გაფართოების უახლოესი თარიღია 2030 წელი, არავინ იცის, რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა 2030 წელს, ამ ფაციფუცის შემოტანა და აბსოლუტურად ცრუ აღქმის წარმოჩენა ხალხისთვის, რომ დღეს-ხვალ წყდება ევროკავშირის წევრობა არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა ხალხის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა. მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ევროკაშვირის წევრობა დღეს არ წყდება და სამწუხაროა, რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი ცდილობს, ასე წარმოაჩინოს. „პოლიტიკურ ლექსიკონში ხანდახან, პოლიტიკურ ტერმინებს უადგილოდ გამოიყენებენ ხოლმე. მთავარი ხომ ფაქტებია. ასეთი შეფასებები ბევრი გვსმენია. ჩვენ თუ ავტორიტარიზმისკენ მივდივართ, რა ეშველებათ დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე უკან არიან ყველა პარამეტრით, ნებისმიერი საერთაშორისო შეფასებებით, ეს იქნება კორუფცია, გამჭვირვალობა თუ მმართველობის შეფასება?! აბსოლუტურად ყველა ასპექტში სხვა კანდიდატ ქვეყნებს ვუსწრებთ. ასე რომ, დაბალი შეფასება ჰქონიათ სხვა კანდიდატი ქვეყნების. რა თქმა უნდა, ასეთი შეფასებები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, როცა საუბრობენ, რომ ღია კარია და თქვენი გადასაწყვეტია, ჩემი აზრით, არ არის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ასეთი ღია კარია „ნატო“-ში 2008 წლის შემდეგ, დიდი ხანია, ვაკვირდებით. არ შეიძლება ხალხის ემოციებით ასეთი თამაში. ყველამ კარგად იცის, რომ არანაირი წევრობა დღეს არ წყდება. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი ცდილობს, ასე წარმოაჩინოს. ყველამ იცის, რომ უახლოესი თარიღია 2030 წელი. არავინ იცის, რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა 2030 წელს. ვხედავთ, რომ ევროკავშირში, შიგნითაც არ არის ერთიანი აზრი, როგორი ტიპის გაფართოება უნდა იყოს 2030 წელს. ვნახეთ საფრანგეთის მიერ წამოწყებული პროცესი, ევროპული გაერთიანების, რათა შექმნან რაღაც „ბე“ ლიგა ქვეყნების. იყოს ევროკავშირის „ა“ ლიგა და „ბე“ ლიგა, სადაც შეიძლება, ჩვენნაირი ტიპის ქვეყნები შევიდნენ. ვიცით, რომ 27 ქვეყნიდან ყველას თანხმობა არის საჭირო და არ ვიცით, რომელ ქვეყანას როდის, რა პოზიცია ექნება. ახლა ასე ფაციფუცის შემოტანა ამ პროცესში და აბსოლუტურად ცრუ აღქმის წარმოჩენა ხალხისთვის, რომ დღეს-ხვალ წყდება ევროკავშირის წევრობა არის უბრალოდ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ხალხის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა კახიშვილი: კარგი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილს სიტყვები “ივანიშვილს ნუ უსმენთ”, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ეთქვა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის სიტყვითა და მხარდაჭერით გახდა საქართველოს პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, კახა კახიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხალხმა ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მოუსმინოს. კახა კახიშვილის თქმით, უკეთესი იქნებოდა, ზურაბიშვილს ეს სიტყვები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ეთქვა და ხალხისთვის მოეწოდებინა, რომ ივანიშვილისთვის არ მოესმინათ, რადგან, სწორედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მხარდაჭერით გახდა ის პრეზიდენტი. „სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილზე: „მას არ უნდა მოუსმინოს ხალხმა“. ისე, კარგი იქნებოდა ეს სიტყვები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ეთქვა ივანიშვილს „ნუ უსმენთ.“ მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვითა და მხარდაჭერით გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ალბათ, უკეთესი იქნებოდა დღევანდელი საქართველოსთვის,“ – წერს კახა კახიშვილი.  

ბოლო სიახლეები