ოთხშაბათი, ოქტომბერი 23, 2024

შალვა პაპუაშვილი: არანაირი წევრობა დღეს არ წყდება, ყველამ იცის, რომ უახლოესი თარიღია 2030 წელი – არავინ იცის, რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა 2030 წელს

„პოლიტიკურ ლექსიკონში ხანდახან, პოლიტიკურ ტერმინებს უადგილოდ გამოიყენებენ ხოლმე. მთავარი ხომ ფაქტებია. ასეთი შეფასებები ბევრი გვსმენია. ჩვენ თუ ავტორიტარიზმისკენ მივდივართ, რა ეშველებათ დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე უკან არიან ყველა პარამეტრით, ნებისმიერი საერთაშორისო შეფასებებით, ეს იქნება კორუფცია, გამჭვირვალობა თუ მმართველობის შეფასება?! აბსოლუტურად ყველა ასპექტში სხვა კანდიდატ ქვეყნებს ვუსწრებთ. ასე რომ, დაბალი შეფასება ჰქონიათ სხვა კანდიდატი ქვეყნების. რა თქმა უნდა, ასეთი შეფასებები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

“გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, როცა საუბრობენ, რომ ღია კარია და თქვენი გადასაწყვეტია, ჩემი აზრით, არ არის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ასეთი ღია კარია „ნატო“-ში 2008 წლის შემდეგ, დიდი ხანია, ვაკვირდებით. არ შეიძლება ხალხის ემოციებით ასეთი თამაში. ყველამ კარგად იცის, რომ არანაირი წევრობა დღეს არ წყდება. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი ცდილობს, ასე წარმოაჩინოს. ყველამ იცის, რომ უახლოესი თარიღია 2030 წელი.

არავინ იცის, რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა 2030 წელს. ვხედავთ, რომ ევროკავშირში, შიგნითაც არ არის ერთიანი აზრი, როგორი ტიპის გაფართოება უნდა იყოს 2030 წელს. ვნახეთ საფრანგეთის მიერ წამოწყებული პროცესი, ევროპული გაერთიანების, რათა შექმნან რაღაც „ბე“ ლიგა ქვეყნების. იყოს ევროკავშირის „ა“ ლიგა და „ბე“ ლიგა, სადაც შეიძლება, ჩვენნაირი ტიპის ქვეყნები შევიდნენ. ვიცით, რომ 27 ქვეყნიდან ყველას თანხმობა არის საჭირო და არ ვიცით, რომელ ქვეყანას როდის, რა პოზიცია ექნება. ახლა ასე ფაციფუცის შემოტანა ამ პროცესში და აბსოლუტურად ცრუ აღქმის წარმოჩენა ხალხისთვის, რომ დღეს-ხვალ წყდება ევროკავშირის წევრობა არის უბრალოდ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ხალხის მიმართ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი: ყველამ იცის, რომ გაფართოების უახლოესი თარიღია 2030 წელი, არავინ იცის, რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა 2030 წელს

"ყველამ იცის, რომ გაფართოების უახლოესი თარიღია 2030 წელი, არავინ იცის, რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა 2030 წელს, ამ ფაციფუცის შემოტანა და აბსოლუტურად ცრუ აღქმის წარმოჩენა ხალხისთვის, რომ დღეს-ხვალ წყდება ევროკავშირის წევრობა არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა ხალხის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა. მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ევროკაშვირის წევრობა დღეს არ წყდება და სამწუხაროა, რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი ცდილობს, ასე წარმოაჩინოს. „პოლიტიკურ ლექსიკონში ხანდახან, პოლიტიკურ ტერმინებს უადგილოდ გამოიყენებენ ხოლმე. მთავარი ხომ ფაქტებია. ასეთი შეფასებები ბევრი გვსმენია. ჩვენ თუ ავტორიტარიზმისკენ მივდივართ, რა ეშველებათ დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე უკან არიან ყველა პარამეტრით, ნებისმიერი საერთაშორისო შეფასებებით, ეს იქნება კორუფცია, გამჭვირვალობა თუ მმართველობის შეფასება?! აბსოლუტურად ყველა ასპექტში სხვა კანდიდატ ქვეყნებს ვუსწრებთ. ასე რომ, დაბალი შეფასება ჰქონიათ სხვა კანდიდატი ქვეყნების. რა თქმა უნდა, ასეთი შეფასებები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, როცა საუბრობენ, რომ ღია კარია და თქვენი გადასაწყვეტია, ჩემი აზრით, არ არის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ასეთი ღია კარია „ნატო“-ში 2008 წლის შემდეგ, დიდი ხანია, ვაკვირდებით. არ შეიძლება ხალხის ემოციებით ასეთი თამაში. ყველამ კარგად იცის, რომ არანაირი წევრობა დღეს არ წყდება. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი ცდილობს, ასე წარმოაჩინოს. ყველამ იცის, რომ უახლოესი თარიღია 2030 წელი. არავინ იცის, რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა 2030 წელს. ვხედავთ, რომ ევროკავშირში, შიგნითაც არ არის ერთიანი აზრი, როგორი ტიპის გაფართოება უნდა იყოს 2030 წელს. ვნახეთ საფრანგეთის მიერ წამოწყებული პროცესი, ევროპული გაერთიანების, რათა შექმნან რაღაც „ბე“ ლიგა ქვეყნების. იყოს ევროკავშირის „ა“ ლიგა და „ბე“ ლიგა, სადაც შეიძლება, ჩვენნაირი ტიპის ქვეყნები შევიდნენ. ვიცით, რომ 27 ქვეყნიდან ყველას თანხმობა არის საჭირო და არ ვიცით, რომელ ქვეყანას როდის, რა პოზიცია ექნება. ახლა ასე ფაციფუცის შემოტანა ამ პროცესში და აბსოლუტურად ცრუ აღქმის წარმოჩენა ხალხისთვის, რომ დღეს-ხვალ წყდება ევროკავშირის წევრობა არის უბრალოდ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ხალხის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა კახიშვილი: კარგი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილს სიტყვები “ივანიშვილს ნუ უსმენთ”, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ეთქვა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის სიტყვითა და მხარდაჭერით გახდა საქართველოს პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, კახა კახიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხალხმა ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მოუსმინოს. კახა კახიშვილის თქმით, უკეთესი იქნებოდა, ზურაბიშვილს ეს სიტყვები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ეთქვა და ხალხისთვის მოეწოდებინა, რომ ივანიშვილისთვის არ მოესმინათ, რადგან, სწორედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მხარდაჭერით გახდა ის პრეზიდენტი. „სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილზე: „მას არ უნდა მოუსმინოს ხალხმა“. ისე, კარგი იქნებოდა ეს სიტყვები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ეთქვა ივანიშვილს „ნუ უსმენთ.“ მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვითა და მხარდაჭერით გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ალბათ, უკეთესი იქნებოდა დღევანდელი საქართველოსთვის,“ – წერს კახა კახიშვილი.  

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე

"მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ წსელში წერს: "დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა მაგრამ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე 😊 რეგიონები ადარდებთ და თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შეიძლება მართლა დამამშვიდებლები დაჭირდეთ მაგრამ რა დაამშვიდებთ, - მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე! 😉✌️🇬🇪💙"

მამუკა მდინარაძე: დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო, რა დაამშვიდებთ – მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება...

დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა, მაგრამ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე, -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებს რეგიონები ადარდებთ, მაგრამ, თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შესაძლოა, დამამშვიდებლებიც დასჭირდეთ. თუმცა, როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ოპოზიცია იმიტომ ვერ წყნარდება, რომ მათი მთავარი - ხუთნომრიანი პარტიაც კი ვერ მიიღებს იმდენ ხმას, რამდენი ადამიანიც დღეს აქციაზე იქნება. "დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა მაგრამ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე. რეგიონები ადარდებთ და თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შეიძლება მართლა დამამშვიდებლები დაჭირდეთ. მაგრამ რა დაამშვიდებთ, - მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე!" -  წერს მამუკა მდინარაძე.

შალვა პაპუაშვილი: არანაირი წევრობა დღეს არ წყდება, ყველამ იცის, რომ უახლოესი თარიღია 2030 წელი – არავინ იცის, რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის...

„პოლიტიკურ ლექსიკონში ხანდახან, პოლიტიკურ ტერმინებს უადგილოდ გამოიყენებენ ხოლმე. მთავარი ხომ ფაქტებია. ასეთი შეფასებები ბევრი გვსმენია. ჩვენ თუ ავტორიტარიზმისკენ მივდივართ, რა ეშველებათ დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე უკან არიან ყველა პარამეტრით, ნებისმიერი საერთაშორისო შეფასებებით, ეს იქნება კორუფცია, გამჭვირვალობა თუ მმართველობის შეფასება?! აბსოლუტურად ყველა ასპექტში სხვა კანდიდატ ქვეყნებს ვუსწრებთ. ასე რომ, დაბალი შეფასება ჰქონიათ სხვა კანდიდატი ქვეყნების. რა თქმა უნდა, ასეთი შეფასებები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა. "გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, როცა საუბრობენ, რომ ღია კარია და თქვენი გადასაწყვეტია, ჩემი აზრით, არ არის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ასეთი ღია კარია „ნატო“-ში 2008 წლის შემდეგ, დიდი ხანია, ვაკვირდებით. არ შეიძლება ხალხის ემოციებით ასეთი თამაში. ყველამ კარგად იცის, რომ არანაირი წევრობა დღეს არ წყდება. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი ცდილობს, ასე წარმოაჩინოს. ყველამ იცის, რომ უახლოესი თარიღია 2030 წელი. არავინ იცის, რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა 2030 წელს. ვხედავთ, რომ ევროკავშირში, შიგნითაც არ არის ერთიანი აზრი, როგორი ტიპის გაფართოება უნდა იყოს 2030 წელს. ვნახეთ საფრანგეთის მიერ წამოწყებული პროცესი, ევროპული გაერთიანების, რათა შექმნან რაღაც „ბე“ ლიგა ქვეყნების. იყოს ევროკავშირის „ა“ ლიგა და „ბე“ ლიგა, სადაც შეიძლება, ჩვენნაირი ტიპის ქვეყნები შევიდნენ. ვიცით, რომ 27 ქვეყნიდან ყველას თანხმობა არის საჭირო და არ ვიცით, რომელ ქვეყანას როდის, რა პოზიცია ექნება. ახლა ასე ფაციფუცის შემოტანა ამ პროცესში და აბსოლუტურად ცრუ აღქმის წარმოჩენა ხალხისთვის, რომ დღეს-ხვალ წყდება ევროკავშირის წევრობა არის უბრალოდ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ხალხის მიმართ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები