კვირა, მარტი 22, 2026

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი – დარწმუნებულები ვართ, ერთობლივი ძალისხმევით, ანაკლიის პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე წარმატებით შესრულდება

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, ბელგიურმა კომპანიამ „იან დე ნული“, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ანაკლიაში მუშაობა 16 სექტემბრიდან დაიწყო.

ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, უკვე გაწეულმა ინტენსიურმა სამუშაოებმა მნიშვნელოვანი პროგრესი გამოიღო.

მისი თქმით, მათ შორის, განხორციელდა ზღვის ფსკერის ბათიმეტრია და მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება ქვეკონტრაქტორთან, საერთაშორისო ავტორიტეტულ საინჟინრო საპროექტო კომპანია Royal Haskoning DHV – სთან ერთად, რომელიც პასუხისმგებელია დაღრმავების და ტალღმტეხელის მოწყობის სამუშაოებსა და პროექტირებაზე.

ზურაბ სიჭინავას განცხადებით, უახლოეს დღეებში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის თანახმად, დაიწყება დაახლოებით, ერთი კილომეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელის მოწყობისთვის საჭირო ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების შემოტანა სამშენებლო მოედანზე და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.

ზურაბ სიჭინავას განცხადებით, საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში განსახორციელებელი სპეციფიკური და რთული საინჟინრო სამუშაოების ზედამხედველობის მიზნით, დაქირავებულია საერთაშორისო გამოცდილების მქონე ევროპელი დამოუკიდებელ ინჟინერთა გუნდი.

„დარწმუნებულები ვართ, ერთობლივი ძალისხმევით, პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე წარმატებით შესრულდება,“ – აღნიშნა „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტუსკი – ბუდაპეშტში გამართულ პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების შეხვედრაში პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა საბედისწერო შეცდომაა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) მონაწილეობის გამო აკრიტიკებს.მისივე თქმით, პოლონეთის პრეზიდენტის მხრიდან „პრორუს და ევროსკეპტიკოს პოლიტიკოსებთან“ ერთად კონფერენციაზე გამოსვლა „საბედისწერო შეცდომაა“.„პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების ბუდაპეშტის შეხვედრაში საბედისწერო შეცდომაა და ევროკავშირის დასუსტებისა და პუტინის გაძლიერების სახიფათო სტრატეგიის დადასტურებაა“, – დაწერა დონალდ ტუსკმა.

ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან, კერძოდ კახეთიდან და ქვემო-ქართლიდან ჩამოსული ავტომანქანების პარკირებისთვის განკუთვნილი იქნება შემდეგი ლოკაციები:ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ასევე კრწანისის მოედნიდან აბანოებამდე მარჯვენა სანაპიროზე.ამასთან, დასავლეთიდან წამოსული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი პარკირების ადგილი გამოყოფილი იქნება:პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ასევე თავისუფლების მოედანზე.

ლოცვა, რომლის ხშირად წაკითხვასაც ილია მეორე მრევლს სთხოვდა

რამდენიმე წლის წინ ილია მეორემ ბარბარობის დღესასწაულზე მრევლს მის მიერ დაწერილი ლოცვა წაუკითხა. როგორც პატრიარქმა  მაშინ აღნიშნა, ლოცვა მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

სიონი პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი არ იქნება – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზმა ტვ პირველის ეთერში უახლოეს მომავალში პატრიარქის წმინდანად შერაცხვის შესახებ ისაუბრა.„ეს არ არის პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი. იმიტომ რომ ასეთი წესია, როცა შეირაცხება წმინდანად ადამიანი, უნდა გაიხსნას საფლავი, უნდა ამოასვენონ, და ღია სარკოფაგში გადაასვენონ. მე მომისმენია, რომ პატრიარქის სურვილი იყო სიონში დაკრძალულიყო, თუმცა მე ვთვლი, რომ ის სვეტიცხოველში უნდა დაკრძალულიყო. იმიტომ რომ სვეტიცხოველი საქართველოს სიმბოლოა და პატრიარქიც ხომ საქართველოს სიმბოლოა“ - განაცხადა ტვ პირველის ეთერში მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები აშშ-სა და ისრაელს გააოცებს

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაური აცხადებს, რომ ირანის „ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები“ აშშ-სა და ისრაელს „გააოცებს“.სეიედ მაჯიდ მუსავის თქმით, ირანი ღამით ისრაელის მიმართულებით მეტ რაკეტას გაუშვებს.„ამ მომენტიდან ვაცხადებ ირანის რაკეტების დომინირებას ოკუპირებული ტერიტორიების ცაზე. ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები აშშ-სა და ისრაელს გაოცებულს დატოვებს“, – განაცხადა მან.

ბოლო სიახლეები