ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, 500-მდე ადამიანი დასაქმდება, პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს – ირაკლი კობახიძე

დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

მისივე განცხადებით, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს.

„ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია Jan De Nul გეგმის თანახმად, 16 სექტემბრიდან, უკვე შეუდგა სამუშაოებს. პირველ ეტაპზე დადგეგმილია ნავასდგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება და ინტენსიური სამუშაოების შედეგად, უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიული პროექტის მშენებლობაში დიდი გამოცდილების და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია იქნება ჩართული. „იან დე ნული“ სწორედ  საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიას სრულად, ან ნაწილობრივ, განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორებიცაა – პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის გაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო. დამეთანხმებით, რომ ეს ჩამონათვალი უკვე მეტყველებს ამ კომპანიის განსაკუთრებულ გამოცდილებაზე და ჩვენ მოხარულები ამ კომპანიის ჩართულობით ვართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში. პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი წელიწადში. საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ზუსტდება წარმოდგენილი წინადადების დეტალები, რის შემდეგაც საპარტნიორო შეთანხმება და საკონცესიო შეთანხმება ახლო მომავალში გაფორმდება,“- განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრი წერს.„გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი.მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი აკაკის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.4. მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 19:49 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჯერ დაკონკრეტებული არ არის.

გოგა ჯაჯვანი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე სამ ოქროს მედალს დაეუფლა

ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 94 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჯაჯვანმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა.ატაცში ქართველმა ძალოსანმა 166 კგ დასძლია, აკვრაში 197 კგ-ს გაუმკლავდა, ხოლო მესამე ოქროს მედალს ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 363 კგ-ით დაეუფლა. გოგა ჯაჯვანი ასევე გახდა ევროპის რეკორდსმენი.იმავე წონით კატეგორიაში იასპარეზა გერვასი თაბაგარმა და აკვრის დისციპლინაში დაფიქსირებული 196 კგ-ით ვერცხლის მედალს დაეუფლა.ქართველი ძალოსნები ალბანეთში ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობენ.

ირაკლი კობახიძე – ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანისთვის შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება

თეორიულად შეუძლებელია, ადამიანებმა რვა საათი იმუშაონ სხვადასხვა სამსახურში, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გაეზარდოთ შესაბამის პირებს ანაზღაურება.„მიზანი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო საწარმოებში, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე დავზოგეთ 60 მლნ ლარზე მეტი.  არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები ერთდროულად, სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგანაც, თეორიულად შეუძლებელია, რვა საათი იმუშაონ ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური. ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება. არის დეფიციტური პროფესიები და არის შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. ასეთ პირობებში ჩვენ ფიქტიურად ან ხელოვნურად კი არ უნდა დავასაქმოთ ორგან და სამგან, უნდა შევთავაზოთ ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება. ეს იქნება სწორი პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილი

ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია: გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქართველოში საქმიანობის შესახებ და გერმანიის მთავრობის განმარტებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გარედან არის თავს მოხვეული და დაფინანსებული.„ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – ის, რომ გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი და მთავარი წამხალისებელი. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი, რასაც დედაქალაქის ქუჩებში ვხედავთ, არის გარედან თავს მოხვეული, დაფინანსებული. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, უცხოელების სახით, ქვეყნის შიგნით აქ, საქართველოში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან და მენეჯმენტს უწევენ აღნიშნულ ქმედებებს. ძალიან მძიმე და სამწუხაროა ეს ყველაფერი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ბოლო სიახლეები