პარასკევი, მაისი 8, 2026

ბიძინა ივანიშვილი: სახელმწიფოს არსია, დაიცვას სამშობლო, ჩვენ არავისთვის ვიღვწვით, მით უმეტეს, რუსეთისთვის, ჩვენ ვიღვწით საქართველოსთვის

ამ ხალხს ვერაფრით გაუთვითცნობიერებია, რომ საქართველოა ჩვენი სამშობლო, რომ სახელმწიფოს არსია დაიცვას სამშობლო, იდენტობა და ა.შ. ჩვენ არავისთვის არ ვიღვწვით, ჩვენ ვიღვწვით საქართველოსთვის, არც დასავლეთისთვის და მით უმეტეს, არც რუსეთისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უამრავი რამ გააკეთა ევროკავშირში გასაწევრიანებლად და საქართველოს აქვს საოცარი მიღწევები ყველა მიმართულებით, რითაც ჭეშმარიტი ევროპა ფასობს.

„რამდენი რამ გავაკეთეთ ევროკავშირში შესასვლელად აღარ ჩამოვთვლი. თვითონ ევროკავშირი რის კავშირია და რის საფუძველზე გახდა საინტერესო? სწორედ ქრისტიანულ ფასეულობებზე, ადამიანის ჰუმანურობაზე, თანაბარი კონკურენცია, ბიზნესის ხელშეუხებლობა, სასამართლო დამოუკიდებლობა – ისეთი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით, მსოფლიოს ქვეყნებს ვედრებით. მე გამოვედი რეიტინგებით, მსოფლიოს ან პირველი ვართ, ან სამეულში შევდივართ, ან ხუთეულში შევდივართ პროგრესით. საოცარი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით, ის რითაც ჭეშმარიტი ევროპა ფასობს, ევროპა ტერიტორია კი არაა, ევროპული ფასეულობებია, ჩვენ ვაჟას შვილიშვილები ვართ, ჩვენთვის ეს უცხო არ არის. ნახეთ ვაჟას ნაწერები და ნახეთ ადამიანის ჰუმანურობაზე და ადამიანის უფლებებზე რამდენი უწერია. სხვათა შორის გავიხსენებ, ერთი ადამიანის უფლებები მთავრდება იქ, სადაც ირღვევა მეორე ადამიანის უფლებები. როცა ლგბტ პროპაგანდაზე ვსაუბრობდით ჩვენ, ბევრს არ მოსწონს, ქუჩაში ამას ღაღადებენ, უკაცრავად იქ დავაბრუნე ნაწილი, ადამიანის უფლებები, მარტო მათ არ აქვთ უფლებები გვაქვს ჩვენც და სხვასაც, ვინც არ არის ამ საზოგადოების წევრი, ვისაც არ მოსწონს, მაგრამ თავს არ ესხმის და არ იბრძვის მის წინააღმდეგ.

ვუბრუნდები ევროკავშირის თემას, ჩვენ წაგიყვანთ ევროკავშირში, ამათ მიჰყავხართ რუსეთში, სად ჩანს? ყველა ფასეულობა რაც არის ევროპული „ქართულმა ოცნებამ“ საოცარი წინსვლა გააკეთა ყველა მიმართულებით. ჩვენ რეალური ევროპული ფასეულობების დაფუძნებას და ამ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო გვინდა და არა მოგონილი. ჩვენ წაგიყვანთო? და რით წაგიყვანენ? გასაგებია, რომ ხედავენ წინააღმდეგობას, მსგავსი გლობალური ძალისგან მართული ბიუროკრატები, იქაც ბევრია, მათ კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთში. რას გვსაყვედურობენ ჩვენ ძირითადად, მადლობა ღმერთს, რომ როგორ იქნა რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ რუსეთი სანქციებს არ შეუერთდა, რაც საქართველოს ეკონომიკას დაანგრევდა. ხაზარაძე გამოდის რუსეთს სანქციები დავუწესოთო, 1000-ლარიან პენსიას მოგცემთო. 100 ლარს ვერ გადაიხდის ვინც ეკონომიკა იცის, 100-ლარიან პენსიასაც კი ვერ გადაიხდის გარწმუნებთ ეგ სანქციები რომ დავაწესოთ. ასე უსინდისოდ ცრუობს. ევროკავშირში რით შეჰყავთ მათ და რით შეგვყავს ჩვენ – ომსაც დაიწყებდნენ და სანქციებსაც დაუწესებდნენ, აქ არის წინააღმდეგობა. „გამჭვირვალობის კანონსაც“ დააბრუნებდნენ, ლგბტ-ებსაც დააბრუნებდნენ. ეს არის სხვაობა, აი, ამით ბობოქრობენ. ქვეყანა არ უყვართ, უსამშობლოები არიან და ამით იქაჩებიან, რომ ჩვენ აი ამას ყველაფერს გაუკეთებთ და ჩვენ შეგიყვანთ გრიალით ევროპაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – მჯერა, სახელმწიფოს, მევენახეთა და მეღვინეების ძალისხმევით, ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ეკონომიკური სიძლიერისა და საერთაშორისო აღიარების გარანტი

სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება ხარისხის განუხრელი ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენი მიზანია, მსოფლიო ქართულ ღვინოს იცნობდეს, როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს, რომელიც 8 000-წლიან ტრადიციას მუდმივი განვითარებით აგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველოში 3 ათასამდე რეგისტრირებული მარანი და კომპანიაა, რაც აძლიერებს რეგიონებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.„ჩვენი მეღვინეობა დღეს მძლავრი და თანამედროვე ინდუსტრიაა. ბოლო ათწლეულში, ჩვენი მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად, საექსპორტო გეოგრაფია გაორმაგდა და დღეს ქართული ღვინო უკვე 70 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი. მასშტაბები შთამბეჭდავია: 2025 წელს ექსპორტირებულია 90 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რომლის ღირებულებამ 268 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს დინამიკა 2026 წელსაც გრძელდება.სახელმწიფო პოლიტიკამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ისიც, რომ მწარმოებლების რაოდენობა თითქმის 30-ჯერ გაიზარდა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ საქმეში ახალი თაობა ერთვება. დღეს საქართველოში 3 ათასამდე რეგისტრირებული მარანი და კომპანიაა, რაც აძლიერებს ჩვენს რეგიონებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მცირე და საოჯახო მარნების ნაწილში, რომლებმაც, სახელმწიფო მხარდაჭერისა და ბაზრების დივერსიფიკაციის შედეგად, პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეძლეს.სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება ხარისხის განუხრელი ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენი მიზანია, მსოფლიო ქართულ ღვინოს იცნობდეს, როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს, რომელიც 8 000-წლიან ტრადიციას მუდმივი განვითარებით აგრძელებს. მჯერა, ჩვენი – სახელმწიფოს, მევენახეთა და მეღვინეების ერთიანი ძალისხმევით, ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ეკონომიკური სიძლიერისა და საერთაშორისო აღიარების გარანტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლისთვის საქართველოა უპირველეს ყოვლისა! შესაბამისად , არაფერში ჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,“შეშფოთება” და “წუხილი”… წერია თამაზაშვილის განცხადებაში.

ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის პატიმრობის შესახებ ჩანაწერი, პროვოკაციული ნაბიჯია. ამის შესახებ განცხადებას ღარიბაშვილიც ცოლის ძმა, ალექსნადრე თამაზაშვილი ავრცელებს.  ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ მორიგ ანტიქართულ ანგარიშში ირაკლის შეყვანა და მოხსენიება არის ფარისევლური , ყალბი და მიზანმიმართულად პროვოკაციული ნაბიჯი, რაც აშკარად რადიკალურ-ექსტრემისტული ოპოზიციის ლობიზმის შედეგია.მათი ეს პრიმიტიული, მაგრამ ბინძური პროვოკაცია გათვლილია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში , მათთვის სასარგებლო ყალბი სპეკულაციების გასაჩენად , ინტრიგის შემოსატანად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად .ირაკლისთვის საქართველოა უპირველეს ყოვლისა! შესაბამისად , არაფერში ჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,“შეშფოთება” და “წუხილი”…-წერია თამაზაშვილის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარალენტის 2026 წლის მაისის ანგარიშში მოხვდა, სადაც ვკითხულობთ, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებების და ბრალის აღირების მიუხედავად, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.

ვოლსკი ესტონეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გამჭვირვალობის კანონზე: მათ შეუძლიათ გარეშე ძალისგან, შავი ფულისგან საკუთარი ქვეყანა დაიცვან, მაგრამ ამის უფლება საქართველოს არ აქვს

საკუთარივე ნაბიჯების მიუხედავად, დღემდე იმ პოზიციაზე არიან, რომ მათ შეუძლიათ გარეშე ძალისგან, შავი ფულისგან საკუთარი ქვეყანა დაიცვან, მაგრამ ამის უფლება საქართველოს არ აქვს, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ესტონეთის პარლამენტის მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებულ გამჭვირვალობის კანონს ეხმაურება.„ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის საკმაოდ უტიფარი, მზაკვრული პოზიცია, რომელიც საქართველოში სისხლის ღვრისა და დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებას ემსახურება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.ესტონეთი პოლიტიკაში გარე დაფინანსებას კრძალავს.

,,საქართველოს ხელისუფლებას მიზნად აქვს, რომ სახელმწიფოში კანონი კანონობდეს და კონსტიტუციური წესწყობილება იყოს შეუვალი” – ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს ხელისუფლებას მიზნად აქვს, რომ სახელმწიფოში კანონი კანონობდეს და კონსტიტუციური წესწყობილება იყოს შეუვალი", - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი საუბრობს.მისი თქმით, სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპი ნებისმიერ დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას ითვალისწინებს."საქართველოს ხელისუფლებას მიზნად აქვს, რომ სახელმწიფოში კანონი კანონობდეს და კონსტიტუციური წესწყობილება იყოს შეუვალი. არა მარტო ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლები იყვნენ დამნაშავე - დემონსტრანტი იქნება ეს თუ სხვა პირი, არამედ, რა თქმა უნდა, სამართალდამცავიც და ამ გზით მიდის სახელმწიფო. ბუნებრივია, რომ ამას სჭირდება პოლიტიკური ნებაც და ამას სჭირდება კონკრეტული ქმედებებიც. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბატონი მამუკა მდინარაძის როლი არის გამოკვეთილი, რაც მან ამ პოზიციაზე დაიწყო მუშაობა, ეს სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახური იყო თუ კოორდინაცია მთავრობაში სამართალდამცავი და საგამოძიებო საქმიანობის, განსაკუთრებით რომელსაც ასეთი რეზონანსული სახე აქვს, ამან რომ თავის შედეგი მოიტანა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

შალვა პაპუაშვილი – ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ კარგად იცის ჩვენი პოზიცია, რა არის გასაკეთებელი აშშ-ის მხრიდან, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს და თვისებრივად ახალი შინაარსი შეიძინოს

იმედია, სათანადო ნაბიჯები გადმოიდგმება აშშ-ისგან, რომ იყოს სერიოზული და თანაბარ დონეზე საუბარი, თუ რა ინტერესები აქვთ ჩვენს ხალხებს და როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ საკუთარი ხალხების ინტერესებით იმოქმედოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.„დიდი ხანია, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ჩვენი პოზიცია კარგად იცის. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს და ამ ურთიერთობებმა თვისებრივად ახალი შინაარსი შეიძინოს. ჩვენ არ ვსაუბრობთ დაბრუნებისკენ იქ, სადაც პრინციპში იყო ცარიელ ფურცელზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და, სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციის შემთხვევაში იყო საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, ხელისუფლების შეცვლის მცდელობები არადემოკრატიული გზით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, როდესაც ქართული მხარე ამბობს სიტყვა პარტნიორობას, არ გულისხმობს დაბრუნებას და აღდგენას, არამედ თვისებრივად ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე.„ამიტომ ჩვენ ამ მხრივ ძალიან ღია და გულწრფელი ვართ ნებისმიერი პარტნიორის თუ პოტენციური პარტნიორის მიმართ და ასევე ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იმედია, სათანადო ნაბიჯები გადმოიდგმება ამერიკის შეერთებული შტატებისგან იმ თვალსაზრისით, რომ იყოს სერიოზული და თანაბარ დონეზე საუბარი იმაზე, თუ რა ინტერესები აქვთ ჩვენს ხალხებს და როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ საკუთარი ხალხების ინტერესებით იმოქმედოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები