ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

ბიძინა ივანიშვილი: ხშირად, საზოგადოებას აცხოვრებენ ვირტუალურ რეალობაში, ამის მცდელობა საქართველოში არ იმუშავებს და ეს ვერ გაუგიათ, ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე და მისგან მომდინარე ხიფათზე, ტელეკომპანია „ იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

 

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ლიბერალური იდეოლოგიის დამფუძნებლები, მედიის ტოტალურ მონოპოლიზებას ახერხებენ, როგორც ეს თავის დროზე, საქართველოში მოახერხეს. ივანიშვილის განმარტებით, როცა განსხვავებული, კრიტიკული აზრი არ ისმის, მარტივია საზოგადოება დააჯერო ვირტუალურ რეალობაში, რაც საქართველოში ვერ იმუშავებს, ვინაიდან ქვეყანაში რეალური დემოკრატიაა.

„იდეოლოგია რასაც ლიბერალურს უწოდებენ დღეს ლიბერალები, საკმაოდ არა, ვიტყოდი, ძალიან სახიფათოა და ის იდეოლოგები, ვინც არიან ამის დამფუძნებლები, პარალელურად, რა თქმა უნდა, ახერხებენ, როგორც საქართველოში მოახერხეს, ისე ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, მედიის ტოტალურ მონოპოლიზებას – განსხვავებული აზრი არ ისმის, კრიტიკული აზრი არ ისმის, შესაბამისად, ძალიან ხშირად, საზოგადოებას აცხოვრებენ ვირტუალურ რეალობაში და ჰგონიათ, რომ ესაა რეალობა. ამის მცდელობა საქართველოში არ იმუშავებს და ეს ვერ გაუგიათ.

ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია, აბა ნახეთ, რამდენი ტელევიზიაა? თუნდაც, რამდენს გახსნიან ხვალვე – ეს არ არის ის დრო, რა დროც იყო, გახსოვთ ხომ, თეფშები როგორ დაგვიყადაღეს და როგორ გვიკრძალავდნენ, რომ როგორმე დამოუკიდებელი ინფორმაცია გვქონოდა, საინფორმაციო წყარო გვქონოდა.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯილდო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (სჟა) პრეზდენტმა, გიგა გვენცაძემ გადასცა.კვარაცხელია რომ ყოველწლიური გამოკითხვის გამარჯვებული იყო, 31 იანვარს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული დაჯილდოვების ცერემონიალზე გაირკვა. მაგრამ ქართველი ვარსკვლავი „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად იმყოფებოდა და ჯილდოს მიღება პირადად ვერ შეძლო.სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვა პირველად 1964 წელს ჩატარდა. ამ ხნის მანძილზე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი 5 ფეხბურთელი გახდა. 1964 წელს სლავა მეტრეველი, 1967 წელს მურთაზ ხურცილავა, 1981-ში რამაზ შენგელია, 2023-ში ხვიჩა კვარაცხელია, 2024-ში კი – გიორგი მამარდაშვილი.კვარაცხელია ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ორჯერ – 2023 და 2025 წლებში დასახელდა.

„ჩემი ყველაზე კეთილი და აღარ მყავს“ – ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: "ჩემი ყველაზე კეთილი და აღარ მყავს. მართლა სად ხარ, ღმერთო? აღარ მჯერა, რომ არსებობ სადმე", - წერს მარიამ გაფრინდაშვილი.გარდაცვლილი ირმა გაფრინდაშვილია, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ახლობლები წერენ, რომ მარიამ გაფრინდაშვილის და ავტოავარიას ემსხვერპლა. მარიამ გაფრინდაშვილი 15 წელზე მეტია, რაც ჟურნალისტია. მისი მიმართულება კრიმინალური ამბების გაშუქება და საგამოძიებო რეპორტაჟების მომზადებაა. მარიამ მაყურებელს არაერთხელ უნახავს ქვეყნის მთავარი მოვლენების ეპიცენტრში. 

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი“ მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (წონა - 99,11 გრამი  ) და ვერცხლის (წონა - 335,33 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 26 066 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის 1000 ლარით დაჯარიმდა.

ულტრამემარჯვენე ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გამართულ აქციაზე ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადეს

ულტრამემარჯვენე ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გამართულ აქციაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ უნგრეთი ევროპის მომავლისთვის ბრძოლის მთავარ ასპარეზად წარმოაჩინეს და ამომრჩევლებს მოუწოდეს, რომ 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში ორბანის გუნდს მისცენ ხმა.უნგრეთის დედაქალაქში გამართულ შეკრებაზე ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროსკეპტიკოსების ჯგუფის, „პატრიოტები ევროპისთვის“, ისეთმა ფიგურებმა, როგორებიც არიან მარინ ლე პენი, მატეო სალვინი, ანდრეი ბაბიში და სხვები. მათ შორის იყო პოლონელი დეპუტატი, კშიშტოფ ბოსაკიც.საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა ორბანს „შორსმჭვრეტელი ლიდერი და გზამკვლევი“ უწოდა და აქციის მონაწილეებს მიმართა: „თქვენ, უნგრელი ამომრჩევლები, 12 აპრილს ასევე გზამკვლევები იქნებით“.„ვიქტორ, შენი გამბედაობა მომდინარეობს რწმენიდან, რომ შენი ერის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებ, - თქვა მან, - ერისადმი შენი ურყევი ერთგულება გაძლევს ძალას, რომ ზეწოლასა და შანტაჟს გაუძლო და შეეწინააღმდეგო“.იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ უნგრულ ენაზე წარმოთქვა, რომ „ვიქტორ ორბანი ნამდვილი გმირია“.პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვიცე-სპიკერმა, ბოსაკმა აღნიშნა: „წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ უნგრეთი, პოლონეთი და რეგიონის სხვა ქვეყნები გლობალისტებს უნდა დაემორჩილონ“.„დღეს ვითარება განსხვავებულია, ევროპას ჩვენი საღი აზრი სჭირდება, - განაცხადა მან, - გლობალისტები ევროპელების უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და იდენტობას ანადგურებენ“.ნიდერლანდელმა ულტრამემარჯვენე ლიდერმა, გერტ ვილდერსმა, აქციაზე გამოსვლისას, ხაზი გაუსვა, რომ მისთვის „პატივია, მხარი დაუჭიროს შესანიშნავ ლიდერსა და ძვირფას მეგობარს, ვიქტორ ორბანს“, ბოლოს კი შეკრებილ საზოგადოებას მიმართა: „თქვენი პრემიერ-მინისტრი ჰგავს ლომს, ცხვრების მიერ მართულ კონტინენტზე“.ესპანური პარტია „ვოქსის“-ის ლიდერის, სანტიაგო აბასკალის თქმით, ორბანმა დაამტკიცა, „რომ ყველაფერი შესაძლებელია“ და უნგრელებს მოუწოდა, „ბრიუსელის მარიონეტებს“ არ მისცენ იმის წართმევის უფლება, რასაც უკვე მიაღწიეს.ღონისძიების დასასრულს, ორბანმა განაცხადა, რომ პატრიოტები „ბრიუსელის აღებას და მის გარდაქმნას“ აპირებენ.„ჩვენ გვინდა კავშირი, რომელიც სუვერენული ერების ალიანსი იქნება. ჩვენ არ გვინდა ფედერაცია, არ გვინდა „უფრო მჭიდრო კავშირი“. ჩვენ გვინდა სუვერენული, ამაყი ევროპელი ერები“, - აღნიშნა მან.„ისინი, ვისაც დღეს აქ ხედავთ, სამ წელიწადში ევროკავშირის ლიდერები იქნებიან. ბრიუსელის ლიბერალური ელიტა სუსტდება, მაშინ როცა ევროპელი პატრიოტები ძლიერდებიან“, - დასძინა ორბანმა.ჯგუფს „პატრიოტები ევროპისთვის“, რომელიც 2024 წელს შეიქმნა, ევროპარლამენტში ამჟამად 84 დეპუტატი ჰყავს. წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)

Associated Press – ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო

ირანმა შეერთებული შტატებისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო, - ინფორმაციას Associated Press-ი ორ პაკისტანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.წყაროების განცხადებით, წინადადება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანქციების შემსუბუქება, სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობა, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებას, რაკეტების შეზღუდვების და ჰორმუზის სრუტის გავლით გემების გადაადგილება.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროცესს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობენ. ირანული მხარე მოლაპარაკებების მიმდინარეობას არ ადასტურებს.ამასთან, Reuters-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა შეიმუშავა და თეირანს გაუგზავნა 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.

ბოლო სიახლეები