კვირა, მაისი 10, 2026

ბიძინა ივანიშვილი: განსაკუთრებული საარჩევნო გარემოა, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ დაძაბულია, რამე თუ, პირველადი შეფასება უკვე გააკეთა ეუთო/ოდირმა და საკმაოდ პოზიტიური

განსაკუთრებული გარემოა, შემიძლია ამას ხაზი გავუსვა. განსაკუთრებით დაძაბულია – ასე ვერ ვიტყოდი, რამეთუ, პირველადი შეფასება უკვე გააკეთა ეუთო/ოდირმა და საკმაოდ პოზიტიური, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ივანიშვილის განმარტებით, საქართველოში, სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ გარკვეული თანამდებობის პირები და ბიუროკრატები, რომლებიც კოორდინაციაში არიან ოპოზიციასთან, თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მმართველ გუნდსა და საზოგადოებას უკვე დიდი გამოცდილება აქვს.

„სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ, მათ რიცხვში, ჩვენი სამეგობროდან გარკვეული თანამდებობის პირები, გარკვეული ბიუროკრატები კოორდინაციაში არიან და კორელაციაში არიან ოპოზიციურ სპექტრთან, მაგრამ, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, თავშივე, რომ ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე „ქართულ ოცნებას“ და ქართულ საზოგადოებას. აი, დეჟავიუ – ძალიან ბევრი რამაა ისეთი, რაც უკვე გვინახავს. დავასწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ არაფერიც არ მოხდება, [არჩევნების] მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ, ერთ რამეს აქვე გავუსვამ ხაზს, ალბათ, კითხვები შემდგომში გექნებათ და მექნება საშუალება, გავაკეთო ამაზე აქცენტები, რომ ყველა დღეს – ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე, ორი თვე – სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი, იქნება ძალიან დაძაბული ვითარება გეოპოლიტიკურად და შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი – სწორედ დასავლეთი ომობს რუსეთთან უკრაინელების ხელით, ეს უკვე ყველასთვის გასაგები გახდა

დასავლელმა პოლიტიკოსებმა ყველა მოატყუეს, დაწყებული დაპირებით, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. ამ ყველაფერმა კი უკრაინაში კონფლიქტი გამოიწვია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.„დასავლეთის ამ ფიგურებმა, რომლებიც ცდილობენ უკრაინის გამოყენებას თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ყველა მოატყუეს და ახლა ამაზე საჯაროდ საუბრობენ. და ჩვენი მოტყუება დაიწყეს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში. ნატო არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს აღმოსავლეთისაკენ – ასე გვეუბნებოდნენ მაშინ. და რა გამოვიდა? სად არის ეს? აი, ამ ყველაფერმა   ერთობლიობაში, გამოიწვია დღევანდელი სიტუაცია“, – აღნიშნა პუტინმა.მისი თქმით, სწორედ დასავლეთი ომობს რუსეთთან უკრაინელების ხელით.„ისინი ჩვენთან ომობენ, უკრაინელების ხელით, მაგრამ, გავიმეორებ, ეს უკვე ყველასთვის გასაგები გახდა“, – აღნიშნა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებაზეც. მისი თქმით, ფინეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდა იმ იმედით, რომ რუსეთში ყველაფერი ჩამოიშლებოდა და ისინი რაღაცის ხელში ჩაგდებას შეძლებდნენ.„რატომ გაწევრიანდა ფინეთი ნატო-ში? ფინეთთან რაიმე სახის ტერიტორიული დავა გვქონდა? – არა. ყველაფერი დიდი ხნის წინ მოგვარდა, არაფერი იყო საჭირო და ფინეთის ხელმძღვანელობას ეს ძალიან კარგად ესმოდა. რატომ შეუერთდნენ ნატო-ს? – იმ იმედით, რომ აქ ყველაფერი ჩამოიშლებოდა და ისინი მაშინვე რაღაცებს ხელში ჩაიგდებდნენ“, – განაცხადა პუტინმა.

დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში სამხედრო გემს აგზავნის

დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში სამხედრო გემს აგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.სამინისტროს განცხადებით, სამეფო საზღვაო ძალების HMS Dragon-ის ტიპის გემი მონაწილეობს განაღმვით ოპერაციებში და დაიცავს გემებს მკაცრი თავდაცვითი გეგმის ფარგლებში.„წინასწარი განთავსების გეგმა უზრუნველყოფს, რომ გაერთიანებული სამეფო მზად იყოს, საფრანგეთთან ერთად, ერთობლივი ხელმძღვანელობით შექმნილი მრავალეროვნული კოალიციის შემადგენლობაში, სრუტის უსაფრთხოების დასაცავად, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადეს სამინისტროში.

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე – საკითხს სჭირდება ზედმიწევნით ზუსტი და მხოლოდ პროფესიულ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები

ყველა რეალურად ანგარიშგასაწევი ექსპერტი ამ სფეროში, ვისაც მართლა შეიძლება, დავეყრდნოთ, საუბრობს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში მტკიცებულებების მოძიება მიმდინარეობს, მოწმდება სხვადასხვა წყარო და კეთდება შესაბამისი დასკვნები. ისინი კი, ვინც დღეს ფაქტებს აყალბებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ამ მედიკამენტს კონკრეტულად დღეს, ამ დრომდე, ბრიტანეთზე ადრე არ ყიდულობს, აბსოლუტურად მოკლებულნი არიან რეალურ მსჯელობას. ეს არის პოლიტიკურად ან კომერციულად მიკერძოებული, სრულიად არაჯანსაღი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებზე საუბრისას.მინისტრის თქმით, საკითხზე საჯარო განცხადებების გაკეთებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიულ ეთიკასა და პასუხისმგებლობას, რადგან არაზუსტმა ან არასწორად ინტერპრეტირებულმა ინფორმაციამ შესაძლოა, საზოგადოება და განსაკუთრებით პაციენტები შეცდომაში შეიყვანოს.„ეთიკური და მორალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება პრობლემურია. ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული ექიმის შემთხვევაში, ეს პოლიტიკური მიკერძოება უკვე პროფესიულ ღირსებასაც ჩრდილავს.ორი კვირის წინ, როდესაც ბრიტანეთის მაგალითზე ვსაუბრობდი და ვამბობდი, რომ ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ იყო, გულწრფელად – ემპათიის, სოლიდარობის და სხვა მრავალი მიზეზის გამო – ველოდებოდი გადაწყვეტილების მიღებას. ამ ფონზე კი გარკვეული ჯგუფები ბრალდებებს აყალიბებდნენ მაშინ, როდესაც ბრიტანეთს გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა, ხოლო სხვა ქვეყნებს, მათ შორის, შვედეთსა და დანიას, დღემდე არ აქვთ მიღებული გადაწყვეტილება „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით. განა ისინი არ არიან ევროპული სახელმწიფოები?“ – განაცხადა მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი სპეციალისტებისგან მედიკამენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებენ.„შვედეთი, რომელსაც უზარმაზარი კვლევითი შესაძლებლობები აქვს, აცხადებს, რომ აკვირდება, რამდენად უკეთეს შედეგს იძლევა „ვამოროლონი“ იმ „კორტიკოსტეროიდთან“ შედარებით, რომელსაც თავადაც იყენებს. იგივე პრეპარატი გამოიყენება საქართველოშიც. ისინი არ ჩქარობენ და ფიქრობენ, ღირს თუ არა „დეფლაზაკორტის“ „ვამოროლონით“ ჩანაცვლება. ანალოგიური მიდგომაა „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებითაც. საფრანგეთმა კი ამ პრეპარატზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საუბარია მძიმე გვერდით მოვლენებზე. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება ზედმიწევნით ზუსტი, აკურატული და მხოლოდ პროფესიულ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კაია კალასი – ევროკავშირი იდეალური არ არის – ის საიმედოა და სწორედ ეს არის მთავარი

ევროკავშირი იდეალური არ არის - ის საიმედოა და სწორედ ეს არის მთავარი,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მისი თქმით, ევროკავშირი არის ადგილი, რომელსაც ადამიანები უბრუნდებიან, როცა სახლში დაბრუნება სჭირდებათ და ადგილი, რომლისკენაც სხვები იყურებიან, როცა ღირსეული მომავლის აშენების იმედი აქვთ. ,,ბუნდოვანების პერიოდში ყველაზე კარგად ჩანს, რა არის სინამდვილეში მნიშვნელოვანი. გადაადგილების თავისუფლება, ერთიანი ბაზარი, რომელიც მუშაობს, თაობების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების მაღალი სტანდარტი, და, უპირველეს ყოვლისა - მდგრადი მშვიდობა. ეს არის ის, რაც ევროკავშირმა თავისი ისტორიის განმავლობაში თანმიმდევრულად უზრუნველყო. ადამიანებს, რომლებიც ამ დაპირებას იმედით შეჰყურებენ, სჭირდებათ იცოდნენ, რომ ის ხვალაც შესრულდება. ევროკავშირი იდეალური არ არის. მაგრამ უკვე 75 წელზე მეტია, ამ დაპირებას ასრულებს. ის საიმედოა - და სწორედ ეს არის მთავარი. ევროკავშირი არის ადგილი, რომელსაც ადამიანები უბრუნდებიან, როცა სახლში დაბრუნება სჭირდებათ და ადგილი, რომლისკენაც სხვები იყურებიან, როცა ღირსეული მომავლის აშენების იმედი აქვთ. სახლი იქ არის, სადაც გულია. და დღეს, ჩვენი გულები ევროპაშია. გილოცავთ ევროპის დღეს”,- ნათქვამია კაია კალასის განცხადებაში.

გიორგი შარაშიძე – ყველას ვურჩევ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ

4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის შემოქმედებთან ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს და არც გვექნება არასოდეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იქნეს გამოყენებული.„4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის შემოქმედებთან ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს და არც გვექნება არასოდეს. ის, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, იყო სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაცია, რომელმაც, ნაცვლად გაძლიერებისა, დაასუსტა ოპოზიციური მოძრაობა და გააძლიერა „ქართული ოცნება“. ჩვენთვის 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ერთიანობის დღე და ნებისმიერი მცდელობა, რომ ქართველი ხალხის ერთიანობაში რაღაც წინააღმდეგობა იყოს შეტანილი, მიუღებელია. ყველას ვურჩევ, რომ ასეთი ღირებული დღესასწაული, როგორიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, არ იყოს გამოყენებული საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და საკუთარი მომხრეებთან ერთად, რაც უნდათ, ის გააკეთონ“, – განაცხადა შარაშიძემ.

ბოლო სიახლეები