პარასკევი, თებერვალი 13, 2026

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბათუმში მეცნიერების ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტისა და 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრებმა და სტუდენტებმა ბათუმში მეცნიერების ფესტივალზე – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალზე, საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტებისთვის დათმობილი 40 სტენდიდან 6-ზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და სტუდენტების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების წვლილი ახალგაზრდა თაობის მკვლევართა აღზრდაში უსაზღვროდ დიდია. თამარ ლომინაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტმა ფესტივალის ფარგლებში წარმატებით მიიღო მონაწილეობა გორსა და ქუთაისში გამოფენებზე.

„სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც ჩატარდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა მხარდაჭერას. ფესტივალმა სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდების მეცნიერებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. მსგავსი ღონისძიებები არის ერთგვარი მოტივაცია მომავალი თაობისთვის, გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ქართული მეცნიერების პოპულარიზაციას. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებს ფესტივალზე აქტიური და წარმატებული მონაწილეობისათვის”, – აცხადებს თამარ ლომინაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, მეცნიერების ფესტივალზე – “ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა ექსპოზიციებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი: მთავარია, ახალგაზრდამ იცოდეს, სადაა მოთხოვნა. კარგად ვიცით, ბაზარზე არაა იურისტსა და ეკონომისტზე მოთხოვნა, მაგრამ გვაქვს აგრონომიის, გეოლოგიისა და სხვა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტების...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა განათლების რეფორმაზე. დეპუტატმა თქვა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციები უსაფუძვლოა.მან ხაზი გაუსვა, პედაგოგიური მიმართულების მნიშვნელობას და აღნიშნა ისიც, რომ ბაზარზე სერიოზული მოთხოვნაა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტებზე.„აგრონომის, ვეტერინარისა და სხვა ძალიან ბევრ პროფესიაზე მაღალი მოთხოვნაა და ანაზღაურებაც დიდია. ჩვენ ვსაუბრობთ ფერმერობის განვითარებაზე. ამ ფერმერებს ვეტერინარი ხომ სჭირდებათ, ათასობით ჰექტარი მიწის დამუშავებაში ხომ აგრონომია საჭირო“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.მისი სიტყვებით, განათლების რეფორმა ეტაპობრივად აღმოფხვრის ბაზარზე არსებულ ხარვეზებს, პროფესიებზე მოთხოვნასთან დაკავშირებით.„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციებს არ აქვს არანაირი საფუძველი. ხომ ყველამ კარგად ვიცით, რის ბაზაზე შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი? ის შეიქმნა პედაგოგიური ინსტიტუტის, უცხო ენების ინსტიტუტისა და ფიზკულტურის ინსტიტუტის ბაზაზე. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა კავშირშია ქიმიის ფაკულტეტი იურიდიულ ფაკულტეტთან, იგივე შეგვიძლია ვთქვათ პედაგოგიურ ინსტიტუტსა და ფიზკულტურის ინსტიტუტზე. პედაგოგიური უმაღლესი სასწავლებელი კი ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი იმაზეა, რომ განათლების რეფორმა საჭირო იყო. ამას თავად ნაციონალური მოძრაობაც ამბობდა წლების განმავლობაში და საყვედურობდა კიდეც ხელისუფლებას განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო. როცა ჩვენ, „ხალხის ძალამ“ შევისწავლეთ განათლების რეფორმის ძირეული საკითხები, რა თქმა უნდა, გვქონდა კითხვები. მათ ნაწილზე პასუხები მივიღეთ, გარკვეულმა პასუხებმა კი არ დაგვაკმაყოფილეს, მაგრამ გაგრძელდა კონსულტაციები და ის შედეგი დადგა, რაც ვნახეთ. მთავარი ისაა, ახალგაზრდამ იცოდეს, სადაა მოთხოვნა. კარგად ვიცით, ბაზარზე რომ გახვიდე, არაა იურისტსა და ეკონომისტზე მოთხოვნა, მაგრამ გვაქვს აგრონომიის, გეოლოგიისა და სხვა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტების ნაკლებობა. როდესაც ახალგაზრდა ხედავს, რომ ბაზარზე მაღალი კონკურენციაა და იურისტი, ეკონომისტი აღარაა საჭირო, იღებს გადაწყვეტილებას, წავიდეს კოლეჯში წელიწად-ნახევრით ან ორი წლით. აგრონომის, ვეტერინარისა და სხვა ძალიან ბევრ პროფესიაზე მაღალი მოთხოვნაა და ანაზღაურებაც დიდია. ჩვენ ვსაუბრობთ ფერმერობის განვითარებაზე. ამ ფერმერებს ვეტერინარი ხომ სჭირდებათ, ათასობით ჰექტარი მიწის დამუშავებაში ხომ აგრონომია საჭირო. ასე რომ, აღარ იქნება აუცილებელი, ყველამ ან ყველა მეორემ უმაღლესი უნივერსიტეტი რომ დაამთავროს და მერე ეძებოს სამსახური. ეს შედეგი კი დადგება ნელ-ნელა, სწორედ ამ რეფორმების შედეგად“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დონალდ ტრამპი – ვამაყობდი, რომ ვიქტორ ორბანს 2022 წელს ხელახლა არჩევაში ვუჭერდი მხარს, დიდი პატივია ამის კიდევ ერთხელ გაკეთება, მოუთმენლად ველოდები მასთან მჭიდრო თანამშრომლობის...

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანი ძლიერი  ლიდერია, რომელსაც „ფენომენალური შედეგების” მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ორბანი უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის და არალეგალური იმიგრაციის შესაჩერებლად დაუღალავად იბრძვის.ამასთან, დონალდ ტრამპმა მას საპარლამენტო არჩევნებში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორბანი გაიმარჯვებს.„უნგრეთის უაღრესად პატივსაცემი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ნამდვილად ძლიერი და ძლევამოსილი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს. ის დაუღალავად იბრძვის, მას უყვარს თავისი დიდი ქვეყანა და ხალხი, ისევე როგორც მე ამერიკის შეერთებული შტატები. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, არალეგალური იმიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად! უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებს მიაღწია და აღსანიშნავი მიღწევები ჩემი ადმინისტრაციის დროს, ძირითადად პრემიერ-მინისტრ ორბანის წყალობით მოხდა.მოუთმენლად ველოდები მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ჩვენმა ორივე ქვეყანამ შეძლოს წარმატებისა და თანამშრომლობისკენ მიმავალი ამ უზარმაზარი გზის წინსვლა. მე ვამაყობდი, რომ ვიქტორს 2022 წელს ხელახლა არჩევაში ვუჭერდი მხარს და დიდი პატივია ამის გაკეთება კიდევ ერთხელ. ვიქტორ ორბანი ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისთვის – ის უნგრეთის დიდებულ ხალხს იმედს არასოდეს გაუცრუებს!“- წერს ტრამპი.ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.

თამარ ტალიაშვილმა და კონგრესმენმა, აბრაჰამ ჰამადემ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადესთან (R), რომელიც არიზონას შტატს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტალიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.მისივე ცნობით, შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისა და არსებული დინამიკის შესახებ ისაუბრეს.„კონგრესმენი ჰამადე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საკითხების კომიტეტების წევრია. კონგრესში არჩევამდე იგი არიზონას შტატში პროკურორის თანამდებობას იკავებდა; კონგრესმენი ჰამადე ასევე არის კონტრ-ტერორიზმის უსაფრთხოების ოფიცერი.შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისა და არსებული დინამიკის შესახებ ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონისა და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე აქტუალურ საკითხებს. ამავდროულად, ხაზი გაესვა სუვერენიტეტის დაცვისა და სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობას.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას, პოტენციალსა და როლს შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით. აღინიშნა საერთო ინტერესებზე დამყარებული ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქართველმა ტყვიის მსროლელმა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.შერეულ წყვილთა ტურნირში ახალგაზრდებს შორის პნევმატური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის წყვილმა.ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა წყვილმა ესპანელი დუეტი ანგარიშით 17:9 დაამარცხა.14 თებერვალს ტურნირის ინდივიდუალურ პირველობაზე მარიამ მარშავა და გიორგი მუმლაძე უკვე ცალ-ცალკე იასპარეზებენ.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

თემურ მიქელაძე: ჰაერის დამაბინძურებლებმა შესაძლოა ნიადაგიც დააზიანოს, წყალიც, გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებები. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველანაირი ზომა, რომ ეს მავნე ზემოქმედების ფაქტორები დროულად იქნას მოცილებული

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გართულება შესაძლოა არ გამოვლინდეს დღეს, თუმცა ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს მოზრდილობაში გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, ფილტვის ქრონიკული დაავადება, სხვადასხვა ონკოლოგიური პათოლოგია, - განუცხადა „ქრონიკას“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ.მისი განმარტებით, ჰაერის დაბინძურება ხდება სამრეწველო და ავტომანქანების გამონაბოლქვით. ცალკე არის სმოგი, როდესაც მძიმე ნაწილაკებით ბინძურდება ჰაერი.„სმოგის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს გამონაბოლქვი, ან მტვრისგან მოტანილი მძიმე ნაწილაკები. განსაკუთრებით ბავშვებში ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები, განსაკუთრებით ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად, უბრალოდ იმავე ბავშვებში ქრონიკული დაავადებები არ გვაქვს. ძირითადად ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები აღიქვამენ ჰაერის დაბინძურებას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის პათოლოგია. თუ არის რაიმე პათოლოგია დავუშვათ ნევროლოგიური გართულება, თავის ტკივილი, დაძაბულობა, ზედმეტი აღგზნებულობა, სუნთქვის უკმარისობის გამოვლინება, ასევე ბრონქულ ასთმასთან მდგომი დაავადებები. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გართულება შესაძლოა არ გამოვლინდეს დღეს, თუმცა ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს მოზრდილობაში გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, ფილტვის ქრონიკული დაავადება, სხვადასხვა ონკოლოგიური პათოლოგია. ჰაერის დამაბინძურებლებმა შესაძლოა ნიადაგიც დააზიანოს, წყალიც და ამან შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებები და პრობლემები გამოიწვიოს. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველანაირი ზომა, რომ ეს მავნე ზემოქმედების ფაქტორები დროულად იქნას მოცილებული“, - აღნიშნა ექიმმა.

ბოლო სიახლეები