პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024

ჯანდაცვის მინისტრი – კლინიკების არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, რადგან ამას სჭირდება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა – ვეცდებით პაციენტის საუკეთესო ინტერესების რელევანტური იყოს გადაწყვეტილებები

კლინიკების არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, იმიტომ რომ ამას სჭირდება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც დღეს შეიძლება მხოლოდ დიდ კლინიკებს ხელეწიფებოდეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მცირე საშუალო ზომის კლინიკების დაჩაგვრა უწყების ინტერესში არ შედის, შესაბამისად, პროცესს “გულისყურით მიუდგებიან” და გადაწყვეტილებები პაციენტების ინტერესების რელევანტური იქნება.

“რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან, როდესაც ეს საკითხი შემოვიდა დღის წესრიგში, არის გადავადების, ან მოდიფიცირების ვერსია, რომელიც შეიძლება იყოს განსახილველი. რა იქნება გადაწყვეტილება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო კლინიკებს რომ თავი დავანებოთ, რომლის ჯამური მასშტაბი სულ 15%-ს არ აღემატება, იმ დარჩენილ 85%-ში, კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, იმიტომ რომ ამას სჭირდება მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც დღეს შეიძლება მხოლოდ დიდ კლინიკებს ხელეწიფებოდეთ, მცირე საშუალო ზომის კლინიკების დაჩაგვრა, რა თქმა უნდა არ შედის ჩვენს ინტერესში. ამიტომ, ამას რა თქმა უნდა გულისყურით ვუდგებით. ვეცდებით პაციენტის საუკეთესო ინტერესების რლევანტური იყოს გადაწყვეტილებები”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის 70 წლისთავის ღონისძიებების ფარგლებში, CERN-ის საბჭოს პრეზიდენტსა და დელეგაციას შეხვდა

აქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამეცნიერო ცენტრის - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN - the European Organization for Nuclear Research) 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, CERN-ის საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ კოსტას ფონტასს და CERN-ის მეცნიერთა წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საქართველო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი CERN/CMC კოლაბორაციის იმ წევრ ქვეყნებსა და წევრ უნივერსიტეტებს შორის არიან, რომელთაც ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის დელეგაცია, საიუბილეო თარიღის ფარგლებში, საქმიანი ვიზიტით სტუმრობს. რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და CERN-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის საბჭოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, პროფესორმა კოსტას ფონტასმა დღეს პირველი გაფართოებული შეხვედრა გამართეს, რომელშიც მონაწილეობდნენ CERN-ის ცნობილი მეცნიერები - CMS კოლაბორაციის რესურსმენეჯერის მადგილე ანჟეი ხარკიევიჩი, CMS/HGCal კორდინატორი დევიდ ბარნი, CMS/RPC სუბდეტეტორის ხელმძღვანელი სალვატორე ბუონტემპო, CERN-ის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კოორდინატორი, არაწევრი ქვეყნების კომიტეტის ხელმძღვანელი ლუჩანო მუსა, CMS-ის ლიდერი ტიციანო კამპორეზი, CMS-ის წამყვანი მეცნიერი კიარა მარიოტი, CMS-ის რესურსების კოორდინატორი კირსტი ასპოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, სტუ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი იაპონელი მეცნიერი, იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციის (KEK) ეგიდით, იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექს J-PARC-ში მიმდინარე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი COMET ექსპერიმენტის მენეჯერი, იაპონიის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მრჩეველი სატოში მიჰარა. შეხვედრას, რომელიც რექტორმა დავით გურგენიძემ გახსნა, ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი CERN-ში და ასევე, უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ლიდერი CERN-ში - ზვიად წამალაიძე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები და მიწვეული ქართველი მეცნიერები. დავით გურგენიძემ CERN-ის საბჭოს პრეზიდენტსა და მეცნიერებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაფართოების იმ შესაძლებლობებზე, რაც დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მიმდინარე CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლებისა და მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC – Future Circular Collaider) რეალიზების სამუშაოებში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის სამომავლო მონაწილეობას მოიცავს. რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CMS-კოლაბორაციის წევრია. როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ფიზიკოსები, ინჟინრები და IT-სპეციალისტები CERN/CMS ექსპერიმენტში აქტიურად მონაწილეობენ, რაშიც დიდია საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერა და ორგანიზაციული ხელშეწყობა. „ბედნიერი ვარ, რადგან თვითონ ვარ თვითმხილველი იმ უდიდესი სამეცნიერო სამუშაოებისა, რომელიც CERN-ში მიმდინარეობს და ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები და ინჟინრები მონაწილეობენ. წლების მანძილზე, მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უმსხვილეს კვლევით ცენტრთან კოლაბორაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არაერთი სასიკეთო შედეგის მომტანი გახდა. ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერ-ფიზიკოსთა და ინჟინერთა წარმატებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ CMS-ის რუკებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერბი განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების გერბებთან ერთად. ჩვენი უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი - პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით და იური ბაღათურიას, დავით ლომიძის, ოთარ კემულარიას, ირაკლი ლომიძის, სანდრო მელქაძის შემადგენლობით - ურთულეს სამუშაოებს ასრულებს დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ექსპერიმენტში. მინდა მადლობა გადავუხადო ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ გამოცხადებული უდიდესი ნდობისა და ქართველ მეცნიერთა წვლილის მაღალი შეფასებისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ ფასდაუდებელია საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევა და მათი მხრიდან ქართული უნივერსიტეტების მხარდაჭერა საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიმართულებით. სულ ახლახან CERN-თან ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების ორ ახალ მემორანდუმს, რომლებიც ჩვენი ქართული მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობას CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლებაში და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის - FCC-ის რეალიზების სამუშაოებში. 100 კილომეტრი სიგრძის ციკლური FCC კოლაიდერის პროგრამის განხორციელება დიდი ადრონული კოლაიდერის პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყება. ამ რამდენიმე დღის მანძილზე, CERN-ის საბჭოს პრეზიდენტთან, პროფესორ კოსტას ფონტასთან, რომელიც პირველად იმყოფება საქართველოში, და ცნობილ მეცნიერებთან ერთად, ვიმსჯელებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც მიმდინარე და სამომავლო კოლაბორაციებს უკავშირდება. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ნაყოფიერი იქნება CERN-თან სამეცნიერო კოლაბორაციის პროცესი მომავალში. ამით საგრძნობლად იზრდება ტექნიკური უნივერსიტეტისა და მის მეცნიერთა, ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო ცნობადობა, რადგან წარმატებით განხორციელებული საერთაშორისო პროექტები, მითუმეტეს, გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში მონაწილეობა ზრდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში წარმატებით ინტეგრირების შესაძლებლობებს“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ. შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, CERN-ის საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი კოსტას ფონტასი, CERN-ის ცნობილი მეცნიერები - პროფესორები: სალვატორე ბუენტემპო, ლუჩანო მუსა, ტიციანო კამპორეზი და COMET ექსპერიმენტის მენეჯერი, პროფესორი სატოში მიჰარა. CERN-ის მეცნიერებმა CERN/CMS კოლაბორაციასა და ექსპერიმენტში გაწეული მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და მკვლევრებს. როგორც მათ აღნიშნეს, სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფი არაერთი წელია ეფექტიანად მუშაობს CMS ექსპერიმენტის ისეთ სუბდეტექტორებზე, როგორიცაა მიონური სპექტრომეტრის (RPC) დეტექტორები და ადრონული კალორიმეტრი (HCAL), აქტიურად არიან ჩართული სუბდეტექტორებში მიმდინარე საკვანძო ამოცანებში. გარდა ამისა, მონაწილეობენ, როგორც ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის CMSSW პლატფორმის ოპტიმიზაციასა და ანალიზში, ასევე, CMS ექსპერიმენტის GEANT4-ს გეომეტრიულ ანალიზში, გარდა ამისა, მუშაობენ FCC პროგრამის ტექნიკური დიზაინის რეპორტის - TDR-ის შექმნაზე. სტუ-ის ინფორმაციით, CERN-ის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, CERN-ის მეცნიერები შეხვდებიან უნივერსიტეტის მეცნიერებს, ინჟინრებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს. შეხვედრებზე დეტალურად იქნება განხილული როგორც შესრულებული სამუშაოები, ასევე, უახლოესი სამომავლო გეგმები.

თორნიკე მოლაშვილი: „ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ პოლიტიკური პარტია უნდა აიკრძალოს და გავასამართლოთ, მარტო პოლიტიკური პარტია არაფერ შუაშია, – ხალხმა, ვინც მათ უბიძგებს დანაშაულის...

„ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ პოლიტიკური პარტია უნდა აიკრძალოს და გავასამართლოთ – არავითარ შემთხვევაში. მარტო პოლიტიკური პარტია აქ არაფერ შუაში არ არის. ხალხი, ვინც უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ, თითოეულმა მათგანმა უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა”, – განაცხადა სულხან მოლაშვილის ძმამ თორნიკე მოლაშვილმა. „ადმინისტრაციული საქმე იქნება თუ სისხლის სამართლის საქმე, სასამართლო და იურისტები დასხდნენ და მათ განიხილონ ყველაფერი. გასაგებია, რომ ხმის მიცემის გამო ვერ გაასამართლებ ადამიანს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ხმას მისცემს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებას, ჯაფარიძე იქნება ეს, „გირჩი“, გვარამია, მელია – ეგენი არიან ყველანი ერთნი – პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მორალურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ერთი, თავისთავად ცხადია. მე მაქვს ლაპარაკი იურიდიულ პასუხისმგებლობაზე. იციან, რომ კრიმინალია; იციან, რომ კრიმინალი უნდა ჩაიდინოს, რომელსაც სჩადიოდა და მიდის და კიდევ აძლევს ხმას. ეს იგივე დანაშაულის წახალისებაა, – მოდიხარ, აძლევ ხმას ადამიანს, რომელმაც იცი, რომ კრიმინალი უნდა ჩაიდინოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც”, – აღნიშნა მოლაშვილმა.

რატი ბრეგაძე: ვიცი, რას ნიშნავს ფანჯარასთან მამის ლოდინი, როცა ის იქაა, სადაც ისვრიან – ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს გრძნობა ბავშვებმა აღარასოდეს გამოცადონ

დიდება გმირებს. მადლობა ვეტერანებს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და თვისუფლებისთვის, -  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „დღეს ვეტერანების დღეა. ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ოჯახის კეთილდღეობა დაივიწყეს და საქართველო დღევანდელ დღემდე მოიყვანეს. ვიცი რას ნიშნავს ფანჯარასთან მამის ლოდინი როცა ის იქაა, სადაც ისვრიან და არავინ იცის დაბრუნდება თუ არა ცოცხალი. ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს გრძნობა ბავშვებმა აღარასოდეს გამოსცადონ. დიდება გმირებს. მადლობა ვეტერანებს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და თვისუფლებისთვის“, - წერს რატი ბრეგაძე.

დავით კოდუა: ზვიად გამსახურდიას სახელით ბიძინა ივანიშვილმა სოფელი ხიბულა თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სოფლად აქცია – ზვიად გამსახურდია არის ჩვენი თანამედროვეობის გმირი, რომელიც ცოცხალი მაგალითია...

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილს გიორგი გამსახურდიას მხარადჭერისთვის, გვერდში დგომისა და მეგობრობისთვის მადლობას უხდის. კოდუა პირველი პრეზიდენტის შესახებაც წერს და ამბობს, რომ ის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების გარემოცვაში გაიზარდა და უმძიმეს წლებში მის სახლში იკრიბებოდნენ პირველი პრეზიდენტის მთავრობის წევრები. „მადლობა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი ადამიანის, ზვიად გამსახურდიას ოჯახს და პირველი პრეზიდენტის შვილს, გიორგი გამსახურდიას, მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისა და მეგობრობისთვის. მე ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების გარემოცვაში გავიზარდე, იმ უმძიმეს წლებში ჩემს სახლში იკრიბებოდნენ პირველი პრეზიდენტის მთავრობის წევრები, უდიდესი იყო ამ ადამიანების შემართება, სამშობლოსა და ზვიად გამსახურდიას სიყვარული. ზვიად გამსახურდია არის ჩვენი თანამედროვეობის გმირი, რომელიც ცოცხალი მაგალითია ბრძოლის, სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლების, საქართველოსთვის თავგანწირვის. მადლობა პირველ პრეზიდენტს, რომ მან თავი ამ ქვეყნის თავისუფლებას მიუძღვნა, ეს დიდი ტვირთი და ამავდროულად, უდიდესი სიამაყეა მისი ოჯახისთვის. ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავყოფა და მისი იდეების დაცვა ჩვენი და მომავალი თაობების ვალია. გუშინ ჩვენ ზუგდიდში დავასრულეთ, პირველი პრეზიდენტის სახელობის ახალგაზრდული სივრცისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს კარგი საქმე ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი საქმე გააკეთა სოფელ ხიბულაში, სადაც ფონდმა „ქართუმ“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა პრეზიდენტის მემორიალურ სახლს, ააშენა ტაძარი და კომპლექსი, სოფელში მოეწყო სრული ინფრასტრუქტურა და ზვიად გამსახურდიას სახელით ბიძინა ივანიშვილმა ხიბულა აქცია თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სოფლად. ქვეყნის მასშტაბით დაიდგა პირველი პრეზიდენტის ბიუსტები, დარბაზებს, საგამოფენო სივრცეებს ეწოდა ზვიად გამსახურდიას სახელი - თუმცა ეს საკმარისი არ არის, მისი ამაგი ფასდაუდებელია - ზვიად გამსახურდიამ ჩვენ თავისუფლება გვაჩუქა და ქვეყანა გამოსტაცა საბჭოთა ოკუპაციას“ - წერს დავით კოდუა.

თამარ ჩიბურდანიძე დასავლელ პარტნიორებზე: ისინი წერენ სცენარს, ისინი გეგმავენ ყველაფერს და წინასწარ აგუებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არჩევნები იქნება გაყალბებული

ვფიქრობ, დასავლეთიდან რადიკალურ ოპოზიციას უკან დასახევ გზას მოუჭრიან, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ. მისივე თქმით, დასავლეთი კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში ერთპიროვნული ე.წ. პარტნიორობისთვის იბრძვის. „რადიკალური ოპოზიცია თავად არ წყვეტს რა უნდა გააკეთოს არჩევნებამდე ან მის შემდეგ. მათ ბედს განაგებს უცხოეთში არსებული გარკვეული პოლიტიკოსების წრე. ვფიქრობ, დასავლეთიდან რადიკალურ ოპოზიციას უკან დასახევ გზას მოუჭრიან. წარმომიდგენია, როგორ აქვთ იარაღი შუბლზე მიდებული, რომ არ გაბედონ პარლამენტში შესვლა ან ბოიკოტზე უარის თქმა. ეს არჩევნები ისტორიულია. 26 ოქტომბრის არჩევნები მარტო საქართველოს ბედს არ წყვეტს, ამ დღეს გადაწყდება დასავლეთის ბედი, ანუ დასავლეთის პოლიტიკური მომავალი საქართველოში. უნდა გადაწყდეს, რა ბედი ელით მათ კავკასიაში - იქნებიან დომინანტები, ერთპიროვნული მმართველები თუ პარტნიორები. დასავლეთი იბრძვის იმისთვის, რომ კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში იყვნენ ერთპიროვნული ე.წ. პარტნიორები. ჩვენ თანაბარი პარტნიორობა გვსურს სხვა ქვეყნებთანაც, დასავლეთი კი საქართველოს ბოლომდე დამორჩილებისთვის იბრძვის. ეს არჩევნები იქნება ბოლო წერტილი - ან წააგებენ და დარჩებიან პარტნიორებად და არა მბრძანებლებად, ან დაკარგავენ საქართველოს. იქიდან გამომდინარე, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები დასავლეთის ბოლო შანსია ბუნებრივია, შეცდებიან, რადიკალური ოპოზიცია ბოლომდე მართონ. თუმცა, მსურს აღვნიშნო, რომ ძალიან მეეჭვება ამ ოპოზიციის დასავლეთისადმი სრული ერთგულების. ზოგადად მონამ ერთგულება არ იცის. ერთგულება იცის, მხოლოდ მოაზროვნე და ღირსეულმა ადამიანმა,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ბოლო სიახლეები