პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024

თორნიკე მოლაშვილი: „ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ პოლიტიკური პარტია უნდა აიკრძალოს და გავასამართლოთ, მარტო პოლიტიკური პარტია არაფერ შუაშია, – ხალხმა, ვინც მათ უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ, უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა”

„ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ პოლიტიკური პარტია უნდა აიკრძალოს და გავასამართლოთ – არავითარ შემთხვევაში. მარტო პოლიტიკური პარტია აქ არაფერ შუაში არ არის. ხალხი, ვინც უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ, თითოეულმა მათგანმა უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა”, – განაცხადა სულხან მოლაშვილის ძმამ თორნიკე მოლაშვილმა.

„ადმინისტრაციული საქმე იქნება თუ სისხლის სამართლის საქმე, სასამართლო და იურისტები დასხდნენ და მათ განიხილონ ყველაფერი. გასაგებია, რომ ხმის მიცემის გამო ვერ გაასამართლებ ადამიანს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ხმას მისცემს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებას, ჯაფარიძე იქნება ეს, „გირჩი“, გვარამია, მელია – ეგენი არიან ყველანი ერთნი – პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მორალურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ერთი, თავისთავად ცხადია. მე მაქვს ლაპარაკი იურიდიულ პასუხისმგებლობაზე.

იციან, რომ კრიმინალია; იციან, რომ კრიმინალი უნდა ჩაიდინოს, რომელსაც სჩადიოდა და მიდის და კიდევ აძლევს ხმას. ეს იგივე დანაშაულის წახალისებაა, – მოდიხარ, აძლევ ხმას ადამიანს, რომელმაც იცი, რომ კრიმინალი უნდა ჩაიდინოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც”, – აღნიშნა მოლაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯანდაცვის მინისტრი – კლინიკების არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, რადგან ამას სჭირდება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა – ვეცდებით პაციენტის საუკეთესო ინტერესების...

კლინიკების არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, იმიტომ რომ ამას სჭირდება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც დღეს შეიძლება მხოლოდ დიდ კლინიკებს ხელეწიფებოდეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მცირე საშუალო ზომის კლინიკების დაჩაგვრა უწყების ინტერესში არ შედის, შესაბამისად, პროცესს "გულისყურით მიუდგებიან" და გადაწყვეტილებები პაციენტების ინტერესების რელევანტური იქნება. “რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან, როდესაც ეს საკითხი შემოვიდა დღის წესრიგში, არის გადავადების, ან მოდიფიცირების ვერსია, რომელიც შეიძლება იყოს განსახილველი. რა იქნება გადაწყვეტილება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო კლინიკებს რომ თავი დავანებოთ, რომლის ჯამური მასშტაბი სულ 15%-ს არ აღემატება, იმ დარჩენილ 85%-ში, კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, იმიტომ რომ ამას სჭირდება მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც დღეს შეიძლება მხოლოდ დიდ კლინიკებს ხელეწიფებოდეთ, მცირე საშუალო ზომის კლინიკების დაჩაგვრა, რა თქმა უნდა არ შედის ჩვენს ინტერესში. ამიტომ, ამას რა თქმა უნდა გულისყურით ვუდგებით. ვეცდებით პაციენტის საუკეთესო ინტერესების რლევანტური იყოს გადაწყვეტილებები", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რატი ბრეგაძე: ვიცი, რას ნიშნავს ფანჯარასთან მამის ლოდინი, როცა ის იქაა, სადაც ისვრიან – ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს გრძნობა ბავშვებმა აღარასოდეს გამოცადონ

დიდება გმირებს. მადლობა ვეტერანებს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და თვისუფლებისთვის, -  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „დღეს ვეტერანების დღეა. ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ოჯახის კეთილდღეობა დაივიწყეს და საქართველო დღევანდელ დღემდე მოიყვანეს. ვიცი რას ნიშნავს ფანჯარასთან მამის ლოდინი როცა ის იქაა, სადაც ისვრიან და არავინ იცის დაბრუნდება თუ არა ცოცხალი. ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს გრძნობა ბავშვებმა აღარასოდეს გამოსცადონ. დიდება გმირებს. მადლობა ვეტერანებს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და თვისუფლებისთვის“, - წერს რატი ბრეგაძე.

დავით კოდუა: ზვიად გამსახურდიას სახელით ბიძინა ივანიშვილმა სოფელი ხიბულა თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სოფლად აქცია – ზვიად გამსახურდია არის ჩვენი თანამედროვეობის გმირი, რომელიც ცოცხალი მაგალითია...

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილს გიორგი გამსახურდიას მხარადჭერისთვის, გვერდში დგომისა და მეგობრობისთვის მადლობას უხდის. კოდუა პირველი პრეზიდენტის შესახებაც წერს და ამბობს, რომ ის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების გარემოცვაში გაიზარდა და უმძიმეს წლებში მის სახლში იკრიბებოდნენ პირველი პრეზიდენტის მთავრობის წევრები. „მადლობა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი ადამიანის, ზვიად გამსახურდიას ოჯახს და პირველი პრეზიდენტის შვილს, გიორგი გამსახურდიას, მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისა და მეგობრობისთვის. მე ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების გარემოცვაში გავიზარდე, იმ უმძიმეს წლებში ჩემს სახლში იკრიბებოდნენ პირველი პრეზიდენტის მთავრობის წევრები, უდიდესი იყო ამ ადამიანების შემართება, სამშობლოსა და ზვიად გამსახურდიას სიყვარული. ზვიად გამსახურდია არის ჩვენი თანამედროვეობის გმირი, რომელიც ცოცხალი მაგალითია ბრძოლის, სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლების, საქართველოსთვის თავგანწირვის. მადლობა პირველ პრეზიდენტს, რომ მან თავი ამ ქვეყნის თავისუფლებას მიუძღვნა, ეს დიდი ტვირთი და ამავდროულად, უდიდესი სიამაყეა მისი ოჯახისთვის. ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავყოფა და მისი იდეების დაცვა ჩვენი და მომავალი თაობების ვალია. გუშინ ჩვენ ზუგდიდში დავასრულეთ, პირველი პრეზიდენტის სახელობის ახალგაზრდული სივრცისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს კარგი საქმე ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი საქმე გააკეთა სოფელ ხიბულაში, სადაც ფონდმა „ქართუმ“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა პრეზიდენტის მემორიალურ სახლს, ააშენა ტაძარი და კომპლექსი, სოფელში მოეწყო სრული ინფრასტრუქტურა და ზვიად გამსახურდიას სახელით ბიძინა ივანიშვილმა ხიბულა აქცია თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სოფლად. ქვეყნის მასშტაბით დაიდგა პირველი პრეზიდენტის ბიუსტები, დარბაზებს, საგამოფენო სივრცეებს ეწოდა ზვიად გამსახურდიას სახელი - თუმცა ეს საკმარისი არ არის, მისი ამაგი ფასდაუდებელია - ზვიად გამსახურდიამ ჩვენ თავისუფლება გვაჩუქა და ქვეყანა გამოსტაცა საბჭოთა ოკუპაციას“ - წერს დავით კოდუა.

თამარ ჩიბურდანიძე დასავლელ პარტნიორებზე: ისინი წერენ სცენარს, ისინი გეგმავენ ყველაფერს და წინასწარ აგუებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არჩევნები იქნება გაყალბებული

ვფიქრობ, დასავლეთიდან რადიკალურ ოპოზიციას უკან დასახევ გზას მოუჭრიან, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ. მისივე თქმით, დასავლეთი კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში ერთპიროვნული ე.წ. პარტნიორობისთვის იბრძვის. „რადიკალური ოპოზიცია თავად არ წყვეტს რა უნდა გააკეთოს არჩევნებამდე ან მის შემდეგ. მათ ბედს განაგებს უცხოეთში არსებული გარკვეული პოლიტიკოსების წრე. ვფიქრობ, დასავლეთიდან რადიკალურ ოპოზიციას უკან დასახევ გზას მოუჭრიან. წარმომიდგენია, როგორ აქვთ იარაღი შუბლზე მიდებული, რომ არ გაბედონ პარლამენტში შესვლა ან ბოიკოტზე უარის თქმა. ეს არჩევნები ისტორიულია. 26 ოქტომბრის არჩევნები მარტო საქართველოს ბედს არ წყვეტს, ამ დღეს გადაწყდება დასავლეთის ბედი, ანუ დასავლეთის პოლიტიკური მომავალი საქართველოში. უნდა გადაწყდეს, რა ბედი ელით მათ კავკასიაში - იქნებიან დომინანტები, ერთპიროვნული მმართველები თუ პარტნიორები. დასავლეთი იბრძვის იმისთვის, რომ კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში იყვნენ ერთპიროვნული ე.წ. პარტნიორები. ჩვენ თანაბარი პარტნიორობა გვსურს სხვა ქვეყნებთანაც, დასავლეთი კი საქართველოს ბოლომდე დამორჩილებისთვის იბრძვის. ეს არჩევნები იქნება ბოლო წერტილი - ან წააგებენ და დარჩებიან პარტნიორებად და არა მბრძანებლებად, ან დაკარგავენ საქართველოს. იქიდან გამომდინარე, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები დასავლეთის ბოლო შანსია ბუნებრივია, შეცდებიან, რადიკალური ოპოზიცია ბოლომდე მართონ. თუმცა, მსურს აღვნიშნო, რომ ძალიან მეეჭვება ამ ოპოზიციის დასავლეთისადმი სრული ერთგულების. ზოგადად მონამ ერთგულება არ იცის. ერთგულება იცის, მხოლოდ მოაზროვნე და ღირსეულმა ადამიანმა,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

მიხეილ სააკაშვილი – ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, მე არასდროს მქონია ფული და მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მქონდა ხალხის მიმართ...

ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, მე არასდროს მქონია ფული და მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მქონდა ხალხის მიმართ სიყვარული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ივანიშვილს სჯერა, რომ ადამიანების მოსყიდვა არის ერთადერთი გზა მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფის. ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, ხელის ჩამორთმევა და გულში ჩახუტება. მე თვითონ არასდროს მქონია ფული და, რა თქმა უნდა, მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მე მქონდა ხალხის მიმართ სიყვარული. შესაბამისად, შევინარჩუნე ჩემი ხალხის უდიდესი ნაწილის სიყვარული, რაც ვერ ამოძირკვეს დღემდე ვერანაირი მანქანებით და ვერც ამოძირკვავენ, რაც არ უნდა დამაბრალონ და რა მაქინაციებიც არ უნდა ჩაატარონ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები