თამარ ჩუგოშვილი – ევროპარლამენტში ითქვა, რომ პრეზიდენტობის ქალ კანდიდატზე განხორციელდა შეტევა, ყოფილი საბჭოთა ჩინოვნიკი კი საქართველოს პრეზიდენტად არ ეკადრება
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ძალიან ძლიერი განცხადებები გაკეთდა.
თამარ ჩუგოშვილმა ერთი მხრივ, გამოყო ანა გომეშის განცხადება სალომე ზურაბიშვილზე და მეორე მხრივ, ყურადღება გაამახვილა რუმინელი ბოშტინაროს გამოსვლაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ყოფილი რუსი ელჩი ვერ იქნება მისაღები საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.
„ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი იყო საარჩევნო გარემოსთან და მეორე ტურთან დაკავშირებით გამოთქმული აზრები. ერთი, რაც ანა გომეშის მხრიდან ითქვა, შეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. გომეშმა განაცხადა, რომ ქალი კანდიდატის მიმართ შეურაცხმყოფელი მიზოგინური გამონათქვამები და შეტევები ხორციელდება, რაც არ ეკადრება საქართველოს და ნამდვილად უნდა დავეთანხმო მას.
მეორე, რაც ბატონი ბოშტინარუს მხრიდან იყო ნათქვამი, რომ საქართველოს ასევე არ ეკადრება ყოფილი საბჭოთა ჩინოვნიკი პრეზიდენტად. მე მგონი, ძალიან ძლიერი განცხადებებია. ვფიქრობ, საქართველო ძალიან პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს და ეს გამოჩნდა დებატებიდან.
რაც შეეხება მეორე ტურს, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც განწყობები გამოკვეთილია და ჩემთვის ეს დღევანდელ დებატებში ნათლად ჩანდა“, – განაცხა თამარ ჩუგოშვილმა.
1tv.ge
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ევროპის მოედანზე კონცერტი იმართება
თბილისში, ევროპის მოედანზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მარშის მონაწილეები არიან შეკრებილი, ამ დროისთვის კონცერტი იმართება. სცენაზე მუსიკოსი...
ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა – ბავშვებო, შვილებო, მეგობრებო ვის აჰყევით იცით, ომიდან ორ თვეში ვინც საქართველოსა და ქართველ ჯარისკაცებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა, ვინც სტრატეგიული ობიექტები მიყიდა რუსეთს – მამუკა მდინარაძე
არანაირი რევოლუციის მომწყობები ეგენი არ არიან, მაგის თავი არ აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა...
ირაკლი ღარიბაშვილი: შიშის კანკალით არ უნდა ვილაპარაკოთ, პარტნიორები უნდა შევიძინოთ, გავაძლიეროთ ურთიერთობა ამერიკელებთან, ევროპელებთან, ყველასთან
„ქვეყანაში დღეს ოფიციალურად დარეგისტრირებულია 31 ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება, კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ცოტა არაბუნებრივი სიტუაციაა. ე.ი....
გიორგი ქადაგიძე: თუ „ქართული ოცნება“ ასე დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში, გაიმარჯვონ არჩევნებზე და მერე მიიღონ ის კანონი, რაც უნდათ
თუ „ქართული ოცნება" ასე დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში, გაიმარჯვონ არჩევნებზე და მერე მიიღონ ის კანონი, რაც უნდათ იმ მანდატით, რომელსაც ისინი...
შალვა პაპუაშვილი: არავის აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენი გამოხატვის თავისუფლებაში და მიგვითითოს, არ გამოვიყენოთ საღი აზრის ტერმინები
„ჩვენი კონსტიტუცია გვეუბნება, რომ თუ გინდა შეცვალო კონსტიტუცია ანუ თუ პარლამენტი ფიქრობს, რომ რაღაც ძირითად პრინციპს უნდა შეეხოს, შეცვალოს, დაამატოს,...
მამუკა მდინარაძე: უჩას პორნოფაილები – თავისივე ოჯახის წევრის მონაწილეობით მოგროვებული კომპრომატები…რა ზრდილობა, რა კულტურა, რა IQ
რა ზრდილობა, რა კულტურა, რა IQ, მსგავსი უმორალო და მანიაკალური დაჯგუფება მეორე წარმოუდგენელია - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი...