ორშაბათი, დეკემბერი 30, 2024

გიორგი კახიანი პრემიერისთვის ბაიდენის მიერ მიწვევის გაუქმებაზე: მოწვევა გაკეთდა იმისათვის, რომ შემდეგ გაუქმებულიყო და ეს სალაპარაკო თემა გამხდარიყო ოპოზიციისთვის

მოწვევა გაკეთდა იმისათვის, რომ შემდეგ გაუქმებულიყო და ეს სალაპარაკო თემა გამხდარიყო ოპოზიციისთვის, – განაცხადა „ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა აშშ-ის პრეზიდენტი მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევის და შემდეგ მიწვევის გაუქმების ფაქტის შეფასებისას.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვხედავთ, რომ ოპოზიცია, რომელსაც საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს და რომელიც განწირულია დამარცხებისთვის, დღეს საზრდოობს ერთადერთი რამით, რომ მთელი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი ააგოს უსამართლობაზე, ქვეყანასა და ხელისუფლებასთან მიმართებაში უსაფუძვლო განცხადებებზე. ეს ყველაფერი ემსახურება იმ მიზანს, რომ ამაზე დღის წესრიგი შექმნან და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა: „3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა, რაც არასერიოზულია“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აშშ-ის ფედერალურ გამომძიებელთა ჯგუფი სამხრეთ კორეას ავიაკატასტროფის გამოძიებაში დაეხმარება

აშშ-ის ფედერალურ გამომძიებელთა ჯგუფი სამხრეთ კორეას ავიაკატასტროფის გამოძიებაში დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. მათი ინფორმაციით, ისინი უხელმძღვანელებენ გამომძიებელთა ჯგუფს თავისი სააგენტოდან, „ბოინგიდან“ და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციიდან. განცხადებაში ასევე აღნიშნულია,რომ გამომძიებლები დაეხმარებიან კორეის რესპუბლიკის საავიაციო და სარკინიგზო შემთხვევების გამოძიების საბჭოს. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე სულ 181 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, დაღუპულია 179 ადამიანი. მაშველებმა მათგან მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ორივე ეკიპაჟის წევრია. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ავიაკატასტროფა სავარაუდოდ ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დმანისი, სოფელი მამიშლარია. ბიძგების სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა.

გიორგი ვოლსკი მიხეილ ყაველაშვილზე: ის არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე, პატრიოტი, თავდადებული, რომელსაც ცოდნის საკმაოდ ფართო სპექტრი გააჩნია და დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, სადაც იგი კარგა...

პრეზიდენტს აქვს ერთი უპირატესობა, რომ იგი გახდება ფიგურა, ბევრს ასპექტში შეიძლება სიმბოლური, მაგრამ ეს სიმბოლიზმიც ძალიან ბევრს ნიშნავს ისევე როგორც დროშა, გერბი, პრეზიდენტის დროშა და პრეზიდენტის ინსტიტუტი ზოგადად, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“. „ეს საკმაოდ დიდი რესურსია იმისთვის, რომ საზოგადოების კონსოლიდაციისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას. მხოლოდ განცხადებებზე და მოწოდებებზე არ არის ლაპარაკი. იზრუნოს ყოველთვის, რესურსის მობილიზება გააკეთოს ყველა მხრიდან პოლიტიკური პარტიები იქნება ეს, სამთავრობო სტრუქტურები თუ საქველმოქმედო რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაგრამ ჯერ - ჯერობით არ ჩანს. ეს ინიციატივები იქნება ის მთავარი მიმართულება, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოჰკიდებს. გარდა ამისა ეს არის ადამიანი, შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე, სამშობლოზე, პატრიოტი, თავდადებული, რომელსაც ცოდნის საკმაოდ ფართო სპექტრი გააჩნია სპორტული ცხოვრებიდან და დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, სადაც იგი კარგა ხანია არის და შესამჩნევი ფიგურაა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მახსოვს ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ჟურნალებიდან ამოჭრილი ხატები ფიცარზე და მუყაოს ნაჭერზე ჰქონდა ხალხს დაწებებული და ეს იყო მათი სალოცავი კუთხე,...

გაუქმებული ავტოკეფალია, გაპარტახებული საეკლესიო ცხოვრება. მოშლილი იყო და თავიდან იქმნებოდა ყველაფერი: ლიტერატურა, ლოცვანები, ხატები, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ, ილია მეორის მოღვაწეობაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“. დეკანოზმა გაიხსენა თუ რა მდგომარეობაში იყო საქართველო, სანამ პატრიარქის ინტრონიზაცია მოხდებოდა. „მახსოვს ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ჟურნალებიდან ამოჭრილი ხატები ფიცარზე და მუყაოს ნაჭერზე ჰქონდა ხალხს დაწებებული და ეს იყო მათი სალოცავი კუთხე. სახარება ხელმიუწვდომელი იყო. დღეს რომ ადამიანი ხატის დანახვისას სიხარულს ავლენს, ეს უკვე ნიშნავს, რომ შევიცვალეთ ჩვენ“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვითარება შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა, წარსულში მიღებული ანტიქართული გადაწყვეტილებები გადაიხედება

ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ ეს არის ანტიქართული გადაწყვეტილებები და ეს არის იმ უსამართლობის მორიგი გამოხატულება, რასაც ვხედავდით გასული ოთხი წლის განმავლობაში, როგორც ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, ასევე კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მობახიძემ ტელეკომპანია „იმედს“ სანქციებთან დაკავშირებით განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ჟესტი, სამწუხარო ანტიქართული გადაწყვეტილებები. „ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვითარება ამ კუთხითაც მნიშვნელოვნად შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა და საბოლოო ჯამში, არა თუ ასეთი ახალი უსამართლობა და ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, იმედი გვაქვს, რომ რომელი ანტიქართული გადაწყვეტილებებიც წარსულში იქნა მიღებული, ის გადაწყვეტილებებიც გადაიხედება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები