შაბათი, დეკემბერი 21, 2024

ბიძინა ივანიშვილი: უბედურება, რაც 2008 წლის აგვისტოში დატრიალდა, “ნაცმოძრაობის” სინდისზეა, ამ ხალხმა ჯერ წაგებული ომი აზეიმა მოსახლეობას, შემდეგ კი საომარი მოქმედებების დაწყება თავად აღიარა!

ღვინის სამშობლოში ამაზე უარესი თითქოს რაღა უნდა მომხდარიყო, რომ ქართველ კაცს, მითუმეტეს კახელს, ვაზის მოვლაზე აეღო ხელი, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაცილებით უარესიც შეძლო – ტერორითა და სიღარიბით დაძაბუნებულ ქვეყანას ომის უბედურება დაატეხა თავს,  –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებელია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ჯერ წაგებული ომი აზეიმა მოსახლეობას, შემდეგ კი, ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერით და ჰაიდი ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, თავადვე აღიარა ომის დაწყება.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ დღეს არც ერთი მათგანი არ ცდილობს, სამშობლოს ღალატი უარყოს, ვინაიდან მათი ნამოქმედარი ნათლად ჩანს, შესაბამისად, ამ დანაშაულის შესაბამისი რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება.

„უბედურება, რაც 2008 წლის აგვისტოში დატრიალდა, სწორედ მათ სინდისზეა. სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი ტრაგედიაზე, რაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ტერიტორიების დაკარგვის ფასად დაგვიჯდა!

ამ ხალხმა ჯერ წაგებული ომი აზეიმა მოსახლეობას, შემდეგ კი ცნობილ რეზოლუციაზე ხელმოწერით და ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, საომარი მოქმედებების დაწყება თავად აღიარა! დღეს, არც ერთი მათგანი არ ცდილობს სამშობლოს ღალატის უარყოფას, რადგან იმდენად ნათელია მათი ნამოქმედარი, რომ უტიფრობით ცნობილი ომის პარტიის წევრები თითქოს შეეგუვნენ საკუთარ ტერიტორიაზე ომის გაჩაღებაში მხილებას.

ამ დანაშაულის უგულებელყოფა და შესაბამისი რეაგირების გარეშე დატოვება შეუძლებელია. ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს გაიმართება წელში, თუ ამ ღალატს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა. როგორც აღვნიშნე, პოლიტიკურად მათ უკვე გაიფორმეს ომის დაწყების დანაშაული ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ხოლო როდესაც აღარ არსებობს არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებში, არჩევნებში გამარჯვებისა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის პროცესი დაიწყება.“ –  აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კონგრესმენი ჯო უილსონი: სალომე ზურაბიშვილთან კარგი საუბარი მქონდა, ვეთანხმები, რომ საქართველოსთვის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია

ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, საქართველოსთვის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია, საქართველოს ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ წარმოადგენს, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან კარგი საუბარი ჰქონდა. ​„მქონდა კარგი საუბარი საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. ამ პოლიტიკური კრიზისის მომენტში, ის არის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი. ვეთანხმები მას, საქართველოსთვის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. საქართველოს ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ წარმოადგენს“, – წერს ჯო უილსონი. თარგმანი: პირველი არხი

აქცია-პერფორმანსი თბილისში – პარლამენტის შენობამდე მოცეკვავეები ხორუმის ცეკვით მივიდნენ

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან პარლამენტამდე მოცეკვავეების მარში გაიმართა. აქცია-პერფორმანსში მონაწილეობას იღებდნენ როგორც პროფესიონალი მოცეკვავეები, ასევე რიგითი მოქალაქეები. მსვლელობის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობამდე ხორუმით გადაადგილდებოდნენ, ხელში კი ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ეჭირათ.

“სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები – ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ, ხალხთან ერთად” – სალომე ზურაბიშვილი

დაახლოებით 1 საათი ხვდებოდა საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ეუთო ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მთავარი მოთხოვნა - ვადამდელი არჩევნები. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხვალ პარლამენტთან აქციას შეუერთდება და სიტყვით გამოვა. "სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად. 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად - არა მხოლოდ მათ, ვინც აქ არიან და მუშაობენ, არამედ იმ ადამიანებთან ერთადაც, ვინც სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ადგილზე მართავს პროტესტს და ვინც ეს პროტესტი საზღვრების გარეთ გაიტანა, დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება და რომ ეს მთელი ქვეყნის მოთხოვნაა. ასე რომ, ხვალ დარწმუნებული ვარ, იმაზე უფრო მეტნი ვიქნებით, ვიდრე ყოველდღიურად ვართ," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

გერმანიაში, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. დაშავებულთა რაოდენობა 200-ზე მეტს შეადგენს. 41 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 90 მძიმედ და 80-ზე მეტი მსუბუქად დაშავდა. 20 დეკემბერს საღამოს, საქსონია-ანჰალტის დედაქალაქის საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა. დანაშაულის მოტივი უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება ამ ეტაპზე განიხილავს, რომ თავდასხმა განხორციელდა მარტოხელა თავდამსხმელის მიერ. 50 წლის საუდის არაბეთის მოქალაქე პოლიციამ დანაშაულის ადგილზე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა. ცნობილია, რომ ის ბოლო დროს საქსონია-ანჰალტში ფსიქოთერაპიის სფეროში ექიმად მუშაობდა

კახა კახიშვილი: საქართველოს სამართალდამცავი სისტემის უშუალო მონაწილეობით არაერთი მნიშვნელოვანი საქმეა გახსნილი, ამ ფონზე, შს მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირება გაუგებარი და აუხსნელია

საქმეში ჩახედულმა პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემის უშუალო მონაწილეობით არაერთი განსაკუთრებით მძიმე, მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმე იქნა გახსნილი და პრევენციულად თავიდან აცილებული. ამ ყველაფრის ფონზე, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრისა (ამავდროულად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანია) და უწყების სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირება ცოტა არ იყოს გაუგებარი და აუხსნელია, - წერს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, კახა კახიშვილი, სოციალურ ქსელში. როგორც ის აღნიშნავს, არსებობს კითხვა, ხომ არ შეუქმნის სანქციების დაწესება სამომავლოდ თავად ამ ტიპის თანამშრომლობასა და საერთაშორისო ტრანსატლანტიკურ დანაშაულთან ბრძოლას საფრთხეს, გარდა ამისა, ასეთი არამეგობრული ჟესტის გამოხატვის შემდეგ, როგორ აპირებენ ამ ქვეყნების სპეცსამსახურები, მათ შორის, შესაბამისი ქვეყნების საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში კოლეგებთან ურთიერთობის გაგრძელებას. "წლებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუს-ისა და პროკურატურის ხელშეწყობით ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურებს, საქართველოში კონტრტერორისტული საქმიანობისა და სხვადასხვა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ბევრი წარმატებული ღონისძიება აქვთ განხორციელებული. საქმეში ჩახედულმა პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემის უშუალო მონაწილეობით არაერთი განსაკუთრებით მძიმე, მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმე იქნა გახსნილი და პრევენციულად თავიდან აცილებული. ამ ყველაფრის ფონზე, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრისა (ამავდროულად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანია) და უწყების სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირება ცოტა არ იყოს გაუგებარი და აუხსნელია. იბადება სამართლიანი კითხვა - ხომ არ შეუქმნის სანქციების დაწესება სამომავლოდ თავად ამ ტიპის თანამშრომლობასა და საერთაშორისო ტრანსატლანტიკურ დანაშაულთან ბრძოლას საფრთხეს ?! ასეთი არამეგობრული ჟესტის გამოხატვის შემდეგ, საინტერესოა, როგორ აპირებენ ამ ქვეყნების სპეცსამსახურები, მათ შორის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში კოლეგებთან ურთიერთობის გაგრძელებას?! იმედს ვიტოვებ, რომ ნერვებსა და ემოციებს აყოლილი ქვეყნის ლიდერები, რომლებიც, როგორც ჩანს, ძალიან განიცდიან ბაიდენის ადმინისტრაციის წაგებასა და ტრამპის მოსვლას, მსოფლიოს უსაფრთხოებაზე ზრუნვას პირად კეთილდღეობაზე წინ დააყენებენ. ამასთან უნდა ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ევროპის პოლიტიკა რომ ყოფილიყო თანმიმდევრული, მეტად გასაგები იქნებოდა მათი მხრიდან, თუნდაც ასეთი არასამართლიანი რეაგირება. მაშინ, როდესაც წლების მანძილზე ვერ იმჩნევდნენ აბსოლუტურად ვერც ერთ დანაშაულს, მათ შორის ახალგაზრდების ჩაცხრილვას, საპატიმროებში არსებულ მდგომარეობას, არაფერს ვამბობ აქციებზე ხალხის დარბევასა და მკვლელობაზე, დღეს ყველაფერზე ასეთი გაუგებარი, მწვავე რეაქციები იწვევს უსამართლობის განცდას და უფრო მეტად არწმუნებს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების ჩამოსაშლელად და ხელისუფლების შესაცვლელად, უბრალოდ პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ღიად ჩართულები." - წერს კახა კახიშვილი.

ბოლო სიახლეები