ორშაბათი, სექტემბერი 1, 2025

ამომრჩეველთა მინიმუმ 20-25 პროცენტს ამ ქვეყანაში სიცრუის პროპაგანდით, მძიმე ფსიქოლოგიური ტერორით აიძულებენ უცხოელებსა და საქართველოში მათ წარმომადგენლებს უგულშემატკივრონ და მხარი დაუჭირონ – მამუკა მდინარაძე

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას. იმისათვის, რომ მართლები ვიყოთ საკუთარი ქვეყნის და შთამომავლობის წინაშე, ვალდებულები ვართ დავიცვათ ეს ანდერძად ქცეული სიტყვები. – ეს განცხადება “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ თელავში სიტყვით გამოსვლას გააკეთა.

“მოგესალმებით მეგობრებო, კახელებო მოგესალმებით უდიდესი პატივისცემით. გილოცავთ ალავერდობას. მივესალმები დავით სონღულაშვილს კიდევ ერთხელ, ბატონ ირაკლის, რომლებიც თქვენი წარმომადგენლები იქნებიან საქართველოს პარლამენტში.

 

ამ გასაოცარი კუთხის, კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია. მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით და ჩვენ ყველას ერთად ძალიან ხმამაღლა, გამოთქმით და ხაზგასმით, გამოკვეთილად ბევრჯერ გვექნებოდა გასამეორებელი, უდიდესი კახელი, ქართველი კაცის, ილია ჭავჭავაძის სიტყვები, როგორც ქართველი ერის დოქტრინა.

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას. იმისათვის, რომ მართლები ვიყოთ საკუთარი ქვეყნის და შთამომავლობის წინაშე, ვალდებულები ვართ დავიცვათ ეს ანდერძად ქცეული სიტყვები.

ფასეულობები და მათ უზრუნველსაყოფად საკუთარი ქვეყნის ღირსება და მხოლოდ ამ ღირსებით მოვახდინოთ მშვიდობის შენარჩუნებაც, კეთილდღეობის უზრუნველყოფაც და ევროპული ოჯახისკენ სრულფასოვანი წევრობისკენ სვლაც.

ყველამ კარგად უნდა გაათვიცნობიეროს, რომ ჩვენ, “ქართული ოცნება” და ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში ვუპირისპირდებით არა ჩვენივე ეთნიკური წარმომავლობის, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო აგენტურას, დღეს რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებად გვევლინებიან, არამედ მათ უფროსებს, რომლებსაც მიზნად აქვთ ჩვენი ქვეყანა შესაწირ პაიკად გამოიყენონ ძალიან დიდ, გლობალურ საჭადრაკო დაფაზე.

აი ამ ბრძოლაში მოუწოდებენ ხალხს სხვისი, ანუ საკუთარი თავის საწინააღმდეგო მხარეს დადგომისაკენ. მართლაც პარადოქსული სიტუაციაა. წარმოიდგინეთ ერთი წამით, საქართველოს ეროვნული ნაკრების და უცხოელების გუნდის დაპირისპირებაში საქართველოს მოქალაქე სხვისკენ რომ იყოს. ამომრჩეველთა მინიმუმ 20-25 პროცენტს ამ ქვეყანაში სიცრუის პროპაგანდით, მძიმე ფსიქოლოგიური ტერორით აიძულებენ უცხოელებსა და საქართველოში მათ წარმომადგენლებს უგულშემატკივრონ და მხარი დაუჭირონ. ამ ხალხს სამწუხაროდ მთელი სერიოზულობით სჯერა, რომ ნებისმიერი ქართული, ეროვნული საქმე სინამდვილეში იმ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტამდე აქვს ოკუპირებული. არადა, ამ დროს გულშემატკივრობენ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ ომს. საკუთარ სამხედროებს რუსეთის წინააღმდეგ ომის დანაშაულში ადანაშაულებენ.

ამ საფუძვლით უჩივიან სტრასბურგში თავის სამშობლოს. მათი პროპაგანდის წარმომადგენლები, ჟურნალისტები თუ პოლიტიკოსები აფხაზებს და ოსებს უწოდებენ მტრებს. ჩვენ ვნახეთ ეს ყველაფერი წინა დღეებში. და რა გახდა, რით ვერ გაარჩიეს მხარეები ურთიერთმიტევების და მობოდიშებისას, რით ვეღარ გაარჩიეს ოკუპანტი, სეპარატისტი და მკვლელი საკუთარი აფხაზი და ოსი დებისგან და ძმებისგან. ასე რატომ წვალობენ, პასუხი არის ძალიან მარტივი. მათი დავალება არ არის შერიგება, ერთიანობა და მშვიდობა და კეთილდღეობა, მათი დავალებაა გაყიდონ და სხვის ინტერესებს შესწირონ საკუთარი სამშობლო, რის საშუალებას არასდროს მივცემთ.

ჩვენ თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებასა, საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას ან ასკინკილით ევროპისკენ სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ. ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და არანაირი სხვა ინტერესები. და ამას კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით, 26 ოქტომბერს დაგვავალებს კახეთი, კახელები და ქართველი ხალხი, მთლიანად საქართველო და საქართველო გაიმარჯვებს ყველაზე, ვინც მისი ინტერესების საპირისპიროდ მოქმედებს. ამიტომ, ჩემო კახელებო, ჩემო ძალიან მაგარო ხალხო ტრადიციებით, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებით ევროპისკენ. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით. ჩვენ კახეთს, ჩვენ მებრძოლ, ჟინიან, ქართველ ხალხს გაუმარჯოს და კიდევ ერთხელ, ჩვენს საქართველოს, ქართულ ოცნებას და მის ახდენას გაუმარჯოს.” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რას ამბობს ეკლესია ტრანსპორტში ლოცვასა და პირჯვრის გამოსახვაზე

თუ შეიძლება ტრანსპორტში ლოცვა და პირჯვრის გამოსახვა? - კითხვას დეკანოზი ანდრია კემულარია პასუხობს.„ეს კითხვა მრავალს ებადება. ლოცვა, არათუ შეიძლება, საჭიროცაა ყველგან. ამას თვით წმინდა მოციქული პავლე გვასწავლის: მოუკლებელად ილოცევდით (1თეს. 5,17). შეიძლება ვილოცოთ სკვნილით, ან ვიმეოროთ ფსალმუნები და სხვა ლოცვები. ტრანსპორტში ლოცვის გარდა პირჯვრის გადასახვაც შეიძლება.“ - ამბობს დეკანოზი.

ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება, რომელიც 31 აგვისტოთი თარიღდება.ვრცლად ↓

,,გამ­თე­ნი­ას დაიღუპა, პა­ტა­რა გო­გო­ნა და­ტო­ვა…“ – ვინ არის ახალგაზრდა ექიმი, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა

წარმოშობით ლანჩხუთელი ექიმი-დერმატოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ექიმი მშობიარობას გადაჰყვა.რო­გორც მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წე­რენ, ნი­ნოს ორი შვი­ლი დარ­ჩა. გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ნინომ გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა, რომ მომავალ შვილს მოუთმენლად ელოდებოდა.„ყველა საპატიო ვადა ოფიციალურად გავიდა. 41 კვირა . გელით მოუთმენლად ჩვენს საყვარელ სამშობიაროში.“ - დაწერა ახალგაზრდა ქალმა 2 დღის წინ.ნინოს შესახებ ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ.„ჩვენო თვალებციმციმა გოგო, ეს რატომ მოხდა ჩვენს თავს. სულის სიმწარე ხარ ჩვენი. ყველა გელოდა სასიხარულო ამბით, შენი პატარას მოვლენას მთელი კუთხე სულმოუთქმნლად ველოდით. დადუმდა ჩვენი კუთხე და სოფელი, ჩვენი სითბოს და სიყვარულის მანათობელი იყავი ნინიკო. ყველასთან უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულს ასხივებდი. ნეტავ მწარე ტყუილი ყოფილიყო. მუდამ ცოცხალი იქნები ჩვენს გულებში, ჩვენო თვალებციმცია გოგო” – წერს სოციალურ ქსელში ანუკი კალაძე. “არა! აღარ შე­მიძ­ლია!… ჩემი გი­ორ­გის ჯგუ­ფე­ლი ნინო ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა ექი­მი დერ­მა­ტო­ლოგ-ვე­ნე­რო­ლო­გი აღა­რაა. სტუ­დენ­ტო­ბი­სას ყვე­ლა ჯგუ­ფელ­ზე დე­და­სა­ვით ზრუ­ნავ­და. დღე­სას­წა­უ­ლე­ბის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვა ჩემს „სუ­ლელ“ შვილს, რო­მე­ლიც ძმა­სა­ვით უყ­ვარ­და, ჭირ­დე­ბო­და (ვერ იტან­და სას­მელს): “მაო, მეტი არ და­ლიო”, “მაოს ცივი სა­ფე­ნე­ბი შუბ­ლზე”… ნი­ნი­კომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი შექ­მნა სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე. გამ­თე­ნი­ას მშო­ბი­ა­რო­ბას გა­დაჰ­ყვა; პა­ტა­რა გო­გო­ნა და­ტო­ვა… მე­ო­რედ გახ­ლე­ჩი­ლი გუ­ლით ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს, მის ჯგუ­ფე­ლებს, რომ­ლებ­მაც ჯერ გი­ორ­გის წას­ვლაც კი ვერ მო­ი­ნე­ლეს და ახლა ეს სა­ში­ნე­ლი უბე­დუ­რე­ბა და­ა­ტყდათ თავს. ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს, ყვე­ლა მის ახ­ლო­ბელს და ვუ­სამ­ძიმ­რებ სა­კუ­თარ თავს. ამ პოსტს მხო­ლოდ იმი­ტომ ვდებ ჩემო მე­გობ­რე­ბო, რომ ულა­მა­ზე­სი ნი­ნი­კოს ულა­მა­ზეს სულს ნა­თე­ლი თქვენ უსურ­ვოთ, ხოლო მის შვილს ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო, სა­სა­ხე­ლო ქალ­ბა­ტო­ნი გაზ­რდი­ლი­ყოს!“ – წერს ნინო გელ­დი­აშ­ვი­ლი.

ცვლილებები, რომლებიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება

ცვლილებები, რომლებიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. „ბიზნესპრესნიუსი“ დეტალურად აქვეყნებს, რა იცვლება საქართველოში 1-ელი სექტემბრიდან:უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე, რიგი პროგრამებისთვის ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება.„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები ძალაში 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან შედის. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხება 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს.„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული სტუდენტისთვის სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულოა“, - აღნიშნულია კანონში.საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უქმდებაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უქმდება.აღნიშნულის შესახებ ცვლილებები შევიდა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში და განისაზღვრა, რომ სააგენტოს ლიკვიდაცია 1-ლი სექტემბრიდან განხორციელდება.კანონის თანახმად, განათლების სამინისტრომ 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაცია და მის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.Wizz Air Abu Dhabi არსებობას წყვეტსWizz Air Abu Dhabi არსებობას წყვეტს. ცვლილებები ეხება საქართველოსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქშიც სრულდებოდა.Wizz Air Abu Dhabi ოპერირების შეწყვეტას შემდეგი მიზეზებით ხსნის:გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, რამაც საჰაერო სივრცის დახურვა გამოიწვია;უკიდურესი სიცხე, რაც ძრავის ეფექტიანობაზე პირდაპირ გავლენას ახდენდა;მარეგულირებელი ბარიერები, რომლებიც მარშრუტების ნებართვებს ზღუდავდა;ოპერაციული შეზღუდვები, რომლებიც კომპანიის დაბალბიუჯეტიან მოდელს ძირს უთხრიდა.1-ელი სექტემბრიდან „აწარმოე საქართველოშის“ პროგრამებში ცვლილებები შედისსააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობები.უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები ეხება სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი 2 პროცენტული მაჩვენებლით იზრდება.„თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა.ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც. პროგრამას ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის:კვების პროდუქტების წარმოება;სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია;სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა;მიკრომეწარმეობის პროგრამა ცვლილებები უკვე ძალაშია.ამასთან, უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილი ცვლილებები 1- ლი სექტემბრიდან შევა ძალაში“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი იწყება2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის - www.hr.gov.ge-ის მეშვეობით,სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.„სტაჟიორად შეიძლება, მიღებულ იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა - 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA - 2.7-4.0). ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს.შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.თბილისში რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსება იწყებათბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსებას პირველი სექტემბრიდან იწყებს. მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.„თბილისის მერია პირველი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს, რაც ძვირადღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი, შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ქმედუნარიანები ხდებიან და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე განმარტებით, მოქალაქე განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის რეგისტრირებული უნდა იყოს თბილისის მუნიციპალიტეტში.აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსული პასპორტების ადგილზე გაცემა იწყებააფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრები მოქალაქეები რუსულ პასპორტებს ადგილზევე 1-ელი სექტემბრიდან აიღებენ.შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებლებს რუსული პასპორტების უშუალოდ ამ ტერიტორიებზე აღების საშუალებას აძლევს. ბრძანებულება ძალაში იმავე დღეს შევიდა და 2028 წლის 1-ელ აგვისტომდე იმოქმედებს. მთავრობას დოკუმენტების გაცემის პროცედურის განსაზღვრა დაევალა, რაც უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ მათი გაფორმების შესაძლებლობას უშუალოდ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიებზე ითვალისწინებს.კრემლის ეს ნაბიჯი პუტინის მიერ 17 მაისს ხელმოწერილი წინა ბრძანებულების გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გამარტივდა. კერძოდ, რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად აღარ არის საჭირო მის ტერიტორიაზე ხუთწლიანი ცხოვრების, რუსული ენის, ისტორიისა და ძირითადი კანონების ცოდნის დადასტურება.

იცოდით, როგორ გაჩნდა პირველი საღეჭი რეზინა საბჭოთა კავშირის დროს და რატომ შეეწირა მას 21 ადამიანის სიცოცხლე?!

საბჭოთა კავშირის დროს, გარკვეული სახეობის ტკბილეული, ნივთები თუ ტანსაცმელი, უბრალოდ ოცნება იყო უამრავი საბჭოელი ბავშვისთვის. 1970-იანი წლებიდან კი საღეჭი რეზინის იმპორტი დაიწყო და თითქოს მთელი ქვეყანა შეიშალა ჭკუიდან. მისთვის კი, უცხო ქვეყნებიდან საბჭოურ ქვეყნებში, სპეციალურად ჩადიოდა ხალხი, რომ ეს ახალი და წარმოუდგენელი "სუვენირი" თავიანთ ქვეყანაშიც შეეტანათ.სკოლებში მაშინვე დაიწყო ამბის ტირაჟირება, რომ საღეჭი რეზინი მავნეა და უნდა აიკრძალოს, რომლისაც სამწუხაროდ, დღესაც ძალიან ბევრს სჯერა.1975 წელს, მოსკოვში, კანადის ბავშვთა ჰოკეის გუნდი ჩავიდა, თამაშს კი სპონსორობდა მსოფლიო მწარმოებელი საღეჭი რეზინის ფირმა Wrigley. ხელშეკრულების თანახმად, კანადელ ბავშვებს მიეცათ საღეჭი რეზინის ყველაზე დიდი შეფუთვები დიდი რადენობით და მათ უფასოდ უნდა დაერიგებინათ საბჭოელი ბავშვებისთვისმესამე მატჩის დროს სპორტის მაყურებელმა იმატა, გაიგეს რა უცხო და უფასო საღეჭი რეზინის შესახებ. ეს სიკეთე კი მაყურებლის უპრეცედენტო მოზიდვის მიზანი იყო, პარალელურად კი რეალიზდებოდა ტკბილი სასუსნავი.ხალხის ნაკადმა იმდენად იმატა და მხოლოდ და მხოლოდ საღეჭი რეზინის გამო, რომ რიგითობა დაირღვა და "ბრბოს ტალღა" უმორჩილო გახდა. უფასო საჩუქრისთვის ზოგი პირდაპირ აივნიდან ხტებოდა, ზოგიც კიბიდან დაგორდა და ჯამში 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 ბავშვი.ინციდენტის გამო, სპორტის სასახლის დირექტორი ციხეში დაიჭირეს, რადგან იდეა ფატალური შემთხვევებით დასრულდა. აი, ასეთი საშინელი ფასი გადაიხადეს საღეჭი რეზინის პირველი გამოჩენის დროს.ტკბილი დელიკატესის იმპორტის ამბავი კი მარტივად გადაჭრეს, გადაწყვიტეს თავად ეწარმოებინათ საღეჭი რეზინა. თავდაპირველად მისი მხოლოდ რამდენიმე სახეობა ჰქონდათ, თუმცა 1980-ანი წლებიდან კი სახეობები გაფართოვდა.     

ბოლო სიახლეები