ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

პაატა მანჯგალაძე: ჩვენი დაპირება არის რეალური – არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს წვდომა ექნება 14 მილიარდ ევროზე

ჩვენი დაპირება არის რეალური, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს წვდომა ექნება 14 მილიარდ ევროზე. ეს არის რეალური, კონკრეტული ევროპული ფონდი, რომლითაც განსაზღვრულია 14 მილიარდი ევრო, რათა გაწევრიანებამდე ქვეყანაში მოხდეს ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური მიმართულებით რეფორმები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს არ სურს, რომ საქართველოში ევროკავშირიდან შემოვიდეს აღნიშნული 14 მილიარდი ევრო.

„მესმის „ქართული ოცნების,“ მათ არ აქვთ კომპეტენცია და არც უნდათ, რომ მოვიდეს ეს 14 მილიარდი ევრო საქართველოში, ჩვენ ამ 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ. ასევე, მზად ვართ, თუ „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი, მათ შორის კალაძე ან თუნდაც პაპუაშვილი ან ვინმე ამბობს, რომ ეს არ შეიძლება, დავსხდეთ დებატებში და ხალხის წინ ავხსნათ, თუ როგორ მოვიტანთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 14 მილიარდს საქართველოსთვის, ზუსტად იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აქვს – დასაქმებისთვის, განათლების სისტემისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ეს რომ რეალურია, ყველამ იცის, მაგალითად სამტრედია-გრიგოლეთის გზა დღეს შენდება სწორედ ევროპული ფონდებით. ეს გზა გაიარა ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ისინი რომ დღეს განვითარებული და კეთილდღეობის მაღალი სტანდარტის ქვეყნები არიან, განაპირობა სწორედ მსგავსმა ევროპულმა დახმარებებმა და ფონდებმა. „ქართული ოცნება“ კეტავს, ბლოკავს ამ შესაძლებლობას და ჩვენ 26 ოქტომბერს ხალხთან ერთად გავხსნით ამ შესაძლებლობას, რადგან დაჩქარებული წესით დავიწყებთ მოლაპარაკებას და ამ პროცესს მოჰყვება 14-მილიარდიან ფონდზე საქართველოს დაუყოვნებლივი წვდომა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ევროპული დახმარებების მნიშვნელობა.

„მათ უნდათ, რომ საქართველო დამოკიდებული იყოს ბიძინა ივანიშვილის გროშებზე და თავისუფლების სანაცვლოდ ჩვენ ვიყოთ მონები ივანიშვილის. ჩვენ ამ 14 მილიარდ ევროს „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით მოვიტანთ თავისუფლების ფასის სანაცვლოდ, მოვიტანთ დემოკრატიით. ევროკავშირს გამოყოფილი აქვს კონკრეტული ფონდი, ბიუჯეტი ამისთვის, რომ გაწევრიანებამდე ქვეყნებს ჰქონდეთ წვდომა. ეს არის ჩვენს უნარზე დამოკიდებული, თუ რა ვადაში და რამდენს წამოვიღებთ იქიდან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გენერალი დენ კეინი – ირანში საჰაერო უპირატესობის დამყარების შემდეგ, აშშ ახლა დაიწყებს გაფართოებას ქვეყნის შიგნით

ირანში საჰაერო უპირატესობის დამყარების შემდეგ, აშშ „ახლა დაიწყებს გაფართოებას ქვეყნის შიგნით“, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა.ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის ძალები უფრო ღრმად შეიჭრებიან ირანის ტერიტორიაზე და სამხედროებს მანევრირების დამატებით თავისუფლებას შეუქმნიან.კეინმა განაცხადა, რომ ირანის მიერ რაკეტების გაშვების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა აშშ-ისრაელის მიერ ქვეყანაზე თავდასხმების დაწყების შემდეგ.დენ კეინის თქმით, რაკეტებისა და დრონების აქტივობის შემცირებამ აშშ-ის ძალებს საშუალება მისცა, გაეფართოებინა ოპერატიული უპირატესობა.„ამ პროგრესმა ცენტრალურ სარდლობას საშუალება მისცა, დაემყარებინა ლოკალიზებული საჰაერო უპირატესობა ირანის სანაპიროს სამხრეთ ფლანგზე და გაერღვია მათი თავდაცვითი სისტემა სიზუსტითა და ცეცხლსასროლი ძალით“, – განაცხადა დენ კეინმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს.თურქეთის დიპლომატიური უწყების ცნობით, საქმე ეხება ბალისტიკურ რაკეტასთან დაკავშირებულ ინციდენტს, როდესაც ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთის მიმართულებით ნასროლი ირანული რაკეტა ჩამოაგდეს.თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულის გამო ირანის ელჩს საპროტესტო ნოტას გადასცემს.

„ევრონიუსი“ – ირანის დაზვერვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით

ირანის დაზვერვის სამინისტროს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით. ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ შეთავაზება ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს მეშვეობით გაკეთდა.არც თეთრ სახლს და არც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს განცხადება არ გაუვრცელებია.მანამდე, ირანის ელჩმა გაერო-ში ვაშინგტონთან მოლაპარაკებები გამორიცხა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი დარტყმები განახორციელეს.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანს საუბარი სურდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

Reuters – შრი-ლანკას სანაპიროსთან ირანულ სამხედრო გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა

შრი-ლანკას სანაპიროსთან ირანული სამხედრო გემი აშშ-ის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ჩაიძირა , - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის წყაროების ცნობით, ირანულ სამხედრო გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა.მანამდე, შრი-ლანკის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ გემის ეკიპაჟის 32 წევრის გადარჩენა შეძლეს.ბოლო ინფორმაციით, ეკიპაჟის 148 წევრი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს

ბატონმა ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა.„რთულ ბირთვულ მოლაპარაკებებს უძრავი ქონების გარიგებად როცა აღიქვამენ და როდესაც დიდი ტყუილები რეალობას ფარავს, არარეალური მოლოდინები ვერასდროს შესრულდება. შედეგი? მოლაპარაკების მაგიდის აფეთქება ზიზღის გამო“, – დაწერა აბას არაღჩიმ. 

ბოლო სიახლეები