კვირა, მარტი 15, 2026

28 წლის ბიჭი სცემეს, დააბეს და ხელით გაგუდეს – მკვლელობის საქმეზე ძმები დააკავეს

28 წლის ნიკა ღვინიაშვილის ცხედარი სოფელ ზღუდერში ადგილობრივებმა იპოვეს. მას ხელები ზურგზე თოკით ჰქონდა შეკრული. ახალგაზრდა მამაკაცს ყელის, სახისა და სხეულის სხვა ადგილებში ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. გამოძიების ვერსიით, ღვინიაშვილს ჯერ სცემეს, შემდეგ დააბეს და ხელით გაგუდეს. ადგილობრივებმა დასახმარებლად სასწრაფო დახმარება იმ დროს გამოიძახეს, როდესაც სავარაუდო თავდამსხმელები ჯერ კიდევ დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდნენ. გამოძახებაზე მისულ სამედიცინო ჯგუფს ნიკა ღვინიაშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

სოფელში ჰყვებიან, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ნიკა ღვინიაშვილსა და ძმებ – გუჯა და ემზარ მედოშვილებს შორის, სუფრაზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება. ადგილობრივები ვერ აკონკრეტებენ, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, თუმცა ამბობენ, რომ ღვინიაშვილს და ძმებს წარსულში დაპირისპირება არ ჰქონიათ.

დანაშაულის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 56 წლის ემზარ მედოშვილი ცხელ კვალზე დააკავა; მის ძმას – გუჯა მედოშვილს კი ბრალი მკვლელობაში დახმარებისთვის წარუდგინეს.

ზღუდერში, მედოშვილების საცხოვრებელ სახლს ახლა პოლიცია იცავს. ოჯახმა სოფელი დატოვა. კომენტარს არ აკეთებს მედოშვილების ადვოკატიც. ბრალდებულებს 28 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს იღებენ ჰორმუზის სრუტის გავლით, თავად უნდა იზრუნონ ამ საზღვაო გზის უსაფრთხოებაზე და აშშ მათ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს იღებენ ჰორმუზის სრუტის გავლით, თავად უნდა იზრუნონ ამ საზღვაო გზის უსაფრთხოებაზე და აშშ მათ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“ დაწერა.„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანი დაამარცხა და სრულად გაანადგურა, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ და ყველა სხვა მიმართულებით. თუმცა ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს იღებენ ჰორმუზის სრუტის გავლით, თავად უნდა იზრუნონ ამ საზღვაო გზის უსაფრთხოებაზე და ჩვენ მათ დავეხმარებით – ძალიან მნიშვნელოვნად!აშშ ასევე კოორდინაციას გაუწევს ამ ქვეყნებს, რათა ყველაფერი სწრაფად, შეუფერხებლად და წარმატებით განხორციელდეს. ეს ყოველთვის გუნდური ძალისხმევა უნდა ყოფილიყო და ახლა სწორედ ასე იქნება. ეს მსოფლიოს გააერთიანებს ჰარმონიის, უსაფრთხოებისა და მუდმივი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე“, – წერს დონალდ ტრამპიმანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩაერთვება ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები, რომლებიც ადგილზე სამხედრო გემებს გააგზავნიან.

იტალიის ისტორიული გადაწყვეტილება-მილიონობით ემიგრანტის შთამომავალმა შესაძლოა პასპორტის მიღების შანსი დაკარგოს

 იტალიამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდოს მოქალაქეობის მიღების უფლება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიური წარმოშობის არიან, მაგრამ საზღვარგარეთ დაიბადნენ. CNN-ის ინფორმაციით, იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს მთავრობის პოზიციას 2025 წლის სადავო კანონთან დაკავშირებით, რომელიც საგრძნობლად ამცირებს წარმოშობით მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას.ახალი კანონი 2025 წლის მარტში საგანგებო სამთავრობო დეკრეტით მიიღეს. იგი გაასაჩივრეს ტურინის მოსამართლეებმა, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს დოკუმენტის შესაბამისობა კონსტიტუციასთან.დეტალური გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი, თუმცა უკვე ეს განცხადებაც მიუთითებს მთავრობის ცვლილებების მხარდაჭერაზე.მოქალაქეობის ტრადიციული პრინციპის დასასრული - მას შემდეგ, რაც იტალიური სახელმწიფო ჩამოყალიბდა ქვეყნის მოქალაქეობა ეფუძნებოდა პრინციპს Jus sanguinis - „სისხლის უფლებას“. ეს ნიშნავს, რომ იტალიის მოქალაქის შვილი ავტომატურად ითვლებოდა იტალიის მოქალაქედ, მიუხედავად იმისა, სად დაიბადა.ეს პრინციპი დაფიქსირებული იყო 1865 წლის სამოქალაქო კოდექსში და მოგვიანებით დადასტურდა 1912 და 1992 წლების კანონებით. სწორედ ამან მისცა მილიონობით ემიგრანტის შთამომავალს შესაძლებლობა მოეთხოვა იტალიური პასპორტი.რას ცვლის ახალი კანონი - ახალი წესების მიხედვით, მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომელთა მშობლები ან ბებია-ბაბუა იტალიაში არიან დაბადებული. გარდა ამისა, ამ ნათესავებს შვილის დაბადების ან საკუთარი გარდაცვალების მომენტში უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იტალიური მოქალაქეობა.ფაქტობრივად, ეს მნიშვნელოვნად ზღუდავს ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას იტალიური დიასპორის წარმომადგენლებისთვის.რატომ გადაწყვიტეს წესების შეცვლა - იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეების რაოდენობა 2014 წლის 4,6 მილიონიდან 2024 წელს 6,4 მილიონამდე გაიზარდა.ქვეყნის საკონსულოები გადატვირთულია განაცხადებით. მაგალითად, არგენტინაში იტალიის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა მხოლოდ 2024 წელს დაახლოებით 30 ათასი მოქალაქეობის განაცხადი განიხილეს.კანონის მოწინააღმდეგე იურისტები ამტკიცებენ, რომ ახალი წესები შესაძლოა მოქალაქეობის უფლებას მილიონობით ადამიანს ჩამოართვას, რომლებიც თავს იტალიელთა შთამომავლებად მიიჩნევენ.ადვოკატებმა უკვე განაცხადეს, რომ ბრძოლას გააგრძელებენ. საქმეები შეიძლება გადაიგზავნოს ევროპულ სასამართლოებში.

დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს...

„ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს," - ასე პასუხობს სოციალურ ქსელში „ხალხი ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციურ არხზე გასულ სიუჟეტს, რომელიც მისი სახელის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, ჟურნალისტმა შეძლო მხოლოდ ცილისმწამებლური ბრალდებების გაჟღერება, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნდა.„მატყუარა ტელევიზიამ სამი თვე იწვალა სიუჟეტის გასაკეთებლად და რასაც თავი მოაბა, ეგაა. ტყუილს ტყუილი დააშენა და კომენტარებიც ისე დაჩეხა, ბოლოს „აჯაფსანდალიც" არ გამოუვიდა. საკუთარ ეზოში ერთი ავტომობილის, ძველი ფარეხის კანონიერი რეაბილიტაცია, რომლის ყველა პროცედურა დაცულია და ერთი კი არა, ორი ნებართვა არსებობს, მათ უკანონო, ახალ, გრანდიოზულ მშენებლობად გაასაღეს, არარსებული ჯარიმა მოგვაწერეს და სკანდალისთვის, როცა თავადაც მიხვდნენ, რომ საკმარისი ვერ იქნებოდა, სადაც კი ვინმეს შესაძლო გადაცდომა იპოვეს, ჯიუტად ცდილობდნენ, ყველაფერი ჩემთვის „მოეწერათ". მათ სისაძაგლეს საზღვარი არ აქვს, ისევე, როგორც ჩემი რეპუტაციის შელახვის სხვა მსურველების ქმედებას, რომლებიც სხვისთვის გათხრილ ორმოში ხშირად თავად ვარდებიან. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს. ისე, ცნობისთვის, ქართულ სასაუბრო ენაში „დოლენჯი" ტყუილს, სისულელეს და არასერიოზულ საქციელს ნიშნავს,“ - წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძე.

მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ირანული დრონების განეიტრალების სფეროში უკრაინული გამოცდილების გაზიარებაზე მოლაპარაკება სურს

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების გამართვა სურს. ისრაელის მედიის ცნობით, შესაბამისი თხოვნა კიევში უკვე გადაგზავნილია. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თხოვნა უკავშირდება უკრაინის დიდ გამოცდილებას ირანული წარმოების დრონების განეიტრალების სფეროში და მიზნად ისახავს ამ მიმართულებით ისრაელსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის განვითარებას. უკრაინის ელჩმა ისრაელში, ევგენი კორნიჩუკმა ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, ორი ლიდერის დატვირთული გრაფიკის გამო სატელეფონო საუბარი ჯერ არ შემდგარა, თუმცა სავარაუდოდ ეს მომავალ კვირის დასაწყისში მოხდება. მანამდე ირანში განაცხადეს, რომ უკრაინა „ლეგიტიმურ სამიზნედ“ იქცა ისრაელისთვის დრონების სფეროში მხარდაჭერის გამო. გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინას სთხოვა გაეზიარებინა გამოცდილება ირანული „შაჰედის“ ტიპის დრონების გაუვნებელყოფის საკითხში.

აბას არაღჩი – აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა. ამის შესახებ აბას არაღჩი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს.„აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, აღმოჩნდა სავსე ხვრელებით და უფრო მეტად იწვევს პრობლემებს, აკავებს მათ. ახლა აშშ სხვებს, ჩინეთსაც კი, ეხვეწება, დაეხმარონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.ირანი მოუწოდებს მოძმე მეზობლებს, გააძევონ უცხოელი აგრესორები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როცა აშშ-ს ერთადერთი საზრუნავი ისრაელია“, – წერს არაღჩი.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების დაცვაში ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას და ადგილზე სამხედრო გემებს გააგზავნიან.ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურეში ომის დაწყების შემდეგ ირანს აქვს ბლოკირებული. თეირანში კი ამტკიცებენ, რომ სრუტის გავლა ყველა გემს შეუძლია, გარდა ირანის მტრების” ხომალდებისა.

ბოლო სიახლეები