პარასკევი, იანვარი 2, 2026

პრემიერი: 2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, 80%-ით გაიზარდა მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი ასე გაგრძელდეს

ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია ტყიბული და მეშახტე. ტყიბული იწოდება მეშახტეების ქალაქად და ყველას მინდა, მოგილოცოთ „მეშახტის დღე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტყიბულში, მეშახტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მინდა, მოგილოცოთ, ყველას, „მეშახტის დღე“. ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია ტყიბული და მეშახტე. ტყიბული იწოდება მეშახტეების ქალაქად და ყველას მინდა, მოგილოცოთ „მეშახტის დღე“. მეშახტის შრომა არის გამორჩეულად რთული შრომა, თუმცა ასევე გამორჩეულად საამაყო. განსაკუთრებული პატივისცემა მინდა, გამოვხატო თითოეული მეშახტის მიმართ.

მე მახსოვს, 2017-2018 წლებში, იყო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა, რაც დაკავშირებული იყო მეშახტის შრომასთან. იყო პრობლემები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შახტების გადაიარაღებასთან, შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მიხარია, რომ 2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, ეს პრობლემები გადაჭრის გზაზეა. 80%-ით გაიზარდა მას შემდეგ მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი ასე გაგრძელდეს.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ გაგრძელდება შახტების განვითარება, რაც რა თქმა უნდა, აისახება ტყიბულელებზე, მათ დასაქმებაზე, შრომის ანაზღაურებაზე და ამაზე, ჩვენ, საქართველოს მთავრობა ვიღებთ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი იმაზე, რომ ტყიბულს არ მოვაკლოთ მზრუნველობა, ყურადღება და გარწმუნებთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაშიც განვაგრძობთ აუცილებლად ტყიბულზე ზრუნვას. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ “ტყიბულქალაქობა” და “მეშახტის დღე”,“- განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილია მეორე – ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს, მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას, იმედით უნდა ვიყოთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.„ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს. გილოცავთ. მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი. იმედით უნდა ვიყოთ. მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს. ამინ!“, – აცხადებს ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.

საქართველოში 3 და 4 იანვარს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 3 და 4 იანვარს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია, კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს.„შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზებისა და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას დამდეგ შობასა და ახალ წელს ულოცავს.წარმომადგენლობა მოქალაქეებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! დღეს, როცა იმედი და ერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა თითოეულ თქვენგანს მოუტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ჩვენი საერთო ევროპული მომავლის რწმენა – მომავლის, რომლის შენებასაც ერთად გავაგრძელებთ.ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის“, – წერს წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში.

როგორ შევხვდეთ ცხენის წელს სწორად: რა უნდა იყოს საახალწლო მენიუში

2026 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით, ცეცხლოვანი ცხენის წელია, რაც ახალ ენერგიებს, გარდატეხებსა და სისწრაფეს მოასწავებს.ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცონდე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ასეთი წელი 60 წელიწადში ერთხელ მოდის.როგორ უნდა შევხვდეთ ცხენის წელს და რა უნდა გავითვალისწინოთ?„60 წელიწადში ერთხელ მოდის ცეცხლოვანი ცხენის წელი, ეს უბრალო ცხენის წელი არ არის. მას მოაქვს სიახლეები, ყველაფერ ცუდს უკან ტოვებს. იქნება წინსვლა წარმატებისკენ, ეს არის ძველის გაშვება, თავიდან დაბადება და ტრანსფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, შევხვდეთ თბილ გარემოში.ახალი წლის სუფრაზე ნუ გექნებათ წითელი ხორცი, შეგიძლიათ ქათმის ხორცი, ინდაური. აქვე მინდა დავამატო, საქართველოსთვის საოცარი წელი მოდის.პროდუქტები და დეკორი, რომლებიც შეესაბამება ცხენის წელს ვაშლი და სტაფილო – ცხენის საყვარელი მცენარეული საკვები, სიმშვიდისა და მოტივაციის სიმბოლომარცვლეული და ფეტვი – ჯანმრთელობის, ნაყოფიერებისა და სტაბილურობის სიმბოლომწვანილი – სუფრის ბუნებრივი ენერგიის გაზრდა, სიჯანსაღის მატარებელი

„ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება“ – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან  ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. 1- 2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ბოლო სიახლეები