პარასკევი, იანვარი 2, 2026

ბექა ძამაშვილი: “საქართველოს აბრალებდნენ ცხინვალის დაბომბვას და ეს საჩივარი შეიტანა არასამთავრობო ორგანიზაციამ”

„საქართველოს აბრალებდნენ ცხინვალის დაბომბვას და ეს საჩივარი შეიტანა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჩემი „ფეისბუკ“ პოსტი ამას შეეხებოდა და რა გააჟღერა ბატონმა გიორგიმ? –  თითქოს მე დავაბრალე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა წარმოაჩინა ცუდ კონტექსტში”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა გიორგი ბურჯანაძის გამოსვლის საპასუხოდ.

“ჩემი „ფეისბუკ“ პოსტი, რომელიც აქ გაჟღერდა ეხებოდა იმას, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში შევიდა 3300-მდე საჩივარი, რომელიც იყო რუსეთის მიერ ორკესტრირებული, მაგრამ სამწუხაროდ, ამ 3300 საჩივარში აღმოჩნდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილი საჩივარი – მე არ ვაპირებდი ამაზე საუბარს, დიახ, საქართველოს წინააღმდეგ, შინაარსს დააკვირდით ცხინვალის დაბომბვას აბრალებდნენ საქართველოს. ეს იყო ასეთი ბრალდება, ეს რომ დადასტურებულიყო, მე არ ვიცი  ამაზე დიდი სახელმწიფო ინტერესი რა შეიძლება იყოს ჩვენი სუვერენიტეტის აღსადგენად.

ჩვენ საერთოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი შეიძლებოდა, შეგვეწყვიტა. ქვეყნის ინტერესებით ნუ ითამაშებთ, ძალიან გთხოვთ, და სუვერენიტეტს ნუ შეეხებით. ცხინვალის დაბომბვას რომ დააბრალებთ სახელმწიფოს, ეს არის წითელი ხაზი. სამარცხვინო არის საკუთარი სახელმწიფოსთვის ცხინვალის დაბომბვის დაბრალება“ , –  განაცხადა ბექა ძამაშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საკონსტიტუციო განხილვისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილია მეორე – ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს, მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას, იმედით უნდა ვიყოთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.„ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს. გილოცავთ. მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი. იმედით უნდა ვიყოთ. მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს. ამინ!“, – აცხადებს ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.

საქართველოში 3 და 4 იანვარს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 3 და 4 იანვარს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია, კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს.„შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზებისა და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას დამდეგ შობასა და ახალ წელს ულოცავს.წარმომადგენლობა მოქალაქეებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! დღეს, როცა იმედი და ერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა თითოეულ თქვენგანს მოუტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ჩვენი საერთო ევროპული მომავლის რწმენა – მომავლის, რომლის შენებასაც ერთად გავაგრძელებთ.ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის“, – წერს წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში.

როგორ შევხვდეთ ცხენის წელს სწორად: რა უნდა იყოს საახალწლო მენიუში

2026 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით, ცეცხლოვანი ცხენის წელია, რაც ახალ ენერგიებს, გარდატეხებსა და სისწრაფეს მოასწავებს.ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცონდე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ასეთი წელი 60 წელიწადში ერთხელ მოდის.როგორ უნდა შევხვდეთ ცხენის წელს და რა უნდა გავითვალისწინოთ?„60 წელიწადში ერთხელ მოდის ცეცხლოვანი ცხენის წელი, ეს უბრალო ცხენის წელი არ არის. მას მოაქვს სიახლეები, ყველაფერ ცუდს უკან ტოვებს. იქნება წინსვლა წარმატებისკენ, ეს არის ძველის გაშვება, თავიდან დაბადება და ტრანსფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, შევხვდეთ თბილ გარემოში.ახალი წლის სუფრაზე ნუ გექნებათ წითელი ხორცი, შეგიძლიათ ქათმის ხორცი, ინდაური. აქვე მინდა დავამატო, საქართველოსთვის საოცარი წელი მოდის.პროდუქტები და დეკორი, რომლებიც შეესაბამება ცხენის წელს ვაშლი და სტაფილო – ცხენის საყვარელი მცენარეული საკვები, სიმშვიდისა და მოტივაციის სიმბოლომარცვლეული და ფეტვი – ჯანმრთელობის, ნაყოფიერებისა და სტაბილურობის სიმბოლომწვანილი – სუფრის ბუნებრივი ენერგიის გაზრდა, სიჯანსაღის მატარებელი

„ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება“ – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან  ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. 1- 2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ბოლო სიახლეები