ორშაბათი, ივნისი 2, 2025

რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება, რათა სრულად დაბინავდეს მოსავალი, ფერმერებმა მიიღონ ადეკვატური შემოსავალი და ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს ბოლო წლების სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება – ირაკლი კობახიძე

რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება, რათა სრულად დაბინავდეს მოსავალი და ფერმერებმა მიიღონ ადეკვატური შემოსავალი, ასევე ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს ბოლო წლების სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლიდან წლამდე ვითარდება ქვეყანაში მევენახეობა, მეღვინეობა და ამ დარგის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან დიდია.

„სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად, გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, შეიქმნა ახალი ვენახების კადასტრი, წლიდან წლამდე უმჯობესდება ღვინის ხარისხი. ამ წლების განმავლობაში საექსპორტო ბაზრების არეალი ძალიან მნიშვნელოვნად გაფართოვდა და რეკორდულ რაოდენობამდე გაიზარდა ღვინის ექსპორტი, ღვინის მოსავალი და შესაბამისად, ასევე ღვინის ექსპორტი. მუშაობს აგროკრედიტისა და აგროდაზღვევის სისტემა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს დარგი წლიდან წლამდე განვითარდეს. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, სამინისტროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი შეადგენს დაახლოებით 300 ათას ტონას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ  ეს მოსავალი სათანადოდ დაბინავდეს, მოხდეს ამ მოსავლის სათანადოდ რეალიზაცია. ამისთვის მიმდინარე წელსაც განხორციელდება რთველის სუბსიდირება, რათა სრულად დაბინავდეს მოსავალი და ფერმერებმა მიიღონ ადეკვატური შემოსავალი, ასევე ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს ბოლო წლების სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება.

სახელმწიფო განახორციელებს ფინანსურ ინტერვენციას, 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა, ასევე რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ექნება იმის საშუალება, რომ ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავება განახორციელოს. ეს არის სუბსიდიის ამოცანა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული ერთი კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ ერთ ლარს.

კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კგ რქაწითელზე 20 თეთრს. საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება იმისთვის, რომ ორგანიზებულად მოხდეს მოსავლის ჩაბარება. ყველაფერი გაკეთდება, რომ დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს და ასევე შესაბამის კომპანიებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ავარია გორში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავარია მოხდა გორში - სტალინისა და თამარ მეფის გამზირების გადაკვეთაზე. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.მათივე ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი და დამტვრეულია სამი მანქანა.

დუდა სანაძე საამიროების თასის მფლობელია

დუდა სანაძე კლუბ „ალ ნასერის“ შემადგენლობაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების თასის მფლობელია. ტურნირის ფინალში „ალ ნასერის“ მეტოქე წინ რეგიონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „შაბაბ ალ აჰლი“ გახლდათ.გუნდის ჩემპიონობაში დიდი წვლილი მიუძღვის სანაძეს, რომელიც ტურნირის მანძილზე საშუალოდ 20 ქულას აგროვებდა. ყველაზე შედეგიანი დუდასთვის მეოთხედფინალური მატჩი გამოდგა, რომელშიც მან 34 ქულა მოაგროვა.

„57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ“ – დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა

დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა.მომღერალს 57 წელი შეუსრულდებოდა.მამუკას დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით და ულოცავს.„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო დიდო დარდო და ტკივილო. 57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ. მიყვარხარ და უსაზღვროდ მენატრები ჩემო მამუკა, ჩემი ცხოვრება აღარასდროს გაფერადდება, შენ მიფერადებდი,“ – წერს მაიკო ონაშვილი.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინას აქვს უფლება, რუსულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელოს თავდასხმა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე აცხადებს, რომ უკრაინას აქვს უფლება, რუსულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელოს თავდასხმა. აღნიშნული კომენტარი ბარტ ეიდემ მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსულ აეროდრომებს შეუტია.ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სწორედ რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი 2022 წელს და „უკრაინას, რა თქმა უნდა, აქვს სრული უფლება, დაარტყას რუსეთის მთელ ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებს“.„აქ ისევ ვხედავთ, რომ უკრაინა იცავს საერთაშორისო სამართალს და უტევს შესაბამის სამხედრო სამიზნეებს, მაშინ, როდესაც რუსეთი ხშირად თავს ესხმის უკრაინულ ქალაქებს, აზარალებს და კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს“, – აღნიშნა ესპენ ბარტ ეიდემ.ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ერთდროულად ოთხ სამხედრო აეროდრომზე. როგორც ცნობილია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, მათ შორის – А-50, Ту-95 და Ту-22 М3. თავდასხმების სახით, რუსულმა ავიაციამ ორ მლრდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.

თურქეთშიდღეს მეორე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ბინგოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:26 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.მედიის ცნობით, პირველი მიწისძვრის შემდეგ, ბინგოლში, კიგის რაიონში კიდევ ერთი 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ბოლო სიახლეები