კვირა, მაისი 11, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (პოლონეთი) საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ლიუბლინის
სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის (Doctor Honoris Causa)
წოდება პოლონური უნივერსიტეტის სენატის გადაწყვეტილებით მიენიჭა. ამის შესახებ
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ინფორმაციით, საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების თაობაზე ოფიციალური ცნობა და
დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვევა რექტორმა დავით გურგენიძემ ლიუბლინის სიცოცხლის
შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორისგან, პროფესორ კშიშტოფ კოვალჩიკისგან
მიიღო.
როგორც ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორი,
პროფესორი კშიშტოფ კოვალჩიკი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს,
აკადემიკოს დავით გურგენიძეს საპატიო დოქტორის წოდება პოლონურ უნივერსიტეტთან
მრავალწლიანი ნაყოფიერი კვლევითი თანამშრომლობისა და დიდი დამსახურებისთვის, ასევე,
მექანიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში მეცნიერების განვითარებისთვის შეტანილი
წვლილისთვის მიენიჭა.
„ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სენატის, აკადემიური და
სამეცნიერო პერსონალის და სტუდენტების სახელით, მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ლიუბლინის
სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სენატის გადაწყვეტილებით, თქვენ
მოგენიჭათ ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საპატიო
დოქტორის წოდება.
ძვირფასო კოლეგა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორო, გთხოვთ, მიიღოთ ეს
წოდება, როგორც მადლიერების გამოხატვა ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოების მხრიდან იმ
დიდი დამსახურებისთვის, რაც დაკავშირებულია ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ
მეცნიერებათა უნივერსიტეტთან მრავალწლიან ნაყოფიერ კვლევით თანამშრომლობასა და
მექანიკის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით მეცნიერების განვითარებაში შეტანილ
სოლიდურ წვლილთან.
ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სენატისა და ჩემი სახელით,
გთხოვთ, ოფიციალურად მიიღოთ მოწვევა და კოლეგებთან ერთად დაესწროთ საპატიო დოქტორის
წოდების მინიჭების ცერემონიას, რითაც შესაძლებლობა მოგვეცემა, პირადად გადმოგცეთ საპატიო
ჯილდო და თქვენთან ერთად აღვნიშნოთ ეს ღირსსახსოვარი დღე“, – ნათქვამია ლიუბლინის
სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა რექტორის, პროფესორ კშიშტოფ კოვალჩიკის ოფიციალურ
წერილში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისთვის
საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია 2024 წლის ნოემბერში, ლიუბლინის
სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის კონგრესის ცენტრში გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მარკო რუბიო – მივესალმებით ინდოეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და მშვიდობის გზის არჩევანს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და შეჰბაზ შარიფს.„ჩვენ მივესალმებით პრემიერ-მინისტრების, მოდის და შარიფს მიერ გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას და მშვიდობის გზის არჩევანს“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს.მისი თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მიზნად ისახავს „გზის გაკვალვას მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტა თუ დაირღვევა, ევროკავშირი მზად არის, „დააწესოს დამატებითი მკაცრი სანქციები“.„ახლა ბურთი რუსეთის მხარესაა. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში. ჩვენი მიზანი ნათელია – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ბოლო სიახლეები