შაბათი, მაისი 10, 2025

იაგო ხვიჩია: ენჯეოსექტორს ერთი კაპიკი არ უნდა მისცე, ვიდრე სრულად არ განაახლებ ამ ენჯეოდინოზავრებს, პროცესს აფუჭებენ, სახელს უტეხენ პარტნიორებს

ენჯეოსექტორისთვის ფულის ნდობა როგორ შეიძლება, კაპიკი არ უნდა მისცე, ვიდრე მათ სრულად არ განაახლებ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უპასუხა მედიის შეკითხვას, რა პირობით უნდა მოხდეს უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება.

“ენჯეოების გამოსწორებით. ენჯეოსექტორს ერთი კაპიკი არ უნდა მისცე, ვიდრე სრულად არ განაახლებ ამ ენჯეოდინოზავრებს, რომლებიც, სინამდვილეში, პროცესს აფუჭებენ, სახელს უტეხენ პარტნიორებს. მათთვის ფულის ნდობა როგორ შეიძლება? რამდენი ფული დახარჯეს და ორცენტიანი მხარდაჭერაც არ აქვს. მიტინგზე გავლენ და შლიან, არავის მათი დანახვა არ სურს და არავის ესენი არ უყვარს, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ გაიგეს, რა იყო ჭეშმარიტად დასავლური ღირებულება და რა – ამერიკის შეერთებული შტატები. როგორც წესი, ყველაფერს არასწორს უჭერდნენ მხარს ამერიკის სახელით. ჩვენთან ურთიერთობის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გაიაზროს, რომ არასწორ ხალხზე ჰქონდა ფსონი დადებული და იქნებ სწორი ხალხი იპოვოს, ამ ქვეყანაში ხალხის პოვნა შესაძლებელია. ის ხალხი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ამერიკის სახელით ლაპარაკობდა, დისკრედიტებულია და სწორად არის დისკრედიტებული. შეუძლებელია, ისინი გაიცნო, მათი უდიდესი ნაწილი და მათთან რამე ტიპის ურთიერთობა გინდოდეს. ამის გაუაზრებლობა, საბოლოო ჯამში, იწვევს იმას, რომ სწორი იდეები, რომლებიც დასავლეთიდან შემოდის, ხშირად შელანძღული სახით მოდის, რადგან არასწორი ხალხის მიერაა საქართველოში პრეზენტირებული. ძალიან უპასუხისმგებლოდ უნდა ხარჯავდე ამერიკის გადასახადების გადამხდელთა ფულს, რომ, სინამდვილეში, ვერ ხვდებოდე, როგორი ხალხი განკარგავს მას საქართველოში.

ამ ხალხს არ შეუძლია მეგობრების პოვნა, საერთო საქმის კეთება, ვიღაცებთან შეთანხმება, ამავდროულად აქვთ არაადეკვატური პოლიტიკური ამბიციები. ისინი შეიძლება პარლამენტში არ იყვნენ, ხალხმა შეძლება არ აირჩიოს, მაგრამ სადღაც ხელი მოაწერონ რაღაცას და უნდათ, ქვეყანა მართონ. მთელი პროცესი დგას არაადეკვატურ იდეებზე, რაც „ქოცების“ მიერ კარგად არის გამოყენებული. „ქართული ოცნება“ სწორედ ამიტომ ახერხებს ამას, რომ მეორე მხრიდან უბრალოდ არ არსებობს ადეკვატური ძალა, რომელიც პრობლემას დაინახავდა და ამ პრობლემას ისე უპასუხებდა, როგორც საპასუხოა და არა ისე, როგორც დღეს პასუხობენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო – მივესალმებით ინდოეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და მშვიდობის გზის არჩევანს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და შეჰბაზ შარიფს.„ჩვენ მივესალმებით პრემიერ-მინისტრების, მოდის და შარიფს მიერ გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას და მშვიდობის გზის არჩევანს“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს.მისი თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მიზნად ისახავს „გზის გაკვალვას მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტა თუ დაირღვევა, ევროკავშირი მზად არის, „დააწესოს დამატებითი მკაცრი სანქციები“.„ახლა ბურთი რუსეთის მხარესაა. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში. ჩვენი მიზანი ნათელია – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე

დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.დონალდ ტრამპის ცნობით, მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.„ორივე ქვეყანას საღი აზრის გამოყენებას ვულოცავ“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ჩამოშლილია შენობაზე არსებული რკინის კონსტრუქციები.

არის კონსერვატიზმის რაღაცები, რომელსაც სრულად ვიზიარებ – ენა, ცეკვა, სიმღერა, რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კომუნისტების დროს სახეცვლილი და გაბაიბურებული რაღაცები არ მომწონს, რომელსაც ვითომ ქართულ ტრადიციებს ეძახიან და არაფერი ქართული სინამდვილეში იმაში არ არის და ის რაც მართლა ჩვენია, მართლა ღირებულია და მართლა მნიშვნელოვანია მგონია, რომ კბილებით უნდა დავიცვათ," - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პოლიტიკურ პოდკასტში ისაუბრა.როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, რაღაცებში ის კონსერვატორია."რაღაცებში კონსერვატორი ვარ. მე ვასწავლი პოლიტიკურ იდეოლოგიებს. ამიტომ, ამ იდეოლოგიებში ჩახედული ვარ მეტ-ნაკლებად და არის კონსერვატიზმის რაღაცები, სრულად ვიზიარებ. საქართველოს შემთხვევაში, ენა, ცეკვა სიმღერა, ვეფხისტყაოსანი, მართლა რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ. ის, რომ 101-ე ბატალიონის ქუდი მახურავს, არაფერს ცვლის," - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბოლო სიახლეები