სამშაბათი, ივნისი 3, 2025

რამდენი დაჭრილი და დაღუპული გვყავს, 30 მილიონით დასაჯეს საქართველო და ჩვენი თავდაცვის უწყების ბიჭები?! 30 მილიონი ჩვენმა ერთმა ღირსეულმა მოქალაქემ ფეხბურთელებს აჩუქა – ირაკლი ზარქუა

რამდენი დაჭრილი და დაღუპული გვყავს, 30 მილიონით დასაჯეს საქართველო და ჩვენი თავდაცვის უწყების ბიჭები?! 30 მილიონი ჩვენმა ერთმა ღირსეულმა მოქალაქემ ფეხბურთელებს აჩუქა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება სამარცხვინო და მიუღებელია.

„დასაჯო საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი მაგარი ბიჭები, თავდაცვის უწყება, სამხედრო პირები იმის გამო, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მიერ მიღებული კანონი არ მოგწონს. რატომღაც დაავიწყდათ, რომ ეს მაგარი ბიჭები მსოფლიოს უსაფრთხოების პროგრამებში მონაწილეობდნენ. ნატო-მ რომ უკან დაიხია და ავღანეთი „თალიბებს“ დაუთმო, როცა უკან გამორბოდნენ, იქაც კი ქართველმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, რათა დროულად გამოსულიყვნენ. რამდენი დაჭრილი და დაღუპული გვყავს. სამაგიერო რითი გადაუხადეთ, 30 მილიონით დასაჯეთ საქართველო და ჩვენი თავდაცვის უწყების ბიჭები?! 30 მილიონი ჩვენმა ერთმა ღირსეულმა მოქალაქემ ფეხბურთელებს აჩუქა! მინდა, მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, რომელმაც კიდევ 100 მილიონი გამოყო თავდაცვის უწყების გაძლიერებისთვის. თქვენ გგონიათ, ამ 30 მილიონით ჩვენს ქვეყანას დააჩოქებთ? ძალიან ცდებით, ბატონო ჰერჩინსკი, თუ თქვენ გგონიათ, რომ იაფფასიანი ტრიუკებით მებრძოლ და მეომარ ერს დააჩოქებთ და ქვეყნის ინტერესებზე ხელს ააღებინებთ! ველოდებით, რომ არჩევნების შემდეგ ალბათ ურთირთოებების გადატვირთვა მოხდება და შემდეგ ალბათ შეგრცხვებათ, ჩვენი მოსახლეობისთვის თვალში ჩახედვის შეგრცხვებათ. ვწუხვარ, მაგრამ მოგიწევთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა. ამავე დროს, ჰერჩინსკის თქმით, პირდაპირი მხარდაჭერა იქნება გადატანილი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა “კვარას” კრიტიკოსი – შემძვრალი… მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი-ოთარ ტატიშვილი

ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "იმედის დილის" ერთ-ერთმა წამყვანმა, ოთარ ტატიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა."ხვიჩა კვარაცხელია დღეს მსოფლიოში საუკეთესოა! ამას მე გეუბნებით - ჩემი ტყუილიც დაიჯერება უკვე, და სიმართლეც დაიჯერეთ.მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა "კვარას" კრიტიკოსი - შემძვრალი... მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი! სულ ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ამბობდა, ბათუმის "დინამოა" მისი მაქსიმუმიო", - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა გადაცემა "იმედის დილაში". შეგახსენებთ, 31 მაისს, "კვარა" პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

„ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედეთის მთავრობის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ერთი დღის სხვაობით საქართველოზე და საკუთარ ქვეყანაზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას ავრცელებს. საქართველოში ისინი FARA კანონს რეპრესიულს უწოდებენ, ხოლო შვედეთში მიიჩნევენ, რომ უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს. შალვა პაპუაშვილის მათ დამოკიდებულებას სამარცხვინოს უწოდებს. „ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია,“ - წერს პაპუაშვილი.

როგორი ამინდი იქნება 3 ივნისს საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

3 ივნისს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +20 - წვიმასოხუმი +21 - წვიმაზუგდიდი +21 - წვიმამესტია +16 - მოღრუბლულიფოთი +20 - წვიმაბათუმი +20 - წვიმაოზურგეთი +20 - წვიმაქუთაისი +21 - წვიმაამბროლაური +19 - წვიმაახალციხე +19 - წვიმაბორჯომი +15 - წვიმაბაკურიანი +12 - წვიმაგორი +21 - წვიმაცხინვალი +18 - წვიმასტეფანწმინდა +11 - წვიმაგუდაური +10 - წვიმათელავი +22 - წვიმარუსთავი +26 - წვიმათბილისი +24 - წვიმა

4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს

მამა გიორგი თევდორაშვილი გვასწვალის 4, ორსიტყვიან ლოცვას, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს მაშინ, როცა ძალიან გვეჩქარება, დაღლილები ვართ და გამოუვალი მდგომარეობაა: • ღმერთო, მაკურთხე; • უფალო, შეგვიწყალე (შეიწყალე); • ღმერთო, დამეხმარე; • მადლობა, შენდა ღმერთო; ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები