პარასკევი, ნოემბერი 7, 2025

გამჭვირვალობა აუცილებელია მაშინ, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას ინტენსიურად უტევენ – გია ვოლსკი

გამჭვირვალობა აუცილებელია, მაშინ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას ინტენსიურად უტევენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებულია, უსამართლობაა.

“საზოგადოებამ უნდა იცოდეს არჩევნების დროს ვის მისცეს ხმა – ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში გადატრიალებასა და დესტაბილიზაციას გეგმავენ, თუ იმ ხელისუფლებას, რომელიც სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მყარ ტენდენციას აჩვენებს. ეს თემა შემოვიტანეთ და ამასთან დაკავშირებით, ასეთი განცხადების გაკეთება ყველაზე მცირე, უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. მართლაც, ხომ არ არის ამ ნაბიჯების უკან რაღაც იდეა, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება და ლომჯარიამაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს,” – აცხადებს გია ვოლსკი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი: დღეს ერეკლეობაა! იმ მეფის ხსენება, რომელმაც გაბედა, მცირე ქვეყნის გული დაეცვა იმპერიების დაუნდობელ ჭიდილში

დღეს ერეკლეობაა! იმ მეფის ხსენება, რომელმაც გაბედა, მცირე ქვეყნის გული დაეცვა იმპერიების დაუნდობელ ჭიდილში, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.„დიდება მეფე ერეკლეს, საქართველოს მახვილსა და ფარს!“, - დასძენს პაპუაშვილი.305 წელი მეფე ერეკლეს დაბადებიდან - მმართველი გუნდი საქართველოს მოქალაქეებს ერეკლეობას ულოცავს.

305 წელი მეფე ერეკლეს დაბადებიდან – მმართველი გუნდი საქართველოს მოქალაქეებს ერეკლეობას ულოცავს

305 წელი მეფე ერეკლეს დაბადებიდან - ქართლ-კახეთის გმირი მეფის სახელს დღეს განსაკუთრებით კახეთში გაიხსენებენ. დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება.ერეკლეობას საქართველოს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის ლიდერები ულოცავენ.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტაიფუნ „კალმაეგის“ მსხვერპლთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.„როიტერის“ ინფორმაციით, ფილიპინებში სტიქიის მსხვერპლთა რიცხვმა 190-ს გადააჭარბა, რის შემდეგაც „კალმაეგი“ ვიეტნამს დაატყდა თავს და სულ მცირე, ხუთი ადამიანი იმსხვერპლა.ამასთან, ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. ფილიპინების კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, სტიქიამ ყველაზე მეტად პროვინცია სებუ დააზიანა, სადაც ასობით სახლი ნანგრევებად იქცა. ტაიფუნის გამო საცხოვრებლის დატოვება და თავშესაფარში გადასვლა 500 000-მდე ადამიანს მოუწია.ძლიერმა ქარმა და წვიმამ ვიეტნამში მეწყერი გამოიწვია, დაზიანდა 2 800-ზე მეტი სახლი და საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიწოდება 1.3 მილიონზე მეტ ადამიანს.

„6 მედიკამენტი, რომელიც მშიერმა არ უნდა მიიღო“ – გიორგი ღოღობერიძე

„6 მედიკამენტი, რომელიც მშიერმა არ უნდა მიიღო“  - ექიმი, გიორგი ღოღობერიძე  გვირჩევს. „ამ მედიკამენტებს ნუ მიიღებთ მშიერ კუჭზე“1 - კარდიომაგნილი2 - ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი - სიცხის დამწევი3 - სტერეოიდები - მაგ, დექსამეტაზონი4 - შაქრის დამწევი საშუალებები5 - C ვიტამინი6 - დოქსიციკლინი

ლაშა ბასლანძის შვილის ნათლია ემოციურ განცხადებას აკეთებს

ლაშა ბასლანძის შვილის ნათლია თემო პირველაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს :“ჩემი სიყვარულია ეს ბიჭი ,,სანტი-ბასლა,,ზუსტად ისეთი კაცი დადგება რაც მისი მამიკო იყო სხვაგვარად წარმოუდგენელია მთელ,თავის რესურს დებდა სანტის აღზრდაში და ზუსტად ვიცი 100% გამაამართლებს ვინც იცნობს სანტიკოს დამეთანხმება. მიყვარხარ ნათლი და სანამ პირში სული მიდგას ჩემი შვილების გვერდით იქნები მუდამ❤️❤️❤️❤️✊🏼” – წერია პოსტში.

ბოლო სიახლეები