სამშაბათი, მაისი 12, 2026

„შალკე“ ლევან კობიაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

„შალკე 04“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, დეპუტატ ლევან კობიაშვილს დაბადების დღეს ულოცავს. შესაბამისი გზავნილი გერმანული საფეხბურთო კლუბის სოციალურ ქსელებში ქართულ ენაზე გამოქვეყნდა.

„დაბადების დღეს გილოცავ, ლევან კობიაშვილი“, – აღნიშნულია პოსტში, რომელსაც ყოფილი ფეხბურთელის ფოტოც დაურთეს.

კობიაშვილი „შალკეში“ 2003-2010 წლებში თამაშობდა. გუნდთან ერთად ის ორჯერ – 2005 და 2007 წლებში გახდა ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონი, 2005 წელს კი გერმანიის თასის ფინალისტი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყოვლად სომეხთა კათალიკოსი, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს – თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია

ყოვლად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.„თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია“, - აღნიშნულია გარეგინ II-ის წერილში.ყოვლად სომეხთა კათალიკოსმა მისალოც წერილში აგრეთვე განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ „სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის არსებული მრავალწლიანი ძმური კავშირები, რომლებიც მდიდარ სულიერ და ისტორიულ მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული, მომავალშიც შექმნის თანამშრომლობის მყარ საფუძველს“.გარეგინ II-მ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უსურვა მრავალი წელი ემსახუროს ქართული ეკლესიისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

🎥რა არის ცნობილი შიო III-ის ერთადერთი დის შესახებ, რომლის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა

2026 წლის 11 მაისი - ეს არის ისტორიული დღე, როცა საქართველომ 142-ე პატრიარქი აირჩია. ის შიო მესამეა.გაფართოებული საეკლესიო კრება სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. სამ კანდიდატს შორის, 22 ხმით პატრიარქად მეუფე შიო, პატრიარქის მოსაყდრე გამოარჩიეს.მისი სრული ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც პატრიარქს ქალი ეამბორა მხარზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.როგორც გაირკვა ეს ქალი - ლელა მუჯირია. პატრიარქის და, რომლის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი. 

სვეტიცხოველში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის ინტრონიზაცია მიმდინარეობს.სვეტიცხოვლის ტაძარში ახალი პატრიარქის ინტრონიზაციას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. სვეტიცხოველში იმყოფება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.შიო მუჯირი საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს აირჩიეს.

რაგბის კლუბი ყაზბეგი სამწუხარო ინფორმაციას ვარცელებს

ახალგაზრდა მორაგბე, ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას რაგბის კლუბი ყაზბეგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.„რთულია რაიმეს დაწერა, მაშინ როცა ყველა სიტყვა უძლურია.. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ხევს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას!მშვიდად განისვენე წიკო“, - წერს კლუბი სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა ივნისის თვეში ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს სესხის პირველ ტრანშს ელოდება

უკრაინა ივნისის თვეში ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს სესხის პირველ ტრანშს ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„ივნისში ველოდებით ევროკავშირის მხარდამჭერი პაკეტის პირველ ტრანშებს უკრაინისთვის, 90 მილიარდ ევროს. სწორედ ივნისში უნდა ამუშავდეს ეს სახსრები უკრაინის  სასარგებლოდ“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.მისი თქმით, უკრაინელი მაღალჩინოსნები აქტიურად მუშაობენ ევროკომისიასთან, რათა არ მოხდეს პროცესის გაჭიანურება.

ბოლო სიახლეები