ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

სოზარ სუბარი: სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორის” გადადება ემსახურება ერთადერთ მიზანს – მოახდინონ ზეწოლა ქართველ ამომრჩეველზე

„სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადების მთავარი მიზანი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ზეწოლის მოხდენაა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ დასავლეთიდან საქართველოში გამოგზავნილი მთავარი მესიჯია – საქართველოს უნდა მართავდნენ მათი მარიონეტები.

მისივე თქმით, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადებით საქართველოს არაღირსეულად მოექცნენ.

„სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადების მთავარი მიზანი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ზეწოლის მოხდენაა. გამოგზავნილია პირდაპირი მესიჯი – საქართველოს უნდა მართავდნენ მათი ყურმოჭრილი მარიონეტები, რომლებიც დაემორჩილებიან მათ ყველა ბრძანებას. სხვა ახსნა სწავლების გადადებას არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის შემდეგ, როცა არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, სამხედრო სფეროში ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.

ნატოს წევრ და არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ყველაზე დიდი კონტინგენტის გაგზავნის კუთხით საქართველო მეოთხე ადგილზეა. ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას, რომლებიც ნატოს წევრები არიან და ნატოს ქოლგა იცავს, ჯამში გაგზავნილი ჰყავდა ერთი ოცეული და ეს მაშინ, როცა მთელი მისიის განმავლობაში ჩვენ მუდმივად გვყავდა 800-ზე მეტი ჯარისკაცი. რომ არა მისიაში ჩვენი ასეთი მონაწილეობა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ფინანსური კუთხით დამატებით მინიმუმ ორი მილიარდი დოლარით მეტი დაეხარჯებოდა. თუმცა, ფინანსური დანახარჯი, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანია იმ მსხვერპლთან შედარებით, რაც საქართველომ და ქართულმა ჯარმა გაიღო, როგორც დაღუპული მეომრების სახით, ისე იმ ადამიანებით, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს და მთელი ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობის პირებად დარჩნენ.

ჩვენ ეს მსხვერპლი ჩვენი პარტნიორობისთვის გავიღეთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ახლა გადადებულ სამხედრო წვრთნებით, რომლის სახელწოდებაა „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოს ასე არაღირსეულად მოექცნენ. გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს – ზეწოლა მოახდინონ ქართველ ამომრჩეველზე, რომ არჩევნებზე ხმა მისცენ იმ პარტიებს, რომლებიც თვალდახუჭულები ჩაებმებიან ნებისმიერ ომში, რომელსაც მათი პატრონები მოსთხოვენ. სხვა შემთხვევაში, აბსოლუტურად გაუგებარია ერთობლივი სწავლების გადადების მიზეზი, როცა წვრთნები ტარდება ჩვენს მეზობელ და მეგობარ სომხეთში, რომელიც დღემდე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია. სამწუხაროდ, არათანასწორი დამოკიდებულების სხვა არაერთი მაგალითი გვაქვს. მაგალითად, გვეუბნებიან, თითქოს მოლდოვა საქართველოსთან შედარებით დაწინაურებულია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შეგახსენებთ, მოლდოვა დღესაც დსთ-ს წევრი ქვეყანაა, აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ამ სივრცესთან და რაც მთავარია, პირდაპირ უწერია კონსტიტუციაში, რომ არ გახდება არცერთი სამხედრო ბლოკის წევრი, რაც ავტომატურად გამორიცხავს ნატოს წევრობას.

რაც შეეხება ევროკავშირის მთავარ ღირებულებებთან თავსებადობას – კორუფციის დონით, ადამიანის უფლებების დაცვით, ბიუჯეტის გამჭვირვალობით და ბევრი სხვა ასპექტით, ანუ ყველა იმ პუნქტში, რაც ევროკავშირის ღირებულებებს ასახავს, ნებისმიერი საერთაშორისო რეიტინგის თანახმად მოლდოვა ორჯერ და სამჯერ ჩამორჩება საქართველოს ,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტატა ხვედელიანი – დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ დიალოგს ანგრევენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“

პარლამენტის და არჩევნების ბოიკოტირება რომ შეცდომა იყო, ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისგან ბევრჯერ გაგიგიათ. საპარლამენტო მუშაობა დავიწყეთ და ნებისმიერ მშვიდობიან გზას ვიყენებთ იმისთვის, რომ „ოცნების“ ამომრჩევლები შევამციროთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.მისი თქმით, დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს.„დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს ორი ძალა -„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ამ დიალოგის შესაძლებლობის სივრცეს ეს ორი ძალა აქრობს და ანგრევს თავისი რადიკალური გადაწყვეტილებებით, რადიკალური სცენარების დაანონსებით, რადიკალური საკანონმდებლო ინიციატივებით და იმ რადიკალიზმის ხარისხის მომატებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.მისი თქმით, ქვეყანაში რადიკალიზმის ხარისხი უნდა შემცირდეს და ის უდანაშაულო ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ, რომლებიც ქართულ ციხეებში იმის გამო არიან გამოკეტილები, რომ „ოცნებას“ დისკომფორტს უქმნიდნენ.„სწორედ ამიტომ ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, რადიკალიზმის ეს მაღალი ხარისხი შემცირდეს და ქვეყნის განვითარება გადატვირთვით დავიწყოთ. სწორედ აქ გამოჩნდება „ოცნების“ მზაობა, სურს თუ არა ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლა და სურს თუ არა, რომ ქვეყანაში რადიკალიზმი შემცირდეს. თუ სურს, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთს ასულდგმულებდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ფონზე თავისი რიტორიკით გავიდეს, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აზიანებს ქვეყანას და მოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული“. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში ასევე ნათქვამია: „საქართველოში პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, მოვუწოდებ ყველა მხარეს დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ“. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პარტიების ან რეგულარული პოლიტიკური თუ სამოქალაქო საქმიანობის აკრძალვა წინსვლის გზა არ არის. ანალოგიურად, პოლიტიკა შესაბამის ინსტიტუტებში უნდა განხორციელდეს და არ შეიძლება, ბოიკოტი იყოს დიალოგის, პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა“.

ირანში აცხადებენ, რომ მათი შემდეგი სამიზნე აშშ-სა და ისრაელთან დაკავშირებული ეკონომიკური და საბანკო ობიექტები იქნება

ირანში აცხადებენ, რომ მათი შემდეგი სამიზნე რეგიონში აშშ-სა და ისრაელთან დაკავშირებული ეკონომიკური და საბანკო ობიექტები იქნება. განცხადებას ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობაზე დაყრდნობით „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს მუქარა უკავშირდება ირანში მდებარე ერთ-ერთ ბანკზე განხორციელებულ თავდასხმას.„მათი წარუმატებელი კამპანიის შემდეგ, აშშ-ის ტერორისტულმა არმიამ და სასტიკმა სიონისტურმა რეჟიმმა ერთ-ერთ ირანულ ბანკზე მიიტანეს იერიში. ამ უკანონო ქმედებით, მტერი გვაიძულებს, მიზანში ამოვიღოთ რეგიონში მდებარე ეკონომიკური ცენტრები და ბანკები, რომლებიც დაკავშირებულია აშშ-თან და სიონისტურ რეჟიმთან. ამერიკელები ჩვენგან მტკივნეულ საპასუხო ქმედებას უნდა ელოდონ~, – აღნიშნულია განცხადებაში.განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ირანმა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რომ საბანკო დაწესებულებებთან ახლოს ყოფნისგან თავი შეიკავონ.

ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში 15-მდე უსახური ავტოფარეხისა და უკანონო ნაგებობის ადგილზე, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე განმარტებით, ავტოფარეხებისა და უკანონო ნაგებობების დემონტაჟი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით განხორციელდა.„მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მეორე რიგის N2-N3 კორპუსების მიმდებარედ, 3 200 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი ადგილი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. ტერიტორია აღიჭურვება შესაფერისი ინვენტარით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – ყველაზე ინტენსიური ოპერაცია დავიწყეთ, დარტყმებს გავაგრძელებთ, ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ომის ჩრდილი ჩვენი ქვეყნიდან გაქრება

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ „ყველაზე ინტენსიური და ძლიერი ოპერაცია“ დაიწყეს.„ჩვენ მუდმივ, მიზანმიმართულ და ძლიერ დარტყმებს გავაგრძელებთ. ომის გაგრძელებისას მხოლოდ მტრის სრულ დანებებაზე ვფიქრობთ. ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ომის ჩრდილი ჩვენი ქვეყნიდან გაქრება“, – აცხადებენ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“.ამასთან, ირანში აცხადებენ, რომ ღამით ისრაელისა და რეგიონში მდებარე აშშ-ის ობიექტების წინააღმდეგ თავდასხმების დროს შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა „ხორამშაჰრი“ გამოიყენეს.

ირანის პოლიციის უფროსი საპროტესტო აქციებზე გასვლის მსურველებს აფრთხილებს – „ჩვენს ძალებს თითი სასხლეტზე უდევთ“

ირანის პოლიციის უფროსი აჰმადრეზა რადანი საპროტესტო აქციებზე გასვლის მსურველებს აფრთხილებს, რომ „ჩვენს ძალებს თითი სასხლეტზე უდევთ“.ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იტყობინება.მისივე თქმით, აქციის თითოეული მონაწილე არა როგორც დემონსტრანტად, არამედ როგორც „მტრად“ იქნება აღქმული.აღსანიშნავია, რომ ირანში აშშ-ისრაელის კოორდინირებული სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ორივე ქვეყნის ლიდერი ირანელ ხალხს ღიად მოუწოდებს, ირანული რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდნენ.მსგავსი მოწოდება ბენიამინ ნეთანიაჰუმ რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთხელ გააკეთა და სოციალურ ქსელში დაწერა: „ირანელო ხალხო, ჩვენ ვაწარმოებთ ისტორიულ ომს თავისუფლებისთვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაამხოთ აიათოლას რეჟიმი და მოიპოვოთ თავისუფლება. როდესაც დრო დადგება და ეს დრო ახლოვდება, ჩვენ ჩირაღდანს გადმოგაბარებთ. მზად იყავით ამ მომენტით სარგებლობისთვის“.

ბოლო სიახლეები